ნაწარმოები შეიცავს უცენზურო ფრაზებს
თუ თქვენ გინდათ ნახოთ მხოლოდ ეს ნაწარმოები, დააჭირეთ აქ
ფუჰ, შენ კაცი არ იყო! _ ზიზღით მიაძახა ავტობუსში ასულ მამას... იმ დღეს პეპომ თავისი პირველი გამარჯვება იზეიმა ტოტალიზატორთან. მოგებული ოცდახუთი ლარის გამოყენების უამრავი შესაძლო ვერსიიდან, ბურთის ყიდვაზე შეჯერდა ბოლოს. პეპოს მამა, რამისა, ლოთი იყო და ამქვეყნად ყველაზე დიდ მკრეხელობად ბავშვის და ფულის ურთიერთობას მიიჩნევდა... ავტობუსამდე სდია ბიჭმა, დამიბრუნე ტოტალიზატორის ბილეთიო, მაგრამ ამაოდ დაშვრა. რამისა ღამით უზომოდ მთვრალი დაბრუნდა სახლში. პეპო სახლში არ მოსულა. _ პეპო, ქურთების კოვზი გვაჩვენე რა! _ ხშირად ელაზღანდარავებოდნენ უბნის უსაქმურები. _ აი! _ მარჯვენა ხელის პეშვს დაანახვებდა პასუხად. _ ქურთების ჩანგალი როგორ არის, ბიჭო?! _ აი! _ მარჯვენა ხელის თითებს ფარჩხავდა, ცერის გამოკლებით. _ პეპო, მიდი რა, ტარაკანას გააჯავრე, კაცურად. _ როგორ გავაჯავრო, მე თვითონ ვარ ტარაკანა?! _ კეთილად ეღიმებოდა პეპოს. ბოლოს მაინც იყიდა ბურთი. ოღონდ ეგ იყო, რომ ქურდ-ბაცაცობა არასდროს მოუშლია დღიდან იმ დღისა. რამისა რომ დაიჭირეს, ამით პეპოს ცხოვრებაში არაფერი შეცვლილა, გარდა იმისა, რომ ქურდობა ოფიციალურ მოვალეობად ექცა. სასამართლოზე არ მისულა _ სახლში პატარა ძმას შიოდა და ფული უნდა ეშოვნა. შვიდი წელი მიუსჯიათო, უბნის ბიჭებისგან გაიგო მერე. ფუ, ეგ კაცი არ იყოს! _ ჩაილაპარაკა ზიზღით და გადავარდნილ ბურთს დაედევნა. ოჯახში მშვენივრად ხვდებოდნენ, როგორ ყიდულობდა პურს პეპო, მაგრამ დედას არასდროს გაუპროტესტებია ეს. ის კიარადა, ,,მამაშენივით უსაქმურს“ უწოდებდა, როცა ბიჭი ხელცარიელი ბრუნდებოდა. თავად მალთაშორისი თიაქარი ტანჯავდა და შრომა არ შეეძლო, დას კი პეპო უკრძალავდა. თანდათანობით ქურთის პოპულარობამ საგრძნობლად იმატა. უკვე აღარც კადრულობდა ბიჭ-ბუჭებთან ფეხბურთის თამაშს. კაი ბიჭი ვარო, პირველად რომ თქვა, ეგონა ზეცა ჩამოემხობოდა, მაგრამ არაფერი მომხდარა მსგავსი. ვინ გახასიათებს, პეპუშ? _ მაინც ჩაეძია ერთი. ესა და ესაო _ საყოველთაოდ ცნობილი ავტორიტეტი დაასახელა... დაბალი იყო, მაგრამ გრძელი ნაბიჯებით დადიოდა. ხმა ჯერ კიდევ ბავშვური ჰქონდა, მაგრამ იბოხებდა. შებინდებისფერი პირისახისა იყო, მაგრამ ვეღარ უბედავდნენ ტარაკანასთან შედარებას. პეპო, მოდი რა, გააგებინე რამე ამ სირს! _ საქმის გასარჩევად უხმობდნენ ხოლმე უბნის უსაქმურები. ქურთი სასაცილო სერიოზულობით უსმენდა მოდავეების არგუმენტებს და ბოლოს მხარეთა შერიგებით ასრულებდა ჩხუბს. _ ფუჰ, თქვენ ხალხი არ იყოთ, რა გაჩხუბებთ, ტო! _ გახარებული, რბილად ტუქსავდა შერიგებულებს. ოთხი რამ სწამდა ურყევად: 1. მამამისი არაკაცი იყო. 2. მადრიდის რეალი ყველაზე ფარჩაკი გუნდი იყო პლანეტაზე. 3. ქალი და რესტორანში მუშაობა _ პაჰ, პაჰ, პაჰ... 4. ქართველების დამეგობრება მოსულა, შეყვარება _ არა. კიკის მკერდი ჰქონდა ბრტყელი, თორემ ცხვირი მოუთმენლად გრძელი ება. პეპოს არასოდეს ჰქონია ნატიფი გემოვნება და ამიტომ გოგოს გარეგნობაში ხინჯი არ შეუნიშნავს. თანაც სომეხი იყო კიკი და ამით კიდევ უფრო მიიზიდა ბიჭი. ცოლი მომყავსო, ახარა სამეგობროს ერთ დღეს. ვის არ გაუხარდებოდა პეპოს ბედნიერება და სამზადისიც ჰქმნეს, მაგრამ ქურთი მეორე დღეს დააპატიმრეს. მსხვილი ნაკოლი ავაგდე და კლასი არ მეყო მის შესასრულებლადო, ყვებოდა მერე. იმ დღეს რამისა პურზე წასმული ფეხსაცმლის კრემით დათვრა ციხეში. იმ დღეს მადრიდის ,,რეალმა“ 1:2 წააგო ბილბაოს ,,ატლეტიკთან.“ კიკიმ რესტორან N-ში დაიწყო მუშაობა, ხანი რომ გამოხდა. პეპოს უმრწესი ძმა, ჯერ ძალიან პატარა იყო ქურდბაცაცობისთვის...
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
20. მუხა, გაფასებ იმით რომ მუდამ მაკრიტიკებ, თუმცა მე პირადად ვიცნობდი ამ პერსონაჟს... და მე დასახატად ისეთ მოყვასებს ვუთვალთვალებ, რომელნიც საერთო სურათს აცილებულნი არიან... მადლობა შენ, ძამიკო! მუხა, გაფასებ იმით რომ მუდამ მაკრიტიკებ, თუმცა მე პირადად ვიცნობდი ამ პერსონაჟს... და მე დასახატად ისეთ მოყვასებს ვუთვალთვალებ, რომელნიც საერთო სურათს აცილებულნი არიან... მადლობა შენ, ძამიკო!
19. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, თითქოს არ იცნობ პირადად ქურთებს და სხვისგან მოსმენილს წერ, თუმცა რომ ვცდებოდე არც ესაა გასაკვირი. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, თითქოს არ იცნობ პირადად ქურთებს და სხვისგან მოსმენილს წერ, თუმცა რომ ვცდებოდე არც ესაა გასაკვირი.
18. თუ ბოლო ოთხ წინადადებას გულისხმო, მეც ვფიქრობ რო ცოტა ნიტო... რაც შეეხება ,,უკეთესადაც შეიძლებოდა"-ს, მაგას მე ყველა ჩემს ნაწერზე ვფიქრობ:) მადლობა, მისის! თუ ბოლო ოთხ წინადადებას გულისხმო, მეც ვფიქრობ რო ცოტა ნიტო... რაც შეეხება ,,უკეთესადაც შეიძლებოდა"-ს, მაგას მე ყველა ჩემს ნაწერზე ვფიქრობ:) მადლობა, მისის!
17. ბოლო ნაწილში რა უცებ აჩქარდა მოვლენები. უგემურად
დანარჩენი ისევ ისე. ნორმალურად მიდის. უკეთესადაც რომ შეიძლებოდა, ისე ბოლო ნაწილში რა უცებ აჩქარდა მოვლენები. უგემურად
დანარჩენი ისევ ისე. ნორმალურად მიდის. უკეთესადაც რომ შეიძლებოდა, ისე
16. მოგყვები...ვკითხულობ ანუ... შენიშვნებსაც ვეთანხმები...:) ჰო, ყველა წინადადება უნდა იყოს...გათვლილ-გააზრებული და დამაჯერებელი...:-* ალბათ მერე თავადაც გადახედავ და კიდევ უფრო დახვეწ ნაწერს... ძირითადში კი მომწონს ... 5
მოგყვები...ვკითხულობ ანუ... შენიშვნებსაც ვეთანხმები...:) ჰო, ყველა წინადადება უნდა იყოს...გათვლილ-გააზრებული და დამაჯერებელი...:-* ალბათ მერე თავადაც გადახედავ და კიდევ უფრო დახვეწ ნაწერს... ძირითადში კი მომწონს ... 5
15. ჰარი, შე ძალიან მაგარო, როგორ გამიხარდა ჩემს გვერდზე შენი დანახვა, რო იცოდე:)
ამით უფრო მიიზიდა ანუ, მინდოდა ქურთის ხასიათი გამომეკვეთა _ მისი სიყვარული უჩვეულო რამეების მიმართ. როგორც მაგალითად მარეკა დუდაევს ჰყავს ქართველი ცოლი.
ნუ მაინც ვაღიარებ თქვენს სიმართლეს, უკეთესადაც შეიძლებოდა მაგ წინადადების დაწერა... ჰარი, შე ძალიან მაგარო, როგორ გამიხარდა ჩემს გვერდზე შენი დანახვა, რო იცოდე:)
ამით უფრო მიიზიდა ანუ, მინდოდა ქურთის ხასიათი გამომეკვეთა _ მისი სიყვარული უჩვეულო რამეების მიმართ. როგორც მაგალითად მარეკა დუდაევს ჰყავს ქართველი ცოლი.
ნუ მაინც ვაღიარებ თქვენს სიმართლეს, უკეთესადაც შეიძლებოდა მაგ წინადადების დაწერა...
14. . "თანაც სომეხი იყო კიკი და ამით კიდევ უფრო მიიზიდა ბიჭი"----"ამით მიიზიდა ბიჭი" ეს სიტყვები მე მგონი ქმნის შთაბეჭდილებას რომ ეს ზოგადად ასეა.რავი კიდევ ერტXელ ვამბობ მე ასეტი შტაბეჭდილევა დამღცა თუმცა სეიზლება ვცდები, არ გამოვრიცხავ . "თანაც სომეხი იყო კიკი და ამით კიდევ უფრო მიიზიდა ბიჭი"----"ამით მიიზიდა ბიჭი" ეს სიტყვები მე მგონი ქმნის შთაბეჭდილებას რომ ეს ზოგადად ასეა.რავი კიდევ ერტXელ ვამბობ მე ასეტი შტაბეჭდილევა დამღცა თუმცა სეიზლება ვცდები, არ გამოვრიცხავ
13. პირიქითაა. ქურთები არ ევასებათ სომხებს. პრინციპში თურქები, მაგრამ ქურთები ხომ იქედან არიან. თუმცა არც მატ ევასებათ თურქები. ასე რომ პეპოს შანსი ჰქონდა:) პირიქითაა. ქურთები არ ევასებათ სომხებს. პრინციპში თურქები, მაგრამ ქურთები ხომ იქედან არიან. თუმცა არც მატ ევასებათ თურქები. ასე რომ პეპოს შანსი ჰქონდა:)
12. ახლა გასაგებია, ანუ ქურთ კაცებს ევასებათ სომეხი ქალები და არ ევასებათ სომხები ზოგადად როგორც ერი? :დ ახლა გასაგებია, ანუ ქურთ კაცებს ევასებათ სომეხი ქალები და არ ევასებათ სომხები ზოგადად როგორც ერი? :დ
10. "ჩვენ" ძალიან ზოგადი სიტყვაა. ქართველ კაცებს რუსი ქალები თუ ქართველებს რუსები როგორც დამპყრობელი ერი ზოგადად. :)) "ჩვენ" ძალიან ზოგადი სიტყვაა. ქართველ კაცებს რუსი ქალები თუ ქართველებს რუსები როგორც დამპყრობელი ერი ზოგადად. :))
9. იქნებ პერსონაჟსაც იცნობდა ავტორი:)
და საერთოდ, ტენდეცია ხომ არ გამორიცხავს გამონაკლის შემთხვევებს? არც ჩვენ გვევასება რუსები, მაგრამ მოთხრობაში ქართველს რომ მოეყვანა რუსი?) იქნებ პერსონაჟსაც იცნობდა ავტორი:)
და საერთოდ, ტენდეცია ხომ არ გამორიცხავს გამონაკლის შემთხვევებს? არც ჩვენ გვევასება რუსები, მაგრამ მოთხრობაში ქართველს რომ მოეყვანა რუსი?)
8. ანუ ეგ ფაქტი მხოლოდ ავტორის ფანტაზიის ნაყოფია და რეალობასთან არ აქვს კავშირი? ანუ ეგ ფაქტი მხოლოდ ავტორის ფანტაზიის ნაყოფია და რეალობასთან არ აქვს კავშირი?
7. მადლობა მეგობრებო!
(ჰარი მართალი ხარ)
ისე ჩემს გმირს რომ მოსწონს სომხები ეს ავტორის სინდისზე იყოს:D მადლობა მეგობრებო!
(ჰარი მართალი ხარ)
ისე ჩემს გმირს რომ მოსწონს სომხები ეს ავტორის სინდისზე იყოს:D
6. კარგია, თუმცა რამდენიმე მპმენტი მე მგონი დასახვეწია.1, ძნელად მისახვედრია რატომ იმატა თანდათანობიოტ ამ Bიჭის პოპულარობამ?(თუ ცოტას გაშლიალაბტ უკეტესი იქნებნა იმ მაგალიტებიტ არამგონი ჩანდეს რომ მისმა პოპულარპბამ , კაი ბიჭობის ამაბვსი უნდა მოიმატოს). არასდ გამიგია რომ ქურთებს სომხები იზადავდნენ და კიდევ უმრწმესი არის სწორი ფორმა. კარგია, თუმცა რამდენიმე მპმენტი მე მგონი დასახვეწია.1, ძნელად მისახვედრია რატომ იმატა თანდათანობიოტ ამ Bიჭის პოპულარობამ?(თუ ცოტას გაშლიალაბტ უკეტესი იქნებნა იმ მაგალიტებიტ არამგონი ჩანდეს რომ მისმა პოპულარპბამ , კაი ბიჭობის ამაბვსი უნდა მოიმატოს). არასდ გამიგია რომ ქურთებს სომხები იზადავდნენ და კიდევ უმრწმესი არის სწორი ფორმა.
5. ძალიან კარგად იკითხება. ნუ დანარჩენზე მერე :)) ძალიან კარგად იკითხება. ნუ დანარჩენზე მერე :))
4. კარგია და ველოდები ) კარგია და ველოდები )
3. მიხარია ნავსის გეტეხვა : ) წარმატებები გიო მიხარია ნავსის გეტეხვა : ) წარმატებები გიო
2. ქურთებს სომხები თუ ევასებოდათ არ ვიცოდი. ასე მგონია ნებისმიერი ეროვნების თუ კუთხის წარმომადგენლის პორტრეტის დამაჯერებლად დახატვა შეგიძლია.
ქურთებს სომხები თუ ევასებოდათ არ ვიცოდი. ასე მგონია ნებისმიერი ეროვნების თუ კუთხის წარმომადგენლის პორტრეტის დამაჯერებლად დახატვა შეგიძლია.
1. პორტრეტისტი გამხდარხარ ამასობაში შენ :)
სახასიათო შტირხები ისე ზუსტად გაქვს შერჩეული, რომ სულ რამდენიმე წინადადებით მკაფიო და დასამახსოვრებელ პერსონაჟებს ქმნი.
პორტრეტისტი გამხდარხარ ამასობაში შენ :)
სახასიათო შტირხები ისე ზუსტად გაქვს შერჩეული, რომ სულ რამდენიმე წინადადებით მკაფიო და დასამახსოვრებელ პერსონაჟებს ქმნი.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|