ჩემს ქუჩაზე მდიდრები ცხოვრობენ.ალბათ ისინი ფიქრობენ,რომ მე ვცხოვრობ მათ ქუჩაზე.ნაკლებად მაღელვებს ეს.მიუხედავად,რომ მათი უმრავლესობა ასე ფიქრობს.ვთვლი,რომ მათზე გაცილებით საინტერესოდ და მოხერხებულად ვცხოვრობ.მინიმუმ,ვალდებულებების გარეშე.არსად მაგვიანდება.არსად მეჩქარება.არავის არაფერს დავპირებივარ.არანაირი პასუხისმგებლობები.საინტერესოა ჩემი უარაფრობა.ბევრი დრო მაქვს მათზე დასაკვირვებლად და საქილიკოდ.მთელი კვირა სამსახურები.შაბათ–კვირას სავალდებულო სადილები,ფამილიარობის პოდიუმები.ტუჩის ჩახევაამდე თამაშირის ღიმილები.არც თქვენს ქუჩაზე გექნებათ ასეთების დეფიციტი.ისინი ახლა მრავლად არიან.ყველა უბანშია რამდენიმე ფეშენებელური კორპუსი და მათი ახლადგამოჩეკილი მილიონერები.მე იმიტომ არ გადავეკიდე მათ,რომ მეტი საქმე არ მაქვს.რეალურად არც თავზე მაყრია საქმე.ისე,უბრალოდ.ასე ვიცი ხოლმე,ამოვიჩემებ ვირაცას,გადავეკიდები.ვაკვირდები.მერე სხვა გამოჩნდება,იმას ვაკვირდები და ასე...როცა მარგალიტა პირველად დავინახე,შუბლზე ეწერა მწვადი...შემეცოდა. _მამა მოდი ჩემთან,შენ გენაცვალე.ოთხშაბათს რა გინდა რომ გაჩუქო?კაკო ხელგაშლილი კაცი იყო,ცოლისგან განსხვავებით.ლიანა სალის კარს რომ გასცდებოდა,თვალებზე ცრემლები დარიგებულივით მოადგებოდა ხოლმე.სულ ფულზე წუწუნებდა.არავინ ეკითხებოდა ოჯახის ფინანსურ მდგომარეობაზე.მაგრამ მაინც წუწუნებდა.ისე აუჩვილებდა გულს ადამიანს,სურვილს გაუჩენდა,რამე ვაჩუქო და მძიმე ცხოვრება შევუმსუბოქოო.არადა,სამ წელიწადში ერტხელ მთელი სახლის ავეჯს ცვლიდნენ.სეზონების მიხედვით შესაბამის კურორტებზე ისვენებდნენ.ფარეხში სამი ერთმანეთზე ძვირადღირებული მანქანა ეყენათ და სამარკო ტანსაცმელს იცვამდნენ.ალბათ ამას მისტიროდა გაუცნობიერებლად,არ მეკუთვნის,რატომ მაქვსო.არამგონია.ერთი ღირსება კიდევ ჰქონდა ლიანას.საუკეთესო დამტირებელი იყო ქალაქში.ნაცნობს უცნობს,ერთნაირად აკვდებოდა კუბოზე.გაოცებას იწვავდა გარშემო,მისი საქციელი.ვინ შეჰბედავდა რამეს.ის ლიანა იყო.დიდი კაკოს ცოლი.არც კაკო იმჩნევდა საზოგადოებაში ლიანას ისტერიკას.შეუმჩნევლად გამოსდებდა ხელს,გარეთ გამოიყვანდა.ცასცვამდა მანქანაში და _ქალოოოო,რამდენჯერ გაგაფრთხილე,ნუ გაქვს თავის მომჭრელი მოქმედებები,რა ჯანდაბა გაგიჟებს ამიხსენი.ვინ იყო შენი,ასე გულამოსკვნილი რომ დაბღავი? _დამანებე კაცო თავი.ჩემი გაჭირვება მაქვს.ლიანა სასწრაფოდ ხსნიდა ჩანთას,შანელის პუდრას ამოიღებდა და ფერდაკარგულ სახეს იფერავდა. _ნეტა რა გაგჭირვებია.ვინ იყო შენი.დედა,ბიცოლა თუ მეგობარი?!კაკო გაზს მიაწრდა ფეხს და მანქანას გააქროლებდა. _ნელა ქენი კაცო. პუდრა ებნება.იცი ამაში რა მაქვს მიცემული? _მაგის დედაც მოვტყან.სულ გადაგიყრი ფანჯრიდან.როდემდე უნდა იწივლო და იკივლო ასე სულელივით.ფეხს არ გაადგამ აწი პანაშვიდზე.სულ რომ ამოგეხოცოს ერთ დღეში სანათესაო. _რაო?უცებ გამოფხიზლდა ლიანა _ან მე არ წამოვალ.იკივლე რამდენიც გინდა.წაყევი თუ გინდა.არ შემჭამა?! ყველა მე მიყურებს,შენ კი არა... _რა გინდა კაცო რა...მენანება ეს ადამიანები. _თავს იკლავ მათზე ზრუნვაში.შენ არ იყავი,მეზობლები ფულს რომ უგროვებდნენ და უნდა ვიშოპინგო თვის ბოლოსო.თეთრი რომ არ გაიმეტე? _ფასდაკლება აღარ იქნებოდა და რა მექნა.თუ შენ მომცემდი მერე? _შე შობელძაღლო,აბა ვინ გაძლევს ფულს? _კარგი რა კაკო,რა კარგი რა.ჩემი დარდი მაქვს,გული მიწუხს.ჩამოსწიე ეს ფანჯრები,ჰაერი არაა. _რა გიწუხებს გულს.ნუ იგლიჯავ სახეს,ნუ გაჰკივი ამდენს და არაფერიც არ მოგივა.~ _შენ გგონია მე მინდა? _არა ჩემი ხათრით იკაწრავ ღაწვებს. _ნუ აჭარბებ რა.მეშინია მკვდრების და ისტერიკა მემართება. _მერე რას მიადგები ხოლმე თავთან და დაშტერებიხარ.ვერ გაიწევი? _მაინტერერსებს როგორ გამოიყურება და რა ვქნა. _შენ გადამრევ მე.ჩემი საშველი არა რა...კაკო გადააფურთხებდა ფანჯრიდან და კიდევ უფრო უმატებდა სიჩქარეს. _ნელა კაცო,ნელა,უჰ...დიდი უშნო ლაპარაკი იცი რა.ვერარ გამიცანი ამდენი წელია ერთად მოვდივართ? _ნეტავ სად მივდივართ? _რა? _არაფერი... ჰოდა,იდგა კაკო პატარა კესანეს ოთახთან.პასუხს ელოდა. _გოჭი მიყიდე მამიკო.კესანეს დიდი ლურჯი თვალები აუბრჭყვიალდა. _რა გიყიდო? _გოჭი მამიკო,ნამდვილი პაწია გოჭი.თეთრი ქუნქულა.წითელ ბაფთას გავუკეთებ ყელზე.ვითომ ძაღლია.ეზოში ვასეირნებ. _ღორს? _არა მამიკო გოჭს. _რომ გაიზრდება? _მერეც ვასეირნებ.ჩემი გაზრდილი გოჭი იქნება. _ღორი იქნება,ღორი.აბა ვის ჰყავს ღორი გაიხედე გარეთ. _მე მეყოლება მამიკო,მარტო. _არ ვიცი,დედაშენს უნდა დაველაპარაკო.რა მეშველება,ჩაილაპარაკა ჩუმად კაკომ.დაემსგავსა ესეც უნაირობებში. _აუუ,დედიკო გეტყვის არაო,მე კიდევ ისე ძალიან მინდა პატარა თეთრი გოჭი.გოგო გოჭი მინდა მამიკო,ჩემსავით გოგო რომ იყოს.გავპრანჭავ ხოლმე,ყველაფერში დამიჯერებს.აი მე რომ შენ გიჯერებ და დედიკოს,ისე დამიჯერებს ის მე. _კი ღორი ძალიან თვინიერი და აზრიანი ცხოველია.აბა რას იზამს. _კი მამიკო.ნახავ თუ არა. _ლიანა,კესანეს გოჭი უნდა რომ ვაჩუქოთ დაბადების დღეზე. _ღორი?ხო არ გააფრინა ბავშვმა? _არამგონია. _დეე,ძალიან გთხოვთ რაა,მინდა თეთრი გოგო გოჭი. _სად მიგყავს მერე შვილო?შენს ოთახში?ის ხომ ცხოველია და თან ძალიან ბინძური. _სულ მე მოვუვლი დედიკო და არ იქნება ბინძური.დავბან ხოლმე.კესანეს ხმა აუკანკალდა. _კარგი კარგი გიყიდით,კაკომ გულზე აიხუტა პაწია გოგო. _მადლობა მამიკო,ნახავ,სულ გაპრანჭული მეყოლება,ყველგან წავიყვან. _ხო,ერთი დედშენი მასახელებს ხოლმე პანაშვიდებზე და მეორე შენ ისეირნე ღორით ქალაქში...ჩაიბურტყუნა კაკომ და გავიდა. _რაა?ერთხმად თქვეს კესანემ და ლიანამ. _არაფერი.მოაძახა კაკომ. ლიანამ და კაკომ ორი ბაზარი შემოიარეს თეთრი გოგო გოჭის ძებნაში,ძლივს იყიდეს. _ნახე კაკო მართლა რა ლამაზია.ლიანას ძალიან მოსწონდა კესანეს საჩუქარი. _ღორი ღორია. _უიმე,საერთოდ არ გაქვს კაკო სინაზე. _სინაზე არა რომანტიკა. _რომანტიკა არ მითხოვია ახლა.პატარა ყველაფერი ლამაზია. _ორ თვეში აიხუტე მასე და მოეფერე. _რა უშნო ლაპარაკი იცი რა კაკო. _შენთვის ახლა მაგ ღორე ლამაზი არაფერია. _ეს გოჭია.ნახე რა პატარაა. _ღორი ღორიათქო ვაა. _მოიცა გამიჩერე აქ.მოვალ ახლავე. _აქ რარა გინდა? _მოვალ,დამაცადე. _გამარჯობა,ეს ყელსაბამი მინდა,მარგალიტის. _თეთრი თუ ვარდისფერი?გამყიდველმა ორივე გადმოუღო ვიტრინიდან.გოჭს თვალს არ აშორებდა. _ვნახავ რომელიც მოუხდება.ლიანამ პირველი ვარდისფერი მიადო ყელზე გოჭს.აი ეს იყოს,ძალიან უხდება.გამყიდველი გაოცებული უყურებდა,არ იმჩნევდა.ჩემი შვილის საჩუქარია.ძალიან უნდოდა. _კარგი გიქნიათ.ცალყბად გაეღიმა გამყიდველს. კესანე აღფრთოვანებული დაარბენინებდა მარგალიტას ოთახებში.პრიალა დინგზე კოცნიდა.წითელი მანიკურები წაუსვა თოთო ჩლიქებზე.მარგალიტას ჭყივილი მთელ სადარბაზოში ისმოდა. ერთ დღეს ლიანა აივანზე გამოიჭრა აღშფოთებული.გვერდით აივანზე უკრაინელ აქსანას გადასძახა გულის მოსაოხებლად. _რა მოვიფიქრო აღარ ვიცი.ისე უყვარს კესანეს თავისი გოჭი.არადა უკვე დაღორდა.ააყროლა სადარბაზო.შეწუხდნენ მეზობლები.სად წავიყვანო არ ვიცი. _რას იზამ ლიანაჩკა?ვერაფერი ვერ იზამ.დაკალი,მწვადი ჭამა.გორი გორია...მე როგორ უყვარს მწვადიიი. მარგალიტა რომ გასუქადა.მარგალიტები შეაწყდა.ნაკელში გაიფანტა და აიზილა. _ვაიმე მარგალიტებიიიი.ლიანას ლამის წნევამ დაარტყა. კესანეს თითქოს გაუარა მარგალიტას სიყვარულმა.ცუდი სუნი ასდის და სხვაგან ავუშენოთ სახლიო შესთავაზა კაკოს. _ასე უცბად როგორ გაიზარდა.მე ისევ იმხელა ვარ. _ცხოველები მალე იზრდებიან შვილო.ის თან ღორია და უფრო მალე იზრდება,ვიდრე კიდევ სხვა ცხოველები.რადგან ის მერე ჩვენი საჭმელია. _ცოცხალი საჭმელი?მარგალიტა უნდა ვჭამოთ? _საერთოდ,გოჭს რომ ყიდულობენ გასაზრდელად,გაასუქებენ და შობას დაკლავენ,რომ მწვადები ჭამონ.შენ ხომ გიყვარს მწვადი? _კი მაგრამ,შობა დაბადებაა და ღორი რატომ უნდა მოკლან? _ეს წესია.ღორებს კლავენ.ტრადიციაა ასეთი. _რანაირი ტრადიციაა? _არ ვიცი,ასეთი. _სულ აღარ მეყვარება მე მწვადი,მარგალიტა თუ უნდა შევჭამო...მე არ შეგჭამ მარგალიტა შენ.მოდი აქ.წამოდი.წადი ახლა.ვითომ დაიკარგე.მე მაინც არავის ვეტყვი. კესანემ მარგალიტას ამბავი რომ მომიყვა,გული ამიჩუყდასავით.არ ჰგავდა ეს ბავშვი თავის შეზოფრენიკ მშობლებს.ძალიან ცხელოდა.შოკოლადის ნაყინი ვიყიდეთ.ვხალისობდით,რომ ვიხსენებდით,როგორ მისტიროდა ლიანა ჯერ მარგალიტებს და მერე მარგალიტას.ჩვენ ნაყინს მივირთმევდით,შოკოლადის ნაყინს.ძალიან გემრიელი იყო...
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
მონაცემები არ არის |
|
მონაცემები არ არის |
|
|