ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანდრეა_
ჟანრი: პოეზია
23 მარტი, 2015


----0

ჩემი მაჯები შენი სავალი ბილეკებია ყოველგვარი წინააღმდეგობის და ბარიერის გარეშე...
ჩემი სული შენ ფანჯრაბთან დაკიდული ფარდაა,რომელსაც ყოველ დილას ან საღამოს ან იშვიათად ხელით წევ და უყურებ ქუჩებს...
როგორც მიტოვებულ საფლავებს...
და
შენ იცი,რომ მარადიული არაფერია...
მაშინ შენს თვალებში
მოჩანდა ღმერთის ანარეკლი,
მე კი მხოლოდ ის არ მახსოვს
სად და როგორ წავიდა ჩემგან ღმერთი..
არც ის ვიცი,
ხანდახან რატომ
შემოივლის ხოლმე სტუმარივით ჩემში...
მოვა რამდენიმე დღის მადლს დამიტოვებს
და
ისევ მიდის
უკან მოუხედავად...
დღეს ვიცი,
რომ
ღმერთამდე მისვლა
ჩემთვის ისეთივე რთულია,
როგორც
შენთან მოსვლა...
მე ვიცი,
რომ
სუნთქვა დაკარგული
და სისხლ გამოწურული
სულიერი ვარ
ღრუბელივით,
როცა წვიმა ჩამოწველილი ბორიალობს ზეცაზე...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები