 | ავტორი: ო.გ. ჟანრი: პოეზია 4 ნოემბერი, 2014 |
ახლა ყველაფერი ისე მეზარება, ისე განურჩევლად, როგორც სამხედროში პირველ კვირეებში ფეხზე წამოდგომა, აღარც ქება მსურს და აღარც კარგი ლექსით თავის გამოჩენა, მხოლოდ სიყვარულზე ისევ ძველებური შემრჩა წარმოდგენა.
ვფიქრობ,ჩემი გული დიდი დარბაზია ორად გაყოფილი და მის ერთ ნაწილში,თითქმის ყველა გრძნობა თითქოს სიცრუეა, ხოლო მეორეში არის განვრცობილი შენი სამყოფელი, სადაც შენით სავსე,შენთან ერთად ვარ და ირგვლივ სიჩუმეა.
მერე,როგორ მომწონს მე ეს მდუმარება, მხოლოდ გულის ფეთქვა და ხმადაბლა სუნთქვა ამხელს უნებურად, რომ კვლავ ცოცხალი ვარ, მჯერა,გამამართლებს შენი სიყვარული, როცა მივალ ღმერთთან, შენით გამოვჩნდები სრულქმნილ პიროვნებად, ღმერთთან როცა მივალ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. გაიხარეთ ანანე. გაიხარეთ ანანე.
1. საინტერესო რიტმი და წყობაა. კვირეებზე სააკაშვილი გამახსენდა :))) ხუმრობა იქიტ იყოს და ცუდად ხვდება თვალსა და ყურს ეს ფორმა. წარმატებები. საინტერესო რიტმი და წყობაა. კვირეებზე სააკაშვილი გამახსენდა :))) ხუმრობა იქიტ იყოს და ცუდად ხვდება თვალსა და ყურს ეს ფორმა. წარმატებები.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|