ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნ.ფხოველი
ჟანრი: პოეზია
17 ნოემბერი, 2014


***

იქ სადაც ემოციები სიგიჟის ზღვარზეა და
მიზანი შენთან მოსვლის
ამართლებს საშუალებას ყვავილის მოკვლის,
სურნელოვანი აღქმების
მოგზაური გავხდები
კოცნების ყნოსვით,
პეპლების გადაფრენით ავაჭრელებ მინდორში დევნას
ჩანჩქერი მოახლოვებულ
დაღმართს  რომ ღელავს
დავიჭერ ხელებით
წვეთების გაქცევას
შენ რომ ვერ ხვდები ყველა ამ ქცევას.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები