ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბუდულა_22
ჟანრი: პროზა
14 იანვარი, 2015


მუზა

თავი პირველი

თვალებში ერთბაშად ჩამოწვა ბინდი. მერე ცოტა გაბაცდა, გაფერადდა  და თვალწინ, ცხვირთან აცირციტდნენ ფერადი ბუშტები.
რამდენიმე საათით გონება დავკარგე,  თითქოს სიზმარში ვიყავი და წითელ, ჟრუანტელისფერკაბიან ქალს ველაპარაკებოდი:
--დავიღალე_ ვანიშნე მხოლოდ.
--ჯერ ადრეა_ ათასი ცდუნება უციმციმებს გუგებში.
--ყველაფერი დამთავრდა_ცრემლებით მაქვს სავსე თვალები.
---არ დამთავრებულა,ჯერ არა. შემიძლია შანსი მოგცე.
---შანსი? კარგად ჟღერს, მაგრამ რისი შანსი? ამ ასაკში?
---რაც გაწუხებს, ყველაფრის დაბრუნების შანსი.
---ნეტავ ყველაზე მეტად რა მაწუხებს?--ფიქრის თავი არც მაქვს, რომ გამახსენდეს.
---ასაკი გაწუხებს და ძლიერი გრძნობის სურვილი, უკანასკნელი სიყვარულის, მე ვიცი.
---არც პირველი მწვევია განსაკუთრებულად_ სინანულით ვამბობ, მაგრამ კვლავ  უხმოდ.
---ეს სხვაა, მე მხოლოდ მუზას მოგცემ,  ერთი წლით. შენზეა, როგორ  გამოიყენებ.
---მუზა რად მინდა, არაფრის ნიჭი არ მაქვს.
---მუზა თვითონ მოგცემს ნიჭს

თითქოს ხელი მკრეს, აზრზე მოვედი.თვალებიდან ხედვა მიჭირს და ქუთუთოები მამძიმებს.საავადმყოფოში ვარ, რომ არ გახსოვდეს, ამ სუნით მაინც მიხვდები, რომ იქ ვარ .რამდენი მილით და ნემსით დაბმული და დაჩხვეტილი მკლავით.წვეთოვანი მიდგას და ჩემს სისხლს "ამდიდრებს".
ცხადივით სიზმარი იყო ყველაფერი და რაღაცნაირად დანაშაულზე წასწრებულივით შემრცხვა.

ვგრძნობ  თავი მტკივა. ვერ ვაცნობიერებ , რა დამემართა.


ჩემს "გამოსვლას"სიხარულით  შეხვდნენ ახლობლები.თავს მევლებიან, ჩანს, ოპერაცია გამაბედინეს და მათთან 
წინააღმდეგობა არ გამივიდა.ადგილიდან ვერ ვირყევი , გადაბრუნება მიჭირს და ყოველ უნებლიე მოძრაობაზეც კი  მუცელთან  მჭიმავს ნაკერები . რამდენჯერაც ხელით მოვისინჯე, იმდენჯერ მტკივა.

საავადმყოფოდან მეხუთე დღეს სახლში წამიყვანეს .გული მეხუთებოდა და წამლებისა და იოდის სუნზე მაზიდებდა.
ვეღარც ექიმს  ვიტანდი  და ვეღარც მნახველებს.
       

  როგორც  კი ფეხზე ავბობღდი და სიარული შევძელი, სარკესთან მივედი , მაგრამ წელმოწყვეტილივით დავჯექი, მოულოდნელობისაგან,  რაც დავინახე და  გაკვირვებისგან მუხლი ჩამეკეცა.  ჩამოვჯექი.
სარკიდან ახალგაზრდა ქალი იმზირებოდა. თვალები მოვიფშვნიტე, ლიბრი მოვიცილე და ისევ ჩავიხედე.
ახლაც  ისევ ის ახალგაზრდა ქალი მიმზერდა.
სადღაც მენახა ეს პირისახე.
მეცნო.
მერე დავიძაბე და დედაჩემის ახალგაზრდობის სურათს მივამსგავსე.
დაუჯერებელი ამბავი ხდებოდა და ამას მხოლოდ  მე ვგრძნობდი, შინაგანად ვასხივებდი , გული ახალაგაზრდულად მიცემდა და  თავი ოცი წლის გოგოსავით მელამაზებოდა.
გარეგნულად ვერავინ ამჩნევდა ამ გარდასახვას. ამიტომ არც ბევრი ახსნა განმარტება დამიწყია ოჯახისათვის, ვერ გამიგებდნენ.სასაცილოდ არ ეყოფოდათ,  რომ მეთქვა  , ოცდაათი  წლით გავახალგაზრდავდი და გული პატარა გოგოსავით
თავგადასავლის  მოლოდინით მაქვს სავსე_თქო.

  დღე გადის,  დრო არ ჩერდება...თუ როგორცაა
ერთ დღესაც, , სახლში მარტო დავრჩი და კომპიუტერს მივუჯექი.
მთელი დღის განმავლობაში არაფერი გამიკეთებია, მაგრამ  როცა ჩემმა გოგონამ დარეკა, გვიან მოვალთო, სასოწარკვეთას
ისევ წერა  ვამჯობინე.


მოდი დავწერ, რასაც  ვფიქრობ ამ წუთას _გამიელვა გონებაში.
ვწერდი და ვწერდი, ხან წავშლიდი, ხან შევასწორებდი და დილის ოთხ საათამდე კიდევაც მოვრჩი წერას.
გადავიკითხე. კმაყოფილი დავრჩი და მაშინვე გამოვაქვეყნე ჩემს კედელზე.
  დილით, სამსახურში წასულს გზაში მეგობარი შემხვდა და  მკითხა:
---ვისი დაწერილია, რაც გამოაქვეყნე?

შემრცხვა, პირველად ვიუარე, არ მესმის, რაზე მეუბნები მეთქი.
--რაღაც მსგავსებები დავინახე შენს ისტორიასა და იმ წერილშიო.
გამოვტყდი, წუხელ ნანა ისე გვიან მოვიდა, ნერვიულობისგან რაღაც დავწერე, არ გადამიკითხავს, ძალიან ემოციურად
ვიყავი და როგორც კი ვნახავ, მაშინვე წავშლი-მეთქი.
---არ მესმის რატომ უნდა წაშალო, მშვენიერი იყო.
პირველი შექება მესიამოვნა.

ნუთუ ეს ისაა, ჟრუანტელისფერმა ქალმა სიზმარში რომ მითხრა?
--წამიერად გავიფიქრე და იმ წამსვე დამავიწყდა.
მუზა არა ისა--შევანათე სამსახურში და საქმე განვაგრძე.

გული რომ აგიწაწანახდება და მოსვენებას არ მოგცემს, ისე დამემართა. ავდექი და წერილი ლიტერატურულ საიტზე
გამოვაქვეყნე.
ახლა მიკვირს,  რას მოველოდი, ალბათ თანადგომას ანდა არ  ვიცი რას. მე ხომ ამ საქმის არანაირი გამოცდილება არ მქონდა.
პირველი  გამოხმაურება არ მომეწონა და რამდენიმე ხნით საერთოდ მიმავიწყდა ყველაფერი, მაგრამ ერთ დღეს სრულიად შემთხვევით  ისეთი გზავნილი დამხვდა, ხუთასორმოცი გრადუსით  შემოაბრუნა ჩემი ცხოვრება.
ხუთასორმოცი იცით რამდენია? ხო, ზუსტად მასეა. დატრიალდები და მერე ნახევარ წრეზე წახვალ.

ვერ ვიტყვი, რომ დიდი  სურვილი მქონდა, რამე დამეწერა.  მაგრამ ინტერესი მართლა  მქონდა,  ვინმეს
დავკონტაქტებოდი  და ჩემი გულის ნადები გამენდო.

  მე ხომ სულიერად ვანათებდი, მინდოდა  გამომემჟღავნებინა.მაინტერესებდა, სხვაც იგრძნობდა თუ არა ჩემს შინაგან ნათებას.

ყველაზე მეტად ბავშვობაში მაისის თვე მიყვარდა, როცა ციცინათელები გამოჩნდებოდნენ ხოლმე საღამოობით  და გულს შემიხტუნებდნენ .(მაინც ისე მოულოდნელად იციან ხოლმე გამოჩენა, რომ გული ამიფრთქიალდება ახლაც)  დავისვამდი რომელიმეს ხელის გულზე და ვათვალიერებდი, მინდოდა მისი ნათების საიდუმლო  გამომეცნო.ერთი ორჯერ კიდევაც შემომეჭყლიტნენ თითებში და ფოსფორით გამთხვარეს....
    მაისის ყოველ  თბილ საღამოს ჩემი საყვარელი გასართობი ეგ იყო.

  ერთხელ ასანთის კოლოფში ჩავსვი ორი ცალი და დილით, გაღვიძებისთანავე პირველად  მას ვეცი.  კოლოფში შეუხედავი წითური მწერები დაბობღავდნენ.აი მაშინ გავიფიქრე , რომ ის ვინც ღამით  ანათებს, დღის სინათლეზე შეიძლება უსახურიც იყოს და ისინი მაინც ციცინათელები არიან მეთქი...
ამის შემდეგ  განსაკუთრებით შემიყვარდნენ ციცინათელები.
ისინი  ხომ ღამით  ასხივებენ და თან რა ლამაზები არიან,  რა სავალდებულოა იცოდე, დღისით როგორები არიან?


თავი მეორე

ხო,  პირველი გზავნილზე ვყვებოდი:
ადამიანი, რომელიც გავიცანი, ორი ნაკლის მქონე იყო,  ექიმი  და თან  ქუთაისელი.
ერთიც ეყოფოდა, რომ არ მომწონებოდა, მაგრამ მომეწონა...
გავიცანი ადამიანი, რომელიც ქუთაისში მცხოვრები ექიმი იყო და თანაც ქირურგი.


ქუთაისელობა ისეთი ნაკლია, მხოლოდ მე რომ შემაწუხებდა.ნამდვილად არ მინდა  ადამიანი, რომელსაც  საღამოთი  გული გადავუშალე,
ჩემი დასახლებიდან მეორე ქუჩაზე ცხოვრობდეს და როცა ბაზრიდან ჩანთებს მოვათრევ, ოფლგადამდინარე სახეზე შემავლოს ხოლმე თვალი.ასე რომ თუ თანაქალაქელს გავიცნობ ვინმეს, ვეტყვი, ქუთაისში მხოლოდ მაშინ ვარ ნამყოფი, როცა გავლით, დედულეთში მივდიოდი, აღმოსავლეთისაკენ  და  სულაც არ ვიცნობ მანდ არავის, რომ როდესმე ვესტუმრო-თქო.

ექიმები კი ...ექიმები ბავშვობიდან არ მიყვარდნენ...
სულ  პატარა ვიყავი, როცა  ექთანმა ფუნჩულა საჯდომზე ნემსი გამიკეთა და ნანემსარი კონსერვის კოლოფივით გამისივდა.ერთი თვე ვერც ვჯდებოდი, ვერც ვდგებოდი და ბოლოს გასაჭრელი გამიხდა  "ნაოსტატარი". ამის მერე
შევიძულე ექიმიც და ექთანიც და
მათი შიშით მაღაზიაშიც არ ვეგზავნებოდი მშობლებს, თეთრხალათიანი გამყიდველების დანახვაზე დეჟავიუ მემართებოდა.
მე კი გადავლახე ექიმების შიში, მას მერე, რაც შვილები გავაჩინე, მაგრამ ცხოვრებამ ექიმების არაპროფესიონალიზმით სასტიკად დამსაჯა და ჩემი უფროსი ვაჟი ინვალიდი დატოვა.

როცა ჩემს ექიმ მეგობარს ამის შესახებ ველაპარაკებოდი, დიდი გულისხმიერებით მისმენდა და დაავადების შესახებ მიხსნიდა, თან გულწრფელად წუხდა, რომ ასეთი იყო შედეგი,თუმცა იმ დროს, ცუდადგასახსენებელ 93-ში მკურნალი
ექიმის მიღწევა გმირობის ფასი იყო, რადგან სრულიად უსასყიდლოდ , საკუთარი წამლებით მკურნალობდა.(ნათელში ამყოფოს ღმერთმა ილია მატარაძე)

° 。 ° ˛˚˛ * _Π____*。*˚
˚ ˛ •˛•˚ */________/~\。˚ ˚ ˛
˚ ˛ •˛• ˚ | 田田 |門| •
                                                      ===      რევანში ===

    ბავშვობაში არ იცოდა,თუ რამე ნაკლი ჰქონდა.  მით უმეტეს არ იცოდა, რომ მისი ნაკლი ექიმების
არაპროფესიონალიზმის ბრალი  იყო. ვერც იმ განსხვავებული ფეხსაცმლის მნიშვნელობას ხვდებოდა,
დედა და მამა განსაკუთრებულად რომ აკერინებდნენ  მისთვის და მაინცდამაინც არც აწუხებდა ამაზე
ფიქრი. ეცვა, რადგან აცვამდნენ და დაბაკუნობდა და დადიოდა.
  7 წლის იყო,პირველად  როცა შეამჩნია...

.უფრო სწორად,შეამჩნევინეს.სკოლაში მეორე ცვლაში
დადიოდა.მეზობელ კლასში  ერთი წლით უფროსი ძმები იყვნენ, ტყუპები, ბადრი და უსუპი.
მოსვენებას არ აძლევდნენ და დასცინოდნენ
__რა არის ბიჭო ეს,სხვადასხვა ფეხსაცმელი გაცვია? -------დასცინეს პირველად.
დაფიქრდა და პირველად შეხედა თავის ფეხსაცმელს ამ თვალით...ფეხსაცმელი მართლაც
სხვადასხვანაირი იყო...მარჯვენა ფეხზე უფრო დიდი  და მაღალი...იცოდა, რომ მის დაძმებსაც
არ ეცვათ ასეთი.
  სახლში მივიდა და დედას ჰკითხა.თუმცა,რა უნდა გაეგო ასეთ ასაკში, მაგრამ დედის საუბრიდან
მაინც მიხვდა, რომ რაღაც ისე ვერ იყო,როგორც სხვებთან...დაითრგუნა,არა იმის გამო,რომ სხვანაირი
იყო... ბადრისა და უსუპის ცინიკური სახეების გახსენებაზე.
  სკოლიდან ყოველდღე შეწუხებული მოდიოდა.მთელი ღამე კი ბოდავდა და ჩხუბობდა,ოფლში
ცურავდა და აგზნებული იღვიძებდა...საზღვარი არ ჰქონდა არც დაცინვას და შევიწროებას,
არც კლასის კუთხეში მიმწყვდევას და  თავში წამორტყმას,რომელსაც ვერაფერს უხერხებდა.
    მშობლები ნერვიულობდნენ და ექიმებთან დაატარებდნენ,თუმცა მიზეზი არავინ იცოდა.
ტყუპი ძმები მალე სხვა სკოლაში გადავიდნენ სასწავლებლად,მაგრამ ღამეული კოშმარები
არ წყდებოდა.
  ხვდებოდა მხოლოდ ერთ რამეს:  დიდი უნდა გაზრდილიყო,თან ძლიერი და არავინ უნდა
მორეოდა,არავინ...
    პირველად  ჭიდაობაზე სიარული აიჩემა.დედამ მაშინვე გადააფიქრებინა,შენთვის არ შეიძლება,
ფეხი შეიძლება უფრო გეტკინოსო....არადა არ ტკიოდა.
    მერე კარატე მოისურვა...არაო,  აუხსნეს ისევ თავიდან.
მაშინ სახლში მამას ტრენაჟორები მოაწყობინა,სილით სავსე გუდა ჩამოაკიდებინა და ვარჯიში დაიწყო....
არავინ იცოდა,რისთვის ემზადებოდა, მაგრამ ყველას უხაროდა...ვარჯიშობდა და ძლიერდებოდა.
ფიზიკურადაც    ძლიერი და ლამაზი იყო..ცურვაზე დადიოდა.ლამაზი სხეული გაუხდა,ძლიერი კუნთები.
გოგოებშიც პოპულარული იყო....უკვე იცოდა,რომ ბავშვობაში გადატანილი უმძიმესი დაავადების გამო
მარჯვენა ფეხი რამდენიმე სანტიმეტრით ჰქონდა მოკლე,ფეხი კი ატროფირებული დარჩა.  აღარ 
ბრაზდებოდა,როცა ფეხბუთის თამაშის დროს გარინჩას ეძახდნენ...მთელი ცხოვრება შეხვედრისათვის
ემზადებოდა,თუნდაც ორივე ერთად შეხვედროდნენ,იცოდა აუცილებლად გაუნგრევდა თავყბას და ამით
მოისვენებდა, ფიცი ჰქონდა დადებული.
    უკვე სტუდენტი იყო,როცა მშობლიურ ქალაქში ორიოდე  დღით ჩამოსვლამ მოუწია და მეგობარ
გოგონასთან ერთად სანაპიროზე გაისეირნეს.ხუმრობდნენ და საუბრით თავს ირთობდნენ.  უეცრად 
ხმაური მოესმათ....ბიჭების ჩხუბი და აყალმაყალი  იქვე ახლოს ხდებოდა. გოგონას ბოდიში მოუხადა,
ერთი წუთით საიმედო ადგილზე დააბინავა და მოჩხუბრების გაშველება დაიწყო. საღამო იყო,დაბინდებული,
მაგრამ ნათურების სინათლეზე მაინც გაარჩია ერთ ერთი, მთლად დასისხლიანებული და თავგატეხილი
მისი ბავშვობის მტერი , იმ ძმათაგან ერთ ერთი, ბადრი ან უსუპი იყო. კბილები სიმწრით ისე გაახრჭიალა,
თვითონაც შეეშინდა. მის ცნობას რა უნდოდა,  წითური თმები და ის ნაცნობი გამოხედვა,მთელი
ბავშვობის სიზმარეთს რომ სტუმრობდა და აცოფებდა.  გადაწყვეტილება სწრაფად მიიღო,  წამოაყენა,
მიეშველა,  დააშოშმინა ყველა და პატრულის მოსვლამდე საიმედო ადგილას გადამალა.  არ გამოცნაურებია..
.თავში არც მთლად დარწმუნებული ,  სწრაფად გაეცალა იქაურობას.

      იმ საღამოს ბევრი დალია...არ იცოდა ეს მისი გამარჯვება იყო თუ დამარცხება.  მერე დანა აიღო და
მარცხენა ხელის მტევანი გაისერა...ოდნავ შეღავათი იგრძნო.

            ° 。 ° ˛˚˛ * 。*˚
              ˚ ˛ •˛•˚ *。˚ ˚ ˛
                    ˛ •˛• ˚  •         

ეს მოთხრობა აქ დავამთავრე, მაგრამ როცა დიმამ ხელი გადაისერა, მე კრუნჩხვებში ჩავვარდი კივილისგან და სამ წუთში მოსულ  სასწრაფოს პირველად ჩემი მოსულიერება დასჭირდა და სისხლგამდინარე ბიჭი მერე წაიყვანეს ჭრილობების დასამუშავებლად და ნაკერების დასადებად.

მერე კი მეორე დღისით თბილისში წავიდა, ლექციები არ გავაცდინოო.

რამდენჯერაც დავურეკე, ხელი როგორ გაქვს მეთქი, იმდენჯერ წამიყრუა და პასუხი არ გამცა ნორმალურად.
ვფიქრობდი, რა მოუვა, რამდენიმე დღეში ნაკერებს ამოიღებს და მოურჩება მეთქი.ჩემს მეგობარ ექიმსაც ვკითხე,
ნაკერების ამოღება მტკივნეულია თუ არათქო.

ერთ დილითაც მირეკავს, ამის გამო საავადმყოფოში არ წავალ. სახლში უნდა ამოვიღო მე თვითონო.
აქეთ ვეცი, იქეთ ვეცი, მაგრამ რა უნდა გამეკეთებინა ამ სიშორიდან.  მერე ყველაფერი დავუწერე, როგორც
მეგობარმა მირჩია , სტერილური რა ნივთები უნდა ეყიდა , როგორ უნდა გამოეყენებინა და დაველოდე.
  ნაკერების ამოღებაზე გული წასვლია.....


მასზე ნერვიულობამ დიდი ხანია გული დამიავადმყოფა. ვისაც არ გამოუცდია, ვერც მიხვდება, რას ნიშნავს ღამის , უფრო სწორად კი დილის ოთხ  საათზე  როცა  შვილი გირეკავს , ნასვამია და ტელეფონს ჩასძახის:
--მიყვარხარ, დეე.

მე ცრემლები მალტობს ამ დროს და სუნთქვა მეკვრება.ორასი კილომეტრის იქეთ , შენი ნასვამი შვილი დილის 4 საათზე
შუა ქუჩაში დგას და სიყვარულს გიხსნის და  გეუბნება, რომ სიცოცხლე არ უნდა, რომ ენატრები  და ეს მისი ბოლო ზარია,
რომ სიცოცხლემ აზრი დაკარგა და ბოდიშა გიხდის ყველაფრისათვის ...
  ასეთ დროს დგები დილის 6 საათზე, პირველ რეისი მიკროავტობუსით მიდიხარ  და 9 საათზე, ჯერ ისევ გამოუფხიზლებელ შვილს
თუ მის საძინებელში ხედავ, გულში იკრავ და ფეხააკრეფით გამოდიხარ, რომ ძილი აცადო და საუზმე გაუმზადო.
და თუ თბილისში ვერ მიდიხარ, მაშინ დგები , ჯდები კომპიუტერთან და სულერთია, ვის, ოღონდაც კი ვინმეს გული გადაუშალო და ტკივილის იმპულსებზე მოუყვე.
ასეთ დროს შენი ექიმი მეგობარი, რომელიც იმ ღამით საავადმყოფოში მორიგეა, ზედგამოჭრილი კანდიდატურაა. მანამდე, ვიდრე თვითონ შვილი არ შემოვა ფეისბუქზე და სამშვიდობო სტატუსს არ დაწერს....


თავი მესამე


    ერთ დღეს პატარა ბეღურა შემომეკედლა.  როგორც მივხვდი, ციოდა და თან სულ სველი იყო.
ბეღურები არ მიყვარდა. ბავშვობაში ერთხელ ახლობლებმა ბეღურების გასაპუტად  დავიძახეს,
სანადიროდ იყვნენ და  საკმაოდ ბევრი ბეღურა დაეხოცათ.
უფროსებმა , ვინც რამდენს გაფცქვნის, იმდენს შეჭამთო.
დავჯექი და დავთვალე. ას  ათი ცალი იყო.
დავღონდი და ...მეტად არ მიჭამია ნანადირევი.

ორი წლის წინ ექიმებმა დიაგნოზი დამისვეს: ავთვისებიანი სიმსივნე, მესამე სტადია.  გამოკვლევებმა ასე აჩვენა. მე ოპერაციისათვის მოვემზადე, სადაზღვევო კომპანიას ვესტუმრე და  დაფინანსებას ველოდებოდი, რომ ერთი სიზმარი დამესიზმრა:

იქ არ იყო ჩემი ადგილი.    მე ვხვდებოდი, რომ იქ ჩემი ადგილი არ იყო. ქვეცნობიერად ,  ყველა ნეირონით  ვგრძნობდი.
როცა თვალწინ წითელმა ნათებამ ჩამომიარა, მივხვდი რომ თუ არ გამოვიქცეოდი, ჩემი დასასრული დადგებოდა.
მანამდე კი ...
ყველანი ერთად მივდიოდით, პატარა ანუკა კი მკოცნიდა და მეუბნებოდა:
---დე, მოგირჩინე ფია.
ვკოცნიდი და მისი ტკბილი ტუჩები თაფლივით მეჩვენებოდა.პატარა და ფუნჩულა ბავშვის  ტუჩები ტკბილი იყო.მერე უცებ
გამომეღვიძა და შემეშინდა.სიმხურვალე  მწვავდა და შიმშილი გონებას მაკარგვინებდა, მწყუროდა და წყაროზე წყალი მთლად
გამშრალი და ხავსით დაფარული იყო...

მაგრამ მე ჯიუტად ვიდექი და ველოდი...

წვეთი წყალი არსად ჩანდა

მერე ისევ ჩამომიარა წითელმა    ნათებამ და  მე შემეშინდა..
წითელი ნათების და მარტოობის ერთდროულად  შემეშინდა
წინ დიდი უფსკრული დავინახე.
თუ არ გამოვიქცეოდი, ჩემი დასასრული დადგებოდა...

მე გამოვიქეცი...


აი ოპერაციიდან გამოვიქეცი.

(ვაპირებ, რომ გავაგრძელო)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები