ავტორი: ლელუკა ლაშხი ჟანრი: პოეზია 14 ნოემბერი, 2014
* * *
გული გამექცა. განა გაბრაზდა.განა შევძულდი. სხვაგან ჩასახლდა.სხვის ფილტვებსშუა. ცხრა მთას იქით როა. ცხრა ზღვას იქით როა. იქით. რა სასწაულია.არადა ვამბობ არ მჯერათქო სასწაულების. შვიდიათას კილომეტრიანი ხიდი. შეგრძნება ხელის გაწვდენამდე. სუნთქა საკუთრი ფილტვებიდან იქ ჰაერის ჩატუმბვამდე. იქნებ არაერთხელ გიფიქრიათ თქვენც,უცხოებს ამაზე. მხოლოდ,არ გიფიქრიათ რომ კარგავთ საკუთარ ორგნოებს, როცა გულს აგზავნით თქვენგან შორს. ოღონდ თქვენთვის. რა უცნაურია. მახსოვს ბავშვობაში მოთხრობა წავიკითზე ერთი. ადამიანი მოკვდება და ექიმები მიზეზს ვერ დაადგენენ გარდაცვალების. გაჭრიან.გულს ვერ უპოვნიან. არადა დიდი ხნის გაგზავნილი ჰქონდა ის,თავისგან შორს. ეს კი არავინ იცოდა მის გარდა.