ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნია მორი
ჟანრი: პოეზია
16 დეკემბერი, 2008


თითქმის ზღაპრული

"ბროდვეის ბენდი",
"რიგოლეტო"-
წითელით თეთრზე.
თეთრით შავზე-
"ფაზარის კოშკი".

გზაჯვარედინი.

მე რომ ფენიქსმა მომიტაცა,
შენ სად იყავი?
მშვიდად გეძინა...
ანდა შვიდ ჯუჯას ულაგებდი
მტვრიან ოთახებს.

ამ სასახლეში
ერთადერთი ბროლის ნივთია-
მარჯვენა ქოში.
საბედნიეროდ,
ვერ არჩევს თოვლის დედოფალი
ბროლსა და ყინულს...
ერთი რამ უკვირს,-
როგორ ძლებს ქოშში ოქროს თევზი
ამდენი ხანი,
ან მე როგორ ვძლებ?!.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები