ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნია მორი
ჟანრი: პოეზია
19 დეკემბერი, 2008


დალი


ჰე, მონადირევ, რას დაეძებ შიშველ ქარაფზე?
სველ ბალახს წიწკნის მანდ ხანდახან ჩემი ჭედილა.
ამბობენ, ტყეში თმადაშლილი დალი ცხოვრობსო,
არცერთ მამაკაცს არ უშვებსო გულდაწყვეტილად.

ნუ დაიჯერებ, და ტყუილად ცილს ნუ დამწამებ,
არ ვარ სულსწრაფი, მაგრამ მაინც, შენ თუ დარჩები,
ამ ტბის სარკეში ავიპრიხავ ფერად წამწამებს
და თავზე მთვარეს დავიმაგრებ ქარის სარჭებით.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები