 | ავტორი: ოთარრურუა... ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 17 დეკემბერი, 2014 |
პოეზია ჩემთვის ყველაფერია, უპოეზიოდ ცხოვრება უკვე ვეღარ წარმომიდგენია! ლექსების წერა მე ცოტა გვიან, 18 წლის ასაკში დავიწყე... ეს იყო სტუდენტობის დაუვიწყარი ხანა, თან ლექსებს ვწერდი და თან გეპეის თეატრში სპექტაკლებს ვთამაშობდი! ჩემზე გავლენა ლადო ასათიანის პოეზიამ იქონია, ვენაცვალე მის სულს! რომ არა ლადოს პოეზია, ალბათ არ გავაფრენდი (კარგი გაგებით რა თქმა უნდა)! ჩემი ლექსების უმეტესობა სიყვარულსა და პატრიოტიზმზეა... ბევრს პატრიოტული თემატიკა მოძველებულად მიაჩნია, მაგრამ ეს თემა არასდროს მოძველდება, სანამ საქართველო და ქართველობა იარსებებს! რაც შეეხება სიყვარულს, სიყვარული ჩემთვის წმინდათა–წმინდა გრძნობაა, ქალის კდემას ბავშვობიდან ვეტრფი, ყოველთვის მოწიწებითა და სიყვარულით ვეამბორები ქალს (მანდილოსანს) ხელსა და ბაგეზე! ბედნიერი იქნება ის მანდილოსანი, ვინც ჩემს მკლავებში აღმოჩნდება!
პოეზიაც ხელოვნებაა, ხელოვან ადამიანებს კი ნამდვილი სიყვარული შეუძლიათ!
ლექსი ბარდნალაზე
ისევ აენთო მზეწვია, მთის წვერზე თოვლი დამდნარა, მინდა წიგნებით ვეწვიო ასათიანის ბარდნალას. გული ბუნებით... ოცნებით, პოეზიითაც დამთვრალა, დაე! სიცოცხლის სავალ გზებს მზე მინათებდეს ცხრათვალა... რომ სიკვდილამდე ვუმღერდე ლადოს მშობლიურ ბარდნალას!!!
პატივისცემით – ოთარ რურუა
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|