 | ავტორი: ტობი ჟანრი: პროზა 20 დეკემბერი, 2014 |
ღამე დღის ჩანაცვლებას ლამობდა. გარშემო საჰარა იქოჩრებოდა, ხოლო ჯაღბუბის ოაზისში ლიბიელი ბედუინი ფინიკის პალმის ქვეშ ჩამომჯდარიყო, ცას შეჰყურებდა და ჰაშიშს ეწეოდა. იქვე აქლემიც ფრუტუნებდა. _ ევრიკა*! წამოიძახა უდაბნოს ნიავმა. _ ევრიკა? რა იპოვე? _ მე მას მივაგენი! _ რას მიაგენი? _ მე მივაგენი ნაწილაკს, რომელშიც უსასრულობა სახლობს. _ რა ნაწილაკია ის, სადაც როგორც შენ ამბობ უსასრულობა სახლობს? _ ეს არის ნაწილაკი, რომელიც ქვიშის მარცვალზეც კი ძალზე მცირე ზომისაა. _ ჯერ ერთი როგორ შეიძლება უსასრულობა სადმე იყოს მოთავსებული, მას ხომ საზღვრები არ გააჩნია და მეორეც, _ ქვიშის მარცვალზე მცირე ნაწილაკში მყოფი უსასრულობის არ მჯერა. _ ჩემი მიგნება ჰიპოთეზა არ არის, არც ის პოსტულატია, რომელიც დასაბუთების გარეშე უნდა იქნეს აღიარებული. მე აღმოვაჩინე ნაწილაკი, იქ კი უსასრულობაა დავანებული. _ რას გულისხმობ უსასრულობაში? _ სამყაროს! _ და სამყარო თვალით უხილავ ნაწილაკშია მოთავსებული? _ დიახ! _ მაშ გისმენ! განაგრძე... _ განვაგრძობ, ოღონდ ერთი პირობით. _ რა პირობაა ასეთი? _ მე მოგითხრობ უმცირეს ნაწილაკში არსებული უსასრულობის ანუ სამყაროს შესახებ, მაგრამ თუ ერთხელ მაინც შემაწყვეტინე თხრობა, ჩათვალე, რომ სამყაროსეულ უდიდეს საიდუმლოს კაცობრიობა ვერასოდეს გაიგებს. თუ თხრობის დროს შემაჩერებ ან საუბრის დროს რაიმე კითხვით მომმართავ, მე უმალ შევწყვეტ მონოლოგს და პირობას გაძლევ, რომ ხსენებული ნაწილაკის შესახებ არსად და აღარასდროს არაფერს ვიტყვი. _ პირობას გაძლევ, რომ საუბრის დროს ხმას არ ამოვიღებ. _ კეთილი. _ მაშ დაიწყე! _ ნაწილაკი, რომელშიც უსასრულოდ მზარდი უსასრულობა სახლობს _ ფორმით რვიანს** ჰგავს. რვიანის ფორმის ეს ნაწილაკი ცალხმრივია, ხოლო მასში მობინადრე უსასრულობა ილუზიაა. ამ ილუზიაში კი რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ... _ მოიცა, მოიცა... ჩვენ ილუზიაში ვცხოვრობთ? უდაბნოს ნიავი დადუმდა, ხოლო ბედუინმა ჰაშიშის მოწევა განაგრძო...
--- 2014 წელი ---
სქოლიო:
*ევრიკა _ სიხარულის გამომხატველი წამოძახილი რისამე აღმოჩენის, მიგნების ან საერთოდ მიხვედრის დროს. გადმოცემით ეს წამოძახილი აღმოხდა სახელგანთქმულ ბერძენ მეცნიერს არქიმედეს, როდესაც მან აღმოაჩინა ჰიდროსტატიკის ძირითადი კანონი, რომელიც მისი სახელითაა ცნობილი
**რვიანი _ იგულისხმება უსასრულობის სიმბოლო _ „მებიუსის ლენტი“.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
12. ნაწილაკი, რომელშიც უსასრულოდ მზარდი უსასრულობა სახლობს _ ფორმით რვიანს ჰგავს. რვიანის ფორმის ეს ნაწილაკი ცალხმრივია, ხოლო მასში მობინადრე უსასრულობა ილუზიაა. ამ ილუზიაში კი რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ...
"რვიანი, რომელიც ნახსენებია ამ მინიატურულ მოთხრობაში - არის უსასრულობის სიმბოლო, ეგრეთწოდებული - "მებიუსის ლენტი". უდაბნოს ნიავმაც ამ ლენტით დაიწყო უდიდესი სამყაროსეული საიდუმლოს გამჟღავნება და როდესაც მთავარზე ანუ შემდეგ წინადადებაზე გადავიდა, სწორედ იმ დროს იჩინა თავი ადამიანის უსუსურმა ნებისყოფამ - სუსტმა ნებისყოფამ, რომელმაც თვით ადამსა და ევასაც კი დაატოვებინა კომფორტული სამყოფელი". ნაწილაკი, რომელშიც უსასრულოდ მზარდი უსასრულობა სახლობს _ ფორმით რვიანს ჰგავს. რვიანის ფორმის ეს ნაწილაკი ცალხმრივია, ხოლო მასში მობინადრე უსასრულობა ილუზიაა. ამ ილუზიაში კი რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ...
"რვიანი, რომელიც ნახსენებია ამ მინიატურულ მოთხრობაში - არის უსასრულობის სიმბოლო, ეგრეთწოდებული - "მებიუსის ლენტი". უდაბნოს ნიავმაც ამ ლენტით დაიწყო უდიდესი სამყაროსეული საიდუმლოს გამჟღავნება და როდესაც მთავარზე ანუ შემდეგ წინადადებაზე გადავიდა, სწორედ იმ დროს იჩინა თავი ადამიანის უსუსურმა ნებისყოფამ - სუსტმა ნებისყოფამ, რომელმაც თვით ადამსა და ევასაც კი დაატოვებინა კომფორტული სამყოფელი".
11. სერიოზული ჰიპოტეზაა წარმოდგენილი. თითქმის ყველაფერში ვეთანხმები ავტორს. თუმცა დაზუსტება არ აწყენდა რვიანს, რომლის ფორმაშიც უსასრულოდ მზარდი უსასრულობა სახლობს. ეს რვინი ჩვეულებრივი რვიანი არ არის. ეს წაქცეული რვიანია. ეს ფოტოობიექტივის ფორმაა. სერიოზული ჰიპოტეზაა წარმოდგენილი. თითქმის ყველაფერში ვეთანხმები ავტორს. თუმცა დაზუსტება არ აწყენდა რვიანს, რომლის ფორმაშიც უსასრულოდ მზარდი უსასრულობა სახლობს. ეს რვინი ჩვეულებრივი რვიანი არ არის. ეს წაქცეული რვიანია. ეს ფოტოობიექტივის ფორმაა.
10. მაშასადამე სამყარო არის უსასრულო, ცვალებადი, გარდაქმნადი, შეხებადი, უსახური, სახიერი, წრიული,მოძრავი, ნაწილაკებისაგან შემდგარი მუდმივი... და მოაზროვნეც ნექტარო... მოაზროვნეც. მაშასადამე სამყარო არის უსასრულო, ცვალებადი, გარდაქმნადი, შეხებადი, უსახური, სახიერი, წრიული,მოძრავი, ნაწილაკებისაგან შემდგარი მუდმივი... და მოაზროვნეც ნექტარო... მოაზროვნეც.
9. დიახ გამოგართვით.კარგით ბატონო. (ერთხელ ჩემმა ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის პროფესორმა მითხრა : მაოცებ როგორ შეგიძლია ასეთი ირეალობის აღქმაო . მერე სულ მეუბნებოდა შენ მეცნიერული მოღვაწეობა მოგიხდებოდა დაიწყე მუშაობა ამ კუთხითო, გამოცდაზე პირველს მიძახებდა, უნდა ამეღო ბილეთი და მოფიქრების გარეშე დამეწყო მოყოლა, საოცარი ადამიანი იყო, ღმერთმა აცხონოს, ასეთი მოპყრობაც საგნის განსაკუთრებულ სიყვარულს ამძაფრებს.) ვაგრძელებთ თემას. ვინაიდან, ჩვენც ამ უსასრულო სამყაროს ნაწილაკები ვართ ალბათ დამეთანხმებით.აქედან გამომდინარე, მისგან განსხვავებით, გაგვაჩნია სუბიექტური ხედა, აზროვნება, აღქმის უნარი,შეგრძნებები, გონებამდე მიგვაქვს ინფორმაცია გონება კი მას უკან გვაწოდებს გადახარისხებულს სათანადოდ გარდაქმნილს და მასში დარწმუნების ხარისხსაც გვანიჭებს. მაშასადამე, გვაქვს საკმაოდ ხელსაყრელი მდგომარეობა და პოზიცია რათა თავისუფლად ვუპასუხოთ ნებისმიერ კითხვას სხვისი ზედგავლენისა და შეყალიბებული ჩარჩოს გარეშე აქედან გამომდინარე, ხელთ მიპყრია ამ წუთას თქვენს მიერ მორთმეული, დამეთანხმებით ალბათ, მებიუსის ლენტის ერთი რგოლი ზედაპირის შუაში გამავალი ჩაკეტილი ხაზის გასწვრის ალბათ ხედავთ და დამეთანხმებით, მაგრამ ამავდროულად მაქვს მეორე რვიანი ჰაშიშის გარეშე, რომელსაც ორივე რგოლში აქვს მოუცილებადი, ფორმაუცვლელი სივრცის გადამკეტი ნაწილაკები, ანუ, ის, არ არის ცალმხრივი.მე ნამდვილად ახლოდან ასე ვხედავ, ალბათ დამეთანხმებით. ამავდროულად უნდა დამეთანხმოთ, რომ სამყაროში არაფერი არ იკარგება, მხოლოდ გარდაიქმნება, გვიბრუნდება სხვა ფორმით, სხვა სახით,და ისიც მხოლოდ წრიული გზითა და ფორმით და არავითარ შემთხვევაში რვიანის ფორმით. დამეთანხმებით ალბათ. მაშასადამე სამყარო არის უსასრულო, ცვალებადი, გარდაქმნსდი, შეხემადი,უსახური, სახიერი, წრიული,მოძრავი, ნაწილაკებისაგან შემდგარი მუდმივი. მაგრამ რა არის თავად უსასრულობა ამაძე გთხოვთ ახალი ნაწარმოებით მიპასუხოთ, და ეს საოცარი შეუფასებელი საჩუქარი იქნება კაცობრიობისათვის, რადგან თქვენ ეს ხელგეწიფებათ. გმადლობთ, პატივისცემით ნექტარი. დიახ გამოგართვით.კარგით ბატონო. (ერთხელ ჩემმა ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის პროფესორმა მითხრა : მაოცებ როგორ შეგიძლია ასეთი ირეალობის აღქმაო . მერე სულ მეუბნებოდა შენ მეცნიერული მოღვაწეობა მოგიხდებოდა დაიწყე მუშაობა ამ კუთხითო, გამოცდაზე პირველს მიძახებდა, უნდა ამეღო ბილეთი და მოფიქრების გარეშე დამეწყო მოყოლა, საოცარი ადამიანი იყო, ღმერთმა აცხონოს, ასეთი მოპყრობაც საგნის განსაკუთრებულ სიყვარულს ამძაფრებს.) ვაგრძელებთ თემას. ვინაიდან, ჩვენც ამ უსასრულო სამყაროს ნაწილაკები ვართ ალბათ დამეთანხმებით.აქედან გამომდინარე, მისგან განსხვავებით, გაგვაჩნია სუბიექტური ხედა, აზროვნება, აღქმის უნარი,შეგრძნებები, გონებამდე მიგვაქვს ინფორმაცია გონება კი მას უკან გვაწოდებს გადახარისხებულს სათანადოდ გარდაქმნილს და მასში დარწმუნების ხარისხსაც გვანიჭებს. მაშასადამე, გვაქვს საკმაოდ ხელსაყრელი მდგომარეობა და პოზიცია რათა თავისუფლად ვუპასუხოთ ნებისმიერ კითხვას სხვისი ზედგავლენისა და შეყალიბებული ჩარჩოს გარეშე აქედან გამომდინარე, ხელთ მიპყრია ამ წუთას თქვენს მიერ მორთმეული, დამეთანხმებით ალბათ, მებიუსის ლენტის ერთი რგოლი ზედაპირის შუაში გამავალი ჩაკეტილი ხაზის გასწვრის ალბათ ხედავთ და დამეთანხმებით, მაგრამ ამავდროულად მაქვს მეორე რვიანი ჰაშიშის გარეშე, რომელსაც ორივე რგოლში აქვს მოუცილებადი, ფორმაუცვლელი სივრცის გადამკეტი ნაწილაკები, ანუ, ის, არ არის ცალმხრივი.მე ნამდვილად ახლოდან ასე ვხედავ, ალბათ დამეთანხმებით. ამავდროულად უნდა დამეთანხმოთ, რომ სამყაროში არაფერი არ იკარგება, მხოლოდ გარდაიქმნება, გვიბრუნდება სხვა ფორმით, სხვა სახით,და ისიც მხოლოდ წრიული გზითა და ფორმით და არავითარ შემთხვევაში რვიანის ფორმით. დამეთანხმებით ალბათ. მაშასადამე სამყარო არის უსასრულო, ცვალებადი, გარდაქმნსდი, შეხემადი,უსახური, სახიერი, წრიული,მოძრავი, ნაწილაკებისაგან შემდგარი მუდმივი. მაგრამ რა არის თავად უსასრულობა ამაძე გთხოვთ ახალი ნაწარმოებით მიპასუხოთ, და ეს საოცარი შეუფასებელი საჩუქარი იქნება კაცობრიობისათვის, რადგან თქვენ ეს ხელგეწიფებათ. გმადლობთ, პატივისცემით ნექტარი.
8. პასუხი ნექტარს! თქვენ იძახით, რომ უსასრულობა ერთ სფერულ შემთხვევაში რვიანის ფორმაში ვერ იარსებებს, რადგან რვიანის ფორმას რეალურად ვხედავთ... ჩემი პასუხი: დავიწყოთ იმით, რომ ბედუინი ჰაშიშს ეწეოდა :) :) აქედან გამომდინარე უდაბნოს ნიავიც საუბრობდა :) :) ხოლო მებიუსის ლენტი, რომელიც უსასრულობის სიმბოლოდ ითვლება სწორედ რვიანის ფორმის არის. ციტატა ჩემი მოთხრობიდან - "ნაზკას მაიმუნის ყურები" ------ ( – ლევან ქაღალდისგან გაკეთებულ ამ რგოლს მებიუსის ლენტი ქვია. მას ბევრი საინტერესო თვისება აქვს, რომელთაგან უპირველესი ის არის, რომ იგი... ცალმხრივია! ამიტომ შეუძლებელია მისი ისე შეღებვა, რომ ერთი მხარე, ვთქვათ ყვითელი იყოს და მეორე ლურჯი, ხოლო თუ მის ზედაპირს შუაში გამავალი ჩაკეტილი ხაზის გასწვრივ გავჭრით ორ რგოლს არ მივიღებთ – მებიუსის რგოლისებური ლენტი არ დაიშლება – ჩვენ კვლავ ერთ რგოლს მივიღებთ. აი გამომართვი, თავად დარწმუნდი, რომ ეს ასეა. ) პასუხი ნექტარს! თქვენ იძახით, რომ უსასრულობა ერთ სფერულ შემთხვევაში რვიანის ფორმაში ვერ იარსებებს, რადგან რვიანის ფორმას რეალურად ვხედავთ... ჩემი პასუხი: დავიწყოთ იმით, რომ ბედუინი ჰაშიშს ეწეოდა :) :) აქედან გამომდინარე უდაბნოს ნიავიც საუბრობდა :) :) ხოლო მებიუსის ლენტი, რომელიც უსასრულობის სიმბოლოდ ითვლება სწორედ რვიანის ფორმის არის. ციტატა ჩემი მოთხრობიდან - "ნაზკას მაიმუნის ყურები" ------ ( – ლევან ქაღალდისგან გაკეთებულ ამ რგოლს მებიუსის ლენტი ქვია. მას ბევრი საინტერესო თვისება აქვს, რომელთაგან უპირველესი ის არის, რომ იგი... ცალმხრივია! ამიტომ შეუძლებელია მისი ისე შეღებვა, რომ ერთი მხარე, ვთქვათ ყვითელი იყოს და მეორე ლურჯი, ხოლო თუ მის ზედაპირს შუაში გამავალი ჩაკეტილი ხაზის გასწვრივ გავჭრით ორ რგოლს არ მივიღებთ – მებიუსის რგოლისებური ლენტი არ დაიშლება – ჩვენ კვლავ ერთ რგოლს მივიღებთ. აი გამომართვი, თავად დარწმუნდი, რომ ეს ასეა. )
7. უდავოდ მრავალგანზომილებიან კვანძთან გავჩერდი.რეალობასთან არის ირეალობა. ჭეშმარიტთან მცდარი .რაც შეეხება სამყაროს ის უსასრულოა როგორც წერენ, ამბობენ, რადგანაც მისი დასასრულის მხილველიადამის ძეს არ უღიარებია. ილუზია სავარაუდოდ წარმოდგენილი მოსალოდნელობაა თუ ის მოვლენათა შედარების, დაავშირების შედეგად ხარისხიანი ჭკვიანი ტვინის უჯრედებიდან მომდინარეობს,რომელიც ზოცჯერ რეალობასთან ძალია ახლოს ჩერდება.. რაც შეეხება ბოლო ფრაზას ნამდვილად ილუზიაა, წარმოსახვითი. თუ კი,ნაწილაკი რვიანს ჰგავს, ის ცალმხრივი ვერ იქნება,რასაც გამორიცხავს წონასწორობის შენარჩუნების პრინციპი.მასში მზარდი უსასრულობა ვერ იბინადრებს. მაშასადამე უსასრულობა ერთ სფერულ შემთხვევაში რვიანის ფორმაში ვერ იარსებებს, რადგან რვიანის ფორმას რეალურად ვხედავთ, ის რეალურად არსებობს,,ანუ ის არც ილუზია არ არიის., ხოლო სამ ყარო და უსასრულობა მჭიდრო კავშირში არიან და ერთ მცნებად აღვიქვამ....... უდავოდ მრავალგანზომილებიან კვანძთან გავჩერდი.რეალობასთან არის ირეალობა. ჭეშმარიტთან მცდარი .რაც შეეხება სამყაროს ის უსასრულოა როგორც წერენ, ამბობენ, რადგანაც მისი დასასრულის მხილველიადამის ძეს არ უღიარებია. ილუზია სავარაუდოდ წარმოდგენილი მოსალოდნელობაა თუ ის მოვლენათა შედარების, დაავშირების შედეგად ხარისხიანი ჭკვიანი ტვინის უჯრედებიდან მომდინარეობს,რომელიც ზოცჯერ რეალობასთან ძალია ახლოს ჩერდება.. რაც შეეხება ბოლო ფრაზას ნამდვილად ილუზიაა, წარმოსახვითი. თუ კი,ნაწილაკი რვიანს ჰგავს, ის ცალმხრივი ვერ იქნება,რასაც გამორიცხავს წონასწორობის შენარჩუნების პრინციპი.მასში მზარდი უსასრულობა ვერ იბინადრებს. მაშასადამე უსასრულობა ერთ სფერულ შემთხვევაში რვიანის ფორმაში ვერ იარსებებს, რადგან რვიანის ფორმას რეალურად ვხედავთ, ის რეალურად არსებობს,,ანუ ის არც ილუზია არ არიის., ხოლო სამ ყარო და უსასრულობა მჭიდრო კავშირში არიან და ერთ მცნებად აღვიქვამ.......
6. რობერტ დე ნიროს ფილმი " ამ ბიჭუნას ცხოვრება", პატარა ტობის ისტორიაზეა ნახეთ. რობერტ დე ნიროს ფილმი " ამ ბიჭუნას ცხოვრება", პატარა ტობის ისტორიაზეა ნახეთ.
5. მადლობა ნექტარო! შენი შეფასება განსაკუთრებულად ღირებულია ჩემთვის... გამიხარდა რომ მოგეწონა :) მადლობა ნექტარო! შენი შეფასება განსაკუთრებულად ღირებულია ჩემთვის... გამიხარდა რომ მოგეწონა :)
4. ამ ახალი ამბით გაოგნებულს გარშემო ყველაფერი ილუზიად მეჩვენა. ბუდა ხომ ისედაც ილუზიას ანუ "მაიას" უწოდებდა გარშემო არსებულ რეალობას. თვით გაუტამა ბუდას დედასაც მაია ერქვა... ანუ ილუზია...
"- იქნებ რაც ჩემს თავს ხდება, ეს მონაყოლიც, ილუზიაა და სინამდვილეში არც ხდება... იქნებ ყველაფერი სულაც მეჩვენება და ვბოდავ...თუ ცხოვრება, ყველაზე დიდი მისტიკა და ილუზიაა, მაშინ სადაა რეალობა და სინამდვილე... "ჭეშმარიტების სარკეში" თუ "დიდი სიცარიელის ჭიშკარს" მიღმა... ღმერთო მიშველე, შემიწყალე, აქედან ისე გამიყვანე, ჭკუიდან ნუ შემშლი და ილუზიად ნუ მიქცევ ყველაფერს რაც მიყვარს და მენატრება..."
თავი მკლავზე მივდე და კოცონს დავაცქერდი. ცეცხლი კი ერთადერთი მწველი რეალობა, ხალისიანად გიზგიზებდა, ნაპერწკლებს ისროდა და კლდოვანი ღამის სიცივეში უშურველად აფრქვევდა წითელ სითბოს.
წავიკითხე ბოლო აბზაცი! საინტერესოა... ამ ნაწილსაც წავიკითხავ სრულად და ჩემს აზრს კომენტარში დავაფიქსირებ :)
ამ ახალი ამბით გაოგნებულს გარშემო ყველაფერი ილუზიად მეჩვენა. ბუდა ხომ ისედაც ილუზიას ანუ "მაიას" უწოდებდა გარშემო არსებულ რეალობას. თვით გაუტამა ბუდას დედასაც მაია ერქვა... ანუ ილუზია...
"- იქნებ რაც ჩემს თავს ხდება, ეს მონაყოლიც, ილუზიაა და სინამდვილეში არც ხდება... იქნებ ყველაფერი სულაც მეჩვენება და ვბოდავ...თუ ცხოვრება, ყველაზე დიდი მისტიკა და ილუზიაა, მაშინ სადაა რეალობა და სინამდვილე... "ჭეშმარიტების სარკეში" თუ "დიდი სიცარიელის ჭიშკარს" მიღმა... ღმერთო მიშველე, შემიწყალე, აქედან ისე გამიყვანე, ჭკუიდან ნუ შემშლი და ილუზიად ნუ მიქცევ ყველაფერს რაც მიყვარს და მენატრება..."
თავი მკლავზე მივდე და კოცონს დავაცქერდი. ცეცხლი კი ერთადერთი მწველი რეალობა, ხალისიანად გიზგიზებდა, ნაპერწკლებს ისროდა და კლდოვანი ღამის სიცივეში უშურველად აფრქვევდა წითელ სითბოს.
წავიკითხე ბოლო აბზაცი! საინტერესოა... ამ ნაწილსაც წავიკითხავ სრულად და ჩემს აზრს კომენტარში დავაფიქსირებ :)
3. http://urakparaki.com/?m=4&ID=79463 აი აქ ბოლო აბზაცი ნახეთ. :) http://urakparaki.com/?m=4&ID=79463 აი აქ ბოლო აბზაცი ნახეთ. :)
2. სულ ეს იყო?
მიხარია თუ ჩემმა ნაწერებმა ზეგავლენა იქონიეს თქვენზე. :))) არადა იქონიეს აშკარად.
სულ ეს იყო?
მიხარია თუ ჩემმა ნაწერებმა ზეგავლენა იქონიეს თქვენზე. :))) არადა იქონიეს აშკარად.
1. 7+. ბრწყინვალეა. მოგესალმებით ბატონო. ტობ ბედუინი შუამდგომლობს დაბრუნდეს უდაბნოს ნიავი ახსნა-განმარტების მისაცემად . მითითებული გარემოებათა დასასაბუთებლად. წინააღმდეგ შემთხვევაში დადგწბა დაუსწრებელი გადაწყვეტილება. პატივისცემით ნექტარი. 7+. ბრწყინვალეა. მოგესალმებით ბატონო. ტობ ბედუინი შუამდგომლობს დაბრუნდეს უდაბნოს ნიავი ახსნა-განმარტების მისაცემად . მითითებული გარემოებათა დასასაბუთებლად. წინააღმდეგ შემთხვევაში დადგწბა დაუსწრებელი გადაწყვეტილება. პატივისცემით ნექტარი.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|