 | ავტორი: გვანტსულა ჟანრი: პროზა 13 დეკემბერი, 2008 |
მე ნარკომანი ვარ და მშვენივრად ვმართავ ჩემს ფერად ცხოვრებას. დიახ, მე ნარკომანი ვარ და არაფერია ამაში გასაკვირი.. ვიღვძებ და ვიძინებ როცა მინდა, ვუკრავ რასაც მინდა, ვცხოვრობ როგორც მინდა.. ყველაფერი აწყობილი მაქვს და მე მაინც ნარკომანი ვარ! ალბათ იმიტომ, რომ რაიმე ახალი მინდა, ან რაიმეს ვცვლი, ან ვაპროტესტებ.. როგორც უნდა ვთქვათ და ვისმჯელოთ, მე მაინც ნარკომანი ვარ და ამას თვით მამა ღმერთიც კი ვერ შეცვლის. იყო პერიოდი, როცა სხვის დაკრულზე ვცეკვავდი. ჰო, ჰო, ვცეკვავდი. აბა მე რა ვიცი რატომ! ალბათ პატარა ვიყავი და არ მესმოდა საკუთარი თავის ფასი, მერე გავიზარდე და.. რაო?! დიახაც, გავიზარდე! დიდი გოგო (ან ბიჭი) ვარ უკვე და მშვენივრად ვიცი რა მჭირდება. როგორ თუ არ ვიცი?! შენ რა იცი მე რა ვიცი და რა არ ვიცი? არა, შენ რა იცი, ჰაა?! ჰოდა თუ არ იცი, მაშინ გაჩუმდი და უსმინე ამ ბოდვას. ჰოდა, იმას ვამბობდი, რომ დადგა დრო და როგორც იქნა გავიზარდე. როდის მივხვდი? აი მაშინ, როცა ღამე დავწექი მშვიდად, თბილად, სყვარლად, მოვიწვინე ჩემი საყვარელი დათუნია (რომელიც სინამვდილეში ძაღლია) და თავში გამიელვა ერთმა მშვენიერმა აზრმა - მე აღარ ვფიქრობ! ეს ჩემთვის ისეთი თავისუფლებისა და სტიმულის მომცემი იყო, რომ გადავწყვიტე, როგორცკი გათენდებოდა ეგრევე ნარკომანი გავმხდარიყავი! ჰოდა, იმას ვამბობდი, რომ მე გავიზარდე ზუსტად იმ ღამეს, როდესაც ფიქრი შევწყვიტე. კაცო, რა შენი საქმეა რაზე, მთავარია, რომ ეგრე მოხდა. ისეთი ლამაზი დილა გათენდა... მზე, ჩიტები, უღრუბლო ცა, თბილი ნიავი, აპრილის ყვავილები... მოკლედ დასაბადებელი ამინდი იყო რა... მე უბრალოდ ბედნიერი ვიყავი ფიქრის შეწყვეტით და ამ დღეს მე კიდევ დავიბადე! დავიბადე ველური, ნარკომანი, თავისუფალი, ბუნებისმოყვარული, სიცოცხლით სავსე, სიყვარულით გარმოცული და რაც მთავარია - თავდაჯერებული! ჰოდა აი ეს ფხვნილი, რომელსაც ყოველ ორ საათში სუნთქვას ვანდობდი გახდა არა ჩემი მბრძანებელი ან პატრონი, არამედ ჩემი საუკეთესო მეგობარი. რა გაცინებს, ვერ გავიგე?! ჰო, ჰო, იცინე და იყავი ეგრე, მე მაინც მოვყვები ჩემი განარკომანების ამბავს და მაგ ხარხარს გირჩევნია ეგ სარკე მომაწოდო. ფრთხილად, შე ჩემა, ნუ დააპნიე! გიჟია ეს ტო! ხოდა, სად გავჩერდი? აა, მეგობარი მეთქი. ხო რაა... მეგობარი გახდა და მოკლედ სულ ერთად დავდივართ. ერთი ეგაა ამ ბრიტვას ვერ იტანს, დაჟანგდაო მეუბნება, არადა პროსტა დაბლაგვდა და არ მოსწონს ეტყობა. არაუშავს, ეგრეა, ძმაო, რაღაც უნდა გასცე, მაშაა! მიშა კი არა მაშა მეთქი, ოე! "რა ეშველება ამ უბედურს!" ჰა, გინდა შეენც? რაღაც ისე მიყურებ რო... კაი შ.ჩ. რა გიტყდება ვის უნდა ვუთხრა. ოოო, არა და ნუ! მე ბევრი დამრჩება. დაახვიე ეხლა, მეძინება. ჰო, ეგრე! ////დამიკრიფე! მომიტანე! ახლა თავზე დამადგი! აქ ერთი აკლია! წადი აი ის დიდი მომიტანე! ჰო, აი ეგრე!//// ////წვიმს! წამო, გავიქცეთ! ერთი, ორი, სამი, ერთი, ორი, სამი....//// ////ბავშვებო, წამოდით, გავშიშვლდეთ და ისე ვირბინოთ მინდორში! თოვლი სანამ წამოვა მანამ ასე ვიყოთ და მერე გავათბობთ ერთმანეთს.//// აააააააააა!!!! რა გაყვირებს, შე ჩემა! გული გამიხეთქე, ვერ ხედავ მძინავს! რად მინდა ეგ ადიელა გიჟი ხარ შენ?! ვინ ყვიროდა ტო! შენ ყვიროდი თუ კაია! არ მცივა, შენ გცივა! გადი, გაეთრიე აქედან! დეგენერატო!!!! ჰო, კაი, მოდი ჩემთან. ხომ იცი, რომ მიყვარხარ, ნუ მებუსხები, ჩვენ ხომ ორივე ნარკომანები ვართ. მოდი, ჩამეხუტე... ხოდა, ჩემო ძვირფასო, მე ასე გავხდი ნარკომანი.. მას შემდეგ, რაც ფიქრი შევწყვიტე, მე ერთი თეთრი, ფითქინა მეგობარი გავიჩინე, რომელიც მუდამ ჩემთან არის. რომელთან ერთადაც უბრალოდ თავის უფალი და თავისუფალი ვარ... მე ნარკომანი ვარ, რა არის ამაში ცუდი? მე ხომ ყველა მიყვარს როდესაც..... როდესაც მძIნავს..... ////ცა....////
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
8. ხალხო, ამ ნაწერის გამო იცით, ერთი მეგობარი ან "მეგობარი" დავკარგე... მართლა ნარკომანი ვეგონე და ეგრე... ჰმ.. რას არ გაიგებ ცხოვრებაში, არა? თუ მე მართლ ანარკომანი ვიყავი, მშინ უნდა მოსულიყო, დამხმარებოდა... ამის მერე მეგობრის გამოცდა რომ მომინდება, ვეტყვი რომ ნარკომანი ვარ, თუ წავა მივხვდები რომ არ არის ჩემი ღირსი და თუ დარჩება, მაშინ გამართლებული ყოფილა ორივეს გულწრფელობა...
ასეა ცხოვრება... ხალხო, ამ ნაწერის გამო იცით, ერთი მეგობარი ან "მეგობარი" დავკარგე... მართლა ნარკომანი ვეგონე და ეგრე... ჰმ.. რას არ გაიგებ ცხოვრებაში, არა? თუ მე მართლ ანარკომანი ვიყავი, მშინ უნდა მოსულიყო, დამხმარებოდა... ამის მერე მეგობრის გამოცდა რომ მომინდება, ვეტყვი რომ ნარკომანი ვარ, თუ წავა მივხვდები რომ არ არის ჩემი ღირსი და თუ დარჩება, მაშინ გამართლებული ყოფილა ორივეს გულწრფელობა...
ასეა ცხოვრება...
7. საინტერესოდ წერთ. საინტერესოდ წერთ.
6. არააა...არაა ეს ნარკომანის ნაწერი... არააა...არაა ეს ნარკომანის ნაწერი...
5. მინდა ვიყო ნარკომანი :D მინდა ვიყო ნარკომანი :D
4. იზრდები, დანარჩენს პირადში მოგწერ!
10 იზრდები, დანარჩენს პირადში მოგწერ!
10
3. ბოლომდე არ წამიკითხავს . მაგრამ რაც წავიკითხე 100. მერე გავაგრძელებ. ბოლომდე არ წამიკითხავს . მაგრამ რაც წავიკითხე 100. მერე გავაგრძელებ.
2. გვანცილლლლლლლლლლლ გენაცვალეე :) გვანცილლლლლლლლლლლ გენაცვალეე :)
1. ძალიან''მომგებიანი''თემაა,ის რაც ძალიან მოდაშია ახლა.ნარკომანის ფიქრები,თუ ''აღსარება '',თუ იუმორი.ეხლა ძალიან მოდაშია ცოტა ''შიზოიდი''გოგოს ფიქრები და გულწრფელობა ნაწერებში.
აი იდეა მომგებიანი და....ნაწერი ნაკლებად:) წარმატებები:) ძალიან``მომგებიანი``თემაა,ის რაც ძალიან მოდაშია ახლა.ნარკომანის ფიქრები,თუ ``აღსარება ``,თუ იუმორი.ეხლა ძალიან მოდაშია ცოტა ``შიზოიდი``გოგოს ფიქრები და გულწრფელობა ნაწერებში.
აი იდეა მომგებიანი და....ნაწერი ნაკლებად:) წარმატებები:)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|