 | ავტორი: წყალი ჟანრი: პროზა 17 დეკემბერი, 2014 |
შენობაში ცხელოდა. ზაფხული იდგა,ყველაფერი წყალს ითხოვდა. მე ფსიქოლოგიურის მესამე კურსის სტუდენტი ,ერთგვარ დაკვირვებას ვაწარმოებდი შეშლილებზე. გავიარე დიდი თეთრი დერეფანი,შემდეგ სამზარეულო და ბოლოს მის პალატასაც მივადექი,მღეროდა,შემდეგ მედდას ხმა ,რომ გაიგონა ჩურჩულით უთხრა ვიღაცას რაღაც და კარი გააღო. ეს მას ეგონა,რომ შიგნიდან იყო ჩაკეტილი, ასე წარმოედგინა,მაგრამ მედდა თანაუგრძნობდა და თამაშში იყო. მე რომ დამინახა მოკეცილი თითები პირთან მიიტანა და ჩაახველა,შემდეგ კი წარმოთქვა : თქვენი რეზიუმე მჭირდება,ისე სამსახურში ვერ მიგიღებთ. მე წარბები ავწიე გაკვირვებულმა და ენა დამება,შემდეგ ვთქვი : ჰო რა თქმა უნდა ,მაგრამ გასაუბრებაც ხომ საჭიროა.. და უკაცრავად მაგრამ რა მევალება? ჰო რა გევალება? ალბათ ფრინველთა გალიებით დაიწყებ. დიახ ,ფრინველთა გალიებით. მედდამ ,პომადიანი ტუჩები ყურთან მომიტანა და მითხრა-ცხოველთა გალიებს დაალაგებთ. -ჰო რა თქმა უნდა ,ძალიან კარგი ,ძალიან კარგი -ვთქვი და ღიმილითვე გავყევი. ის წინ მიდიოდა. იქნებოდა 170 სანტიმეტრი სიმაღლის, თეთრი ბამბასავით კანი ჰქონდადა მიწაზე შავი თვალები. მიაბიჯებდა,ისე თითქოს მიწაზე არც ადგამდა ფეხებს,გიჟურად და ჰაეროვნად,თან უკან გამომხედავდა,სერიოზული,მკარი გამომეტყველებით.
-აქ დავსხდეთ - თქვა მან ოდნავ შესამჩნევი ღიმილით,რომელიც მის სახეს უფრო არაამქვეყნიურს ხდიდა და წარბთან გამოკვეთილი ძარღვი ათამაშდა. რა გაინტერესებთ ჩემს შესახებ ,ვკითხე მე,მან კი მიპასუხა -ყველაფერი. მეც ვეცადე უმეტესობა სიმართლე მეთქვა,რაღაცები მოვიტყუე რა თქმა უნდა,მეც ხო მოთამაშე ვიყავი,ეს კი ყველაზე უწყინარი თამაში იყო,რაც ამ უაზროდ მაღალჭერიან ოთახს არ გაცდებოდა. რომ ვსაუბრობდი ვფიქრობდი,რომ ყველაფერს ხვდებოდა სადღაც მისი მეორე ‘მე’’ ,მაგრამ მას უნდოდა მოესმინა ის რაც ვისაუბრე და ხოლმე უაზროდ გააშტერებდა თვალებს იატაკისკენ,ან სკამისკენ,სიცარიელეში სადაც თვად აწყობდა სგნებს ,მოვლენებს,ყველაფერს,ალბათ ჩემს პორტრეტსაც. ბოლოს საუბარს ,რომ მოვრჩი გადაპარსულ კეფაზე ორივე ხელი შემოიწყო,სკამზე გადაიწია,გაიზმორა ისე,რომ რამოდენიმეჯერ ძვლებმა გაიტკაცუნეს,მერე ამ ხმაზე თავად გაეცინა და მის ღიმილშიც კი დავინახე რაღაც უსასრულოდ დიდი და ენით გამოუთქმელი უიმედობა,სასოწარკვეთა , ბოლოს ცრემლის შესაკავებლად წამწამები აახამხამა და თავი გააქნია. -მიღებული ხარ. -იცით მეც მინდოდა გამეგო ,ცოტა რამ თქვენს შესახებ,აი თნდაც ის,რატომ დაიწყეთ ამ საქმის კეთება.საინტერესოა. -გიყვართ ცხოველები? -მე? რა თქმა უნდა ,სხვა მხრივ აქ არც მოვიდოდი- და ეს ნათქვამი ცოტა ორაზორვნად გამომივიდა,მეუხერხულა ჩემი ტყუილების,უნიჭო ტყუილის. - მეც მიყვარს,თქვენი სახელი? -მატილდა,თქვენი? -მანი’ჰა. დიახ მეც მიყვარს ცხოველები- ეს რომ თქვა ილუზიურად წარმოიდგინა,რომ მაგიდან ედო წინ და კალამის თამაში ,ამოტრიალება დაიწყო,შემდეგ წამოდგა ფრთხილადდა გააგრძელა ერთხელ სკოლაში მასწავლებელმა მკითხა განვლილი მასალიდან .თუ იცი რამდენი სახის ცხოველი არსებობსო და რამდენია სასიცოცხლო ხანგრძლივობა ყველაზე მაქსიმუმიო. -შემობრუნდა,სკამზე დაჯდა,ნიკაპი დაბლა დაწია ,თვალებიდახურა,თითებს დააშტერდა და შემდეგ თქვა- ვუთხარი,რომ არ ვიცი. იცით რატომ ვყვები ამ ამბავს. იმიტომ,რომ დღესაც არ ვიცი რამდენია მათი რიცხვი ,ხანგრძლივობა სიცოცხლის,მაგრამ დღეს ის ვიცი,რომ ადამიანზე უფრო ბინძური ცხოველი არ არსებობს. მე ხომ ყველას არ ვიცნობ,მაგრამ შინაგნად ვგრძნობ ,რომ ეს ასეა. შეგიძლიათ შემედავოთ. შეგიძლიათ რაიმე მტკიცებულებები მოიშველიოთ,მაგრამ სიმართლეს ვერ შეცვლით,საკუთარ სულებს ვერ განვაახლებთ. და ამიტომ,არის,რომ ვეძებ ცხოველებს,ვარ აქ ,ყოველდღე ვაკვირდები და ვფიქრობ, რით არიან ადამიანები ბედნიერები? იმით ,რომ შეუძლიათ უბედურები იყვნენ? თუ ეს უბედურება დაბადებიდანვე სხეულში აქვთ ისე ღრმად გამჯდარი და შესული... როგორ გითხრათ ,ადამიანები თვით უბედურების ნაწლებით ვართ შეკრული. ჩვენი ხორცის ყოველი ნაწილი უბედურია,იმიტომ,რომ ის არ არის ის რაც გვინდა ,რომ იყოს. ის არც გემრიელი ნაყინი,არც ოქროა,არც ვარსკვლავია,არც არაფერი ის ილუზიაა,რომლის მიღმა ძვლებია ეს კი ალუზია ჩემო კარგო მატილდა. საუბრობდა და ვფიქრობდი,შეიძლება ჩვენ ვინც ამ შენობის მიღმა ვართ ,ჩვენ მთელი საზოგადოება ,კაცობრიობა,სწრედ ჩვენ ვართ გამოკეტილები ამ სამყროში,ესენი კი ვინც გვგონია,რომ ჩვენგან ცალკე,ჩვენთვის უსაფრთხო ადგილზე დავამწყვდიეთ და ცდების მოლოდინში კარამელიან თითებს ვილოკავთ და საოჯახო სერიალებს ვუყურებთ ,არიან ღმერთები ,რეალობის მიმღები და ჰაერში მოცურავე თეთრი ბუმბულები,რომლებიც ერთ დროს თოლიები იყვნენ. 19 საათი იყო,პრაქტიკა დასრულდა. დავემშვიდობე . -არ დაგავიწყდეს მატილდა,ხვალ 8 საათზე აქ უნდა იყო ,არ დააგვიანო. -არის სერ. -ნუ ოხუნჯობ. მშვიდი ძილი. მედდასაც დავემშვიდობე,. გზაში ქუსლი მოტყდა ორივე ფეხსაცმელს და ფეხშიშველი წამოვედი გაჩერებამდე. ბეტონში გაჭედილი კენჭები ალესილი კუთხეებით ფეხის გულებში მესობოდა და ვტიროდი,. ეს უაზროდ ,უცნაური ,გაუგებარი და სენტიმენტალური იყო ჩემთვის.მე აქ ამ სამყაროში გამოკეტილი , ვითომ ბედნიერი ახალი ფეხსაცმლით ან ვითომ უბედური მტკივნეულ ბეტონზე სიარულით. იყო რაღაც საოცრად ირონიული ჩვენს მიერ დანახულ და აღქმულ ბედნიერებასა და უბედურებაში,ტკივილსა და მოთმენაში,სიყვარულსა და სიძულვილში,სიგიჟესა და გონიერებაში.
ვიცი დასამუშავებელია ;))
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. +++. 18/12/14წ. ნექტარი. +++. 18/12/14წ. ნექტარი.
1. ბოლო 2 სიტყვა :))))) არაფრით არ აწყენდა ;) ბოლო 2 სიტყვა :))))) არაფრით არ აწყენდა ;)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|