ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბ.ზაქაიძე
ჟანრი: პოეზია
26 იანვარი, 2015


უღმერთო კვართი

რწმენასთან ერთად იზრდებოდა მაცხოვრის კვართი,
დღემდე უღმერთოდ ასვენია ქართულ მიწაში,
რამდენ განსაცდელს გაუძელი, სამშობლოვ, ვერ ვთვლი,
ასეთი კვალი არ იშლება, ან და ვინ წაშლის.

ქართველი ვარ და ვაჟკაცებო სწორედ ამიტომ,
სხვა რჯულისაკენ არასოდეს გადავიხრები,
წმინდაა სისხლი ჩვენს ძარღვებში და ვერ ავიტან
ნინოს ჯვარივით ჩამოუშვან კაცებმა მხრები.

ქართული მიწა - ზეციური მაცხოვრის კვართი,
ჩვენთვის რწმენა და უღმერთოსვის ალბათ ნაკლია,
მე ვდგები მხოლოდ ერთადერთი წინაშე ფაქტის,
ღმერთი გვაკლია გაზრდისათვის, ღმერთი გვაკლია!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები