ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: natinat
ჟანრი: პოეზია
15 დეკემბერი, 2014


* * *

შენზე ლამაზად ვინ მაჩუქებს სანატრელ გოგოს,
ან შენზე ძლიერს ვის ერქმევა ამ გოგოს მამა.
ცხოვრების გზაზე ძლივს შემომხვდი, დაგკარგო, როგორ?!.
უშენოდ ჩემი აღარცერთი საათი გავა!..
მინდვრის ყვავილებს ვინ მომიძღვნის უკრეფავს, ცოცხალს...
მხოლოდ შენ ძალგიძს ბუნებაში გრძნობა მასწავლო.
ამასულდგმულე და დღეიდან ვგმობ უშენობას,
მინდა ჩემს გულში ნაბიჯ-ნაბიჯ შემოგატარო.
განგაცდევინო ყველა სიამე, რაც რომ უჩემოდ...
რაც რომ ჩემს მკლავთა მხურვალებით არ გიამია,
შენს მარტოობას უნდა ჩემი ვნებით ვუშველო,
მეც ეული ვარ, ღაწვი ცრემლით დამინამია.

შენ ჩემთან მშვიდი სიყვარულით შვებას იპოვი...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები