ჭორფლივით გამოაყრის ზეცას ვარსკვლავები, ვიღაც ჩამძახებს რომ დროა და ჩემი სული, ჩიტის ბარტყივით, ეცდება სხეულის ბუდიდან ამოფრენას. იქნება მერე ვაი და ვიში, მსუყე ლუკმასავით ჩამტენიან, პირ -დაფჩენილ მიწას. მიწა იყავ , მიწად იქეცო და წავლენ ყველანი და ამ დროს მოვა, უსათუოდ მოვა ძაღლი საფლავთან, ყოველგვარი მოთქმის გარეშე, მოვა და დაწვება. დააწვება გათოშილ საფლავს და მე ვიგრძნობ, გადაყლაპული თევზივით, როგორ გავუცოცხლდები მიწას მუცელში. იწვება ძაღლი უსასრულოდ და ერთ დღეს, როდესაც მის უგრძნობ სხეულს იპოვნიან, უსათუოდ მოისვრიან, მგლების საჯიჯგნად, სადმე ტყის სიღრმეში და მე სიკვდილის შემდეგაც, უსათუოდ ნატვრად დამრჩება, რომ თუნდაც ერთხელ, ასეთი ძაღლის საფლავთან, გათოშილი თუ არა, უბრალოდ მიწოლილი, ადამიანი ვიხილო. ალეკო მიშელაშვილი
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
12. მ.ჭ - გაიხარე მ.ჭ - გაიხარე
11. ძალიან მომწონს :))))))))))))))))))) ძალიან მომწონს :)))))))))))))))))))
10. ნათია - მადლობა ნათია - მადლობა
9. მიწა იყავ , მიწად იქეცო და წავლენ ყველანი და ამ დროს მოვა, უსათუოდ მოვა ძაღლი საფლავთან, ყოველგვარი მოთქმის გარეშე, მოვა და დაწვება. დააწვება გათოშილ საფლავს და მე ვიგრძნობ, გადაყლაპული თევზივით, როგორ გავუცოცხლდები მიწას მუცელში. და მე სიკვდილის შემდეგაც, უსათუოდ ნატვრად დამრჩება, რომ თუნდაც ერთხელ, ასეთი ძაღლის საფლავთან, გათოშილი თუ არა, უბრალოდ მიწოლილი, ადამიანი ვიხილო.
კარგია მიწა იყავ , მიწად იქეცო და წავლენ ყველანი და ამ დროს მოვა, უსათუოდ მოვა ძაღლი საფლავთან, ყოველგვარი მოთქმის გარეშე, მოვა და დაწვება. დააწვება გათოშილ საფლავს და მე ვიგრძნობ, გადაყლაპული თევზივით, როგორ გავუცოცხლდები მიწას მუცელში. და მე სიკვდილის შემდეგაც, უსათუოდ ნატვრად დამრჩება, რომ თუნდაც ერთხელ, ასეთი ძაღლის საფლავთან, გათოშილი თუ არა, უბრალოდ მიწოლილი, ადამიანი ვიხილო.
კარგია
8. ჯონათან ადამიანს კიდევ შეიძლება ვუერთგულოთ მარა , სხვა დანარჩენს უბრალოდ გვგონია რომ ერთგულება არც სჭირდება :( ჯონათან ადამიანს კიდევ შეიძლება ვუერთგულოთ მარა , სხვა დანარჩენს უბრალოდ გვგონია რომ ერთგულება არც სჭირდება :(
7. ნატვრად დაგრჩება, მართლაც- სად შეგვიძლია ჩვენ, ადამიანებს ძაღლივით ერთგულება...
ნატვრად დაგრჩება, მართლაც- სად შეგვიძლია ჩვენ, ადამიანებს ძაღლივით ერთგულება...
6. მადლობა ჯადოქარო მადლობა ჯადოქარო
2. გაიხარეთ მადლობა გაიხარეთ მადლობა
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|