| ავტორი: აზგო ჟანრი: თარგმანი 20 თებერვალი, 2015 |
ერნესტ ჰემინგუეი რესტორანში ყოფნისას დანაძლევებია მეგობრებს, თითოს 10 დოლარზე, რომ გულისამაჩუყებელი მოთხრობის დასაწერად ექვს სიტყვაზე მეტს არ გამოიყენებდა და მოიგო ეს ფული შემდეგი ტექსტით: For sale: Baby shoes, never worn. ანუ: იყიდება ჩვილის ბაჩუჩები. ჩაუცმელი.
ეს კიდევ რიჩარდ ბროთიგანის ორხაზიანი მთხრობა, რომელშიც კვანძის გასკვნაცაა, ფინალიც და კვანძის გახსნაც:
“It’s very hard to live in a studio apartment in San-Jose with a man who’s learning to play the violin.” That’s what she told the police when she handed them the empty revolver. . თარგმანი:
- ძალიან ძნელია სან-ხოსეში, ერთოთახიან ბინაში ცხოვრობდე ადამიანთან, რომელიც ვიოლინოზე დაკვრას სწავლობს, - სულ ეს იყო რაც ქალმა პოლიციას უთხრა, როცა დაცლილ რევოლვერს აძლევდა.
ესენი იმიტომ დავდე რომ პოეზია-თარგმანები გამეზავებინა. რა ამბავია?! სამ გვერდს გადავხედე და პროზა მხოლოდ სამია ხოლო პოეზია 210 ცალი! მძიმე სურათია! გამოდის ლექსის თარგმნა შეუდრებლად იოლია და ამიტომაცაა ასე წარღვნა რაოდენობით პოეზია თარგმნილი აქ, მაგრამ, მეგობრებო, პატარა პროზასაც გადაწვდით. თან სასურველია მართლა უცხოურს, თორემ რუსულის კითხვა ისედაც ყველამ ვიცით და დედანში, რომელიც ცხადია ყოველთვის სჯობია ნათარგმნს, წავიკითხავთ ვისაც რა გვინდა. ხომ არსებობს ფრანგული, გერმანული, ესპანური და ვინ იცის, იქნებ იაპონურიც...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
12. იქვე ”სივიწროვე -ერთი თავი” რომაა , " კომენტარების" გაყოლებაზე არის ”ილუსტრაციები” გახსენი და ნახე ფოტო. მოგეწონება. :)
იქვე ”სივიწროვე -ერთი თავი” რომაა , " კომენტარების" გაყოლებაზე არის ”ილუსტრაციები” გახსენი და ნახე ფოტო. მოგეწონება. :)
11. მადლობა, ტენდი, მოგიკითხე მეც. ხოლო ინფორმცია... "ჰუმანურად" რომ ვთქვათ, მგონი დიდი არაფერი. ნეფერტარი, მე ხომ წავიბოდიალე, ახლა შენი ჯერია. მადლობა, ტენდი, მოგიკითხე მეც. ხოლო ინფორმცია... "ჰუმანურად" რომ ვთქვათ, მგონი დიდი არაფერი. ნეფერტარი, მე ხომ წავიბოდიალე, ახლა შენი ჯერია.
10. აზგო, მოგიკითხე!
ძალიან კარგი ინფორმაცია დაგიდვია.
აზგო, მოგიკითხე!
ძალიან კარგი ინფორმაცია დაგიდვია.
9. ტექსტის პოპულარობა მართლა მარტო სიტყვების ან გვერდების რაოდენობაზე რომ იყოს დამოკიდებული, შენი აზრით, რამსისქე იქნებოდა წიგნები? რასაც საშუალო ადამიანი ხელით ზიდავს? თუ ტომებს ბორბლები ექნებოდათ, ჩემოდანივით? ტექსტის პოპულარობა მართლა მარტო სიტყვების ან გვერდების რაოდენობაზე რომ იყოს დამოკიდებული, შენი აზრით, რამსისქე იქნებოდა წიგნები? რასაც საშუალო ადამიანი ხელით ზიდავს? თუ ტომებს ბორბლები ექნებოდათ, ჩემოდანივით?
8. 540 გვერდიო ? ჩემი 240 გვერდი გამოვა ალბათ, გაგისწირა ჩემთვის... შენ არ იყავი სიტყვების რაოდენობას რომ მითვლიდი? :)))
540 გვერდიო ? ჩემი 240 გვერდი გამოვა ალბათ, გაგისწირა ჩემთვის... შენ არ იყავი სიტყვების რაოდენობას რომ მითვლიდი? :)))
7. პროზის თარგმანი ვინ ჩააკონტროლა კი მაგრამ ასე მწარედ, ჭაჭანება რომ არაა?! რაც შეეხება მოკლე ამბებს, მუხა, არ გავაგრძელებ რადგან მაგათ ცალ-ცალკე ძებნა უნდა ნეტში. მირჩევნია ჩვეულებრივი მოთხრობა ავიღო და ის ვთარგმნო მიცლილ დროზე. (თორემ "ძირითადი სპეციალობით" საკუთარი დიდი ტექსტის რედაქტირებას ვამთავრებ, ავედი 95%-ზე 540-ი გვერდისა). მაქვს კიდეც ერთი ამოღებული ნიშანში - ისიც ძველი, კლასიკური ს-ფ (Keith Laumer, Combat Unit). პ.ს. ლექსების თარგმნა ძნელია თუ არა სინამდვილეში არ ვიცი, უბრალოდ რადგან ბევრია იმიტომ დავასკვენი ასე. პროზის თარგმანი ვინ ჩააკონტროლა კი მაგრამ ასე მწარედ, ჭაჭანება რომ არაა?! რაც შეეხება მოკლე ამბებს, მუხა, არ გავაგრძელებ რადგან მაგათ ცალ-ცალკე ძებნა უნდა ნეტში. მირჩევნია ჩვეულებრივი მოთხრობა ავიღო და ის ვთარგმნო მიცლილ დროზე. (თორემ "ძირითადი სპეციალობით" საკუთარი დიდი ტექსტის რედაქტირებას ვამთავრებ, ავედი 95%-ზე 540-ი გვერდისა). მაქვს კიდეც ერთი ამოღებული ნიშანში - ისიც ძველი, კლასიკური ს-ფ (Keith Laumer, Combat Unit). პ.ს. ლექსების თარგმნა ძნელია თუ არა სინამდვილეში არ ვიცი, უბრალოდ რადგან ბევრია იმიტომ დავასკვენი ასე.
6. იმაში გეთანხმები, რომ პროზა ძალიან ცოტაა, ხოლო ის რომ "ლექსის თარგმნა შეუდარებლად იოლია"აჰ, ვერ დაგეთანხმები, აქ წარღვნა პოეზიის თარგმნა აქ იმიტომ არის, რომ ნამდვილი კრიტიკოსები არ ჩანან, რომელთაც შესწევს უნარი აკომტროლონ პოეზიის თარგმანი, შენიშვნას კი ავტორი ვერ იტანს. ესაა თავი და თავი.
რაც შეეხება მოკლე ამბებს, ძალიან მომეწონა და გთხოვთ გაგრძელებას. იმაში გეთანხმები, რომ პროზა ძალიან ცოტაა, ხოლო ის რომ "ლექსის თარგმნა შეუდარებლად იოლია"აჰ, ვერ დაგეთანხმები, აქ წარღვნა პოეზიის თარგმნა აქ იმიტომ არის, რომ ნამდვილი კრიტიკოსები არ ჩანან, რომელთაც შესწევს უნარი აკომტროლონ პოეზიის თარგმანი, შენიშვნას კი ავტორი ვერ იტანს. ესაა თავი და თავი.
რაც შეეხება მოკლე ამბებს, ძალიან მომეწონა და გთხოვთ გაგრძელებას.
5. +. 22/02/15წ. კარგი იქნებოდა. ნექტარი. +. 22/02/15წ. კარგი იქნებოდა. ნექტარი.
4. სასიამოვნოა, არაამქვეყნიური, რომ მეთანხმები, მაგრამ მართალი გითხრა ვერ გავიგე რაში? რომ პოეზიის თარგმანები მართლა სარეველასავითაა მოდებული აქ, თუ იმაში რომ ქულები ვერაფრით ეხმარებიან ავტორებს ლიტ. დონის ამაღლებაში? სასიამოვნოა, არაამქვეყნიური, რომ მეთანხმები, მაგრამ მართალი გითხრა ვერ გავიგე რაში? რომ პოეზიის თარგმანები მართლა სარეველასავითაა მოდებული აქ, თუ იმაში რომ ქულები ვერაფრით ეხმარებიან ავტორებს ლიტ. დონის ამაღლებაში?
3. გეთანხმებით 100% გეთანხმებით 100%
2. ამისთანა კრიჟანი ვარ, ნეფერტარი. თუმცა მთლად უიმედოდაც არაა საქმე: თუ დამაჯერებ რომ ეს აქაური კუპონები მართლა რამეს ჰმატებს შენს სამწერლო ოსტატობას, მაშინ ჯერ ერთიანს დავწერ და მერე ეკარნის ბოლომდე რაც დაეტევა იმდენ ნულს მივუწერ. აი, ხედავ რამდენი ქულის მოპოვება შეგიძლია ერთბაშად?! აწონ-დაწონე, მგონი საუცხოო წინადადებაა. ამისთანა კრიჟანი ვარ, ნეფერტარი. თუმცა მთლად უიმედოდაც არაა საქმე: თუ დამაჯერებ რომ ეს აქაური კუპონები მართლა რამეს ჰმატებს შენს სამწერლო ოსტატობას, მაშინ ჯერ ერთიანს დავწერ და მერე ეკარნის ბოლომდე რაც დაეტევა იმდენ ნულს მივუწერ. აი, ხედავ რამდენი ქულის მოპოვება შეგიძლია ერთბაშად?! აწონ-დაწონე, მგონი საუცხოო წინადადებაა.
1.
ორხაზიანი მოთხრობების წერაზე აუცილებლად გადავალ, როცა მრავალხაზიანს მოვრჩები. :)
"ნოთ ბედ აიდეა..." 5 ქულას გიწერ, თუმცა შენ ჩემთვის ქულა არასდროს დაგიწერია. მხოლოდ მაკრიტიკებ. :)
ორხაზიანი მოთხრობების წერაზე აუცილებლად გადავალ, როცა მრავალხაზიანს მოვრჩები. :)
"ნოთ ბედ აიდეა..." 5 ქულას გიწერ, თუმცა შენ ჩემთვის ქულა არასდროს დაგიწერია. მხოლოდ მაკრიტიკებ. :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|