ავტორი: პოეზიისღმერთი ჟანრი: პოეზია 26 იანვარი, 2015
ნათ-ს
გამორჩეულ მუზას
(დაუჯერებელი ამბავის ეპილოგი) წუხელ ვსაუბრობდით მე და ჩემი ღმერთი ჩემთვის საამისოდ ბევრი დრო არ ქონდა, ხოდა გავიპარეთ სადაც პოეტები ადრე აშენებდნენ მცირე ლექსის ოდას.. ისე უხმო იყო მღერთი ამ ქუჩაზე ისე ამაყი და ისე პოეტური, ჩემი ფიქრებიდან მოვხვდი სახურავზე თითქოს განვიცადე "ნოეს ბოლო ტური". ისე ვაბიჯებდით... მხოლოდ ღმერთმა იცის (რამდენ სტროფიანი იყო ეს შენობა) ბოლო სართულისკენ ისე მივიწევდით თითქოს მეთხოვოს რომ არ მსურს მე შენდობა.. ღმერთი ისევ სდუმდა... მისი გამოხედვა იყო სათქმელი და სრული სამყოფელი, როგორ მინდოდა რომ ოღონდ ეგ არ ეთქვა სხვა რამ ყოპილიყო - "გლახის სამოსელი"-ც იცი?! ღმერთმა მითხრა თურმე გიტირია, როცა შენი თავი ლექსად გაგირითმე და რომ პოეზია ცეცხლთან ფითილია და რომ პოეტისთვის ბევრი მოითმინე. ასე მდუმარებით დავრჩი სახურავზე ღამე ლამპიონის შუქსაც მოერია დღესაც არ მასვენებს მისი მდუმარება სიტყვა უთქმელად რომ შერჩა პოეზიას.. ბექა გოგატიშვილი 25.01.15.