"ძაღლი" ძაღლო მე და შენ ერთგულება დაგვყვა მუცლიდან, შენ ცხვრის ფარეხი ჩაგაბარეს, მე კი ვინ მოსთვლის?! იჯდა ღმერთი და ჩვენს ღალატსაც ასე უცდიდა. მახსოვს ერთ ღამეს უსაშველოდ ძლიერი თოვლი და ცაზე მთვარე, მგლის ყმუილზე როგორ გაფითრდა, მახსოვს ყინვისგან, დედამიწას ავარდა ორთქლი და მწვერვალებმა ნისლი შესვეს, მთვარის ჩაფიდან. იდგნენ ნაძვები სოფლის გვერდძე და ვარსკვლავებით, მთვარის გუმბათით , სასახლეებს გვანდნენ ზღაპრიდან. შენ კი იწექი ცხვრის გვერდით და თოვლს როგორც ნაბადს, დიდოელივით გატკეპნიდი, ტყაპუჭივით ტანზე ირგებდი. დავიწყებოდი მშიერი პატრონს და მაინც მთელი ფარა გებარა. შუა ღამისას ლანდები შეკრთა, კარგად იგრძენი ნადირის გეში, თავზე დაგესხა მშიერი ხროვა და წაგიჭირეს კბილები ყელში. იბრძოდი ასე სანამ პატრონი, გამოიზლაზნა სახლიდან ხვნეშით, დაგაგდეს იქვე, გაიქცნენ მგლები და პატრონისგან რასაც ელოდი, მადლობისა და ნუგეშის ნაცვლად, მაგ ნაიარევ, დაგლეჯილ ფერდში, მოგარტყა თავის რუსული ჩექმა და გაგაფრთხილა თითის ჩაქნევით: აწი არაფრად აღარ მჭირდები, ასე ნაცემი და ხეიბარი, გასწი აქედან სხვას მიეკედლე, უშნოდ გდის ტანზე სისხლი შემხმარი. ასეა ძაღლო ჩვენ ორივენი, მთელი ცხოვრება ვისაც შევხარით, ვისთვისაც ჩვენი სიცოცხლე გვსურდა და მტერს ვისთვისაც ასე ვჩეხავდით. ბოლოს იგივე გამოგვჭრის ყელს და მგლებს რჩებათ ჩვენი ყველა მწვერვალი. ალეკო მიშელაშვილი
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
14. მუხა მადლობა.. მეც გილოცავთ მუხა მადლობა.. მეც გილოცავთ
13. გილოცავთ დამდეგ ახალ 2015 წელს, გისურვებთ განწყობის შეცვლას და დღესასწაულთან ღირსეულად , მხიარულად შეხვედრას. გილოცავთ დამდეგ ახალ 2015 წელს, გისურვებთ განწყობის შეცვლას და დღესასწაულთან ღირსეულად , მხიარულად შეხვედრას.
12. მე პირადად ძაღლის ამ კუთხით დანახვაზე და დაწერილზე მეტი, მგლის დადებით მხარეების წარმოჩინება მაქვს ნანახი და წაკითხული. მე პირადად ძაღლის ამ კუთხით დანახვაზე და დაწერილზე მეტი, მგლის დადებით მხარეების წარმოჩინება მაქვს ნანახი და წაკითხული.
11. ყველაფერი გასაგებია , მესმის რასაც გულისხმობთ, თემატიკას რაც შეეხება , მე რაც მტკივა იმაზე ვწერ. მასე რომ მივყვეთ სიყვარულის თემატიკაზე უკვე იმდენია ნაწერი, არავინ აღარ უნდა ახსენოს. ყველაფერი გასაგებია , მესმის რასაც გულისხმობთ, თემატიკას რაც შეეხება , მე რაც მტკივა იმაზე ვწერ. მასე რომ მივყვეთ სიყვარულის თემატიკაზე უკვე იმდენია ნაწერი, არავინ აღარ უნდა ახსენოს.
10. ესეთ ლექსებს ვერ ვამუღამებ. ძაღლის ერთგულეებაზეა, რომელიც ადამიანმა არ დააფასა. და ა.შ. ამ თემატიკით დაწერილი ბევრი პროზა თუ პოეზია წამიკითხავს, თან გასამართიაო ამბობ შენ თვითონვე.. სჯობს ახალი დაწერო, ვიდრე ამას ეჩალიჩო..
დაახლოებით ესეთი ვარიანტია 21 საუკუნეში ტელეფონის გამოგონებაზე ჩალიჩს, ჯობს დროის მანქანაზე იჩალიჩო ესეთ ლექსებს ვერ ვამუღამებ. ძაღლის ერთგულეებაზეა, რომელიც ადამიანმა არ დააფასა. და ა.შ. ამ თემატიკით დაწერილი ბევრი პროზა თუ პოეზია წამიკითხავს, თან გასამართიაო ამბობ შენ თვითონვე.. სჯობს ახალი დაწერო, ვიდრე ამას ეჩალიჩო..
დაახლოებით ესეთი ვარიანტია 21 საუკუნეში ტელეფონის გამოგონებაზე ჩალიჩს, ჯობს დროის მანქანაზე იჩალიჩო
9. "ერთგულება დაგვყვა მუცლიდან"
პირველივე ფრაზამ ერთი აქაური ავტორი გამახსენა :)
აღარც გამიგრძელებია კითხვა
წარმატები "ერთგულება დაგვყვა მუცლიდან"
პირველივე ფრაზამ ერთი აქაური ავტორი გამახსენა :)
აღარც გამიგრძელებია კითხვა
წარმატები
8. გეგას შემოვევლე, ლექსი რომ დასამუშავებელია და კორექტირება უნდა ეგ მეც ვიცი, ტექნიკურად დასამუშავებელია და უნდა მივუბრუნდე. ჩემთვის ყველას აზრი მნიშვნელოვანია და რომ წერთ კაპიკად არ ვარგაო, მაგაზე უფრო ,კონკრეტულად რა არ მოგწონთ ის მაინტერესებს. თუ მთლიანად არაფერი არ მოგწონთ , მაშინ ნათელია ჩემთვის ყველაფერი. პატივისცემით და დამდეგი ახალი წლის მოლოცვით. კეთილი სურვილებით. გეგას შემოვევლე, ლექსი რომ დასამუშავებელია და კორექტირება უნდა ეგ მეც ვიცი, ტექნიკურად დასამუშავებელია და უნდა მივუბრუნდე. ჩემთვის ყველას აზრი მნიშვნელოვანია და რომ წერთ კაპიკად არ ვარგაო, მაგაზე უფრო ,კონკრეტულად რა არ მოგწონთ ის მაინტერესებს. თუ მთლიანად არაფერი არ მოგწონთ , მაშინ ნათელია ჩემთვის ყველაფერი. პატივისცემით და დამდეგი ახალი წლის მოლოცვით. კეთილი სურვილებით.
7. არ ვარგა.. კაპიკად. არ ვარგა.. კაპიკად.
6. დეკადენტი.- ამ წუთას თვალი გადავავლე თქვენს "შემოქმედებას" და გული აღარ დამწყვეტია ამ კომენტარზე.
დეკადენტი.- ამ წუთას თვალი გადავავლე თქვენს "შემოქმედებას" და გული აღარ დამწყვეტია ამ კომენტარზე.
4. მეც მომეწონა ++ მეც მომეწონა ++
2. ლელი კახელი- უღრმესი მადლობა ლელი კახელი- უღრმესი მადლობა
1. ძალიან მომეწონა! 5555 ძალიან მომეწონა! 5555
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|