ავტორი: ოთარრურუა... ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 25 აპრილი, 2015
მიხეილ ქვლივიძის შესახებ
მიხეილ ქვლივიძე დიდი პოეტი იყო, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით... იგი დიდი ხნის განმავლობაში რუსეთში ცხოვრობდა, მაგრამ მან ჩვენდა საბედნიეროდ შეინარჩუნა ქართული ენა და ისე წერდა, ბევრი ვერ დაიკვეხნის მისებურად წერას. მიხეილ ქვლივიძის შემოქმედებაში ერთ–ერთი მთავარი ადგილი სამშობლოს უჭირავს, საქართველო მისი პოეზიის ერთ–ერთი ძირითადი თემაა. როცა მიხეილ ქვლივიძის ლექსებს ვკითხულობ, თანდათან ვრწმუნდები ქართული პოეზიის უკვდავებაში! მის ლექსებზე სიმღერებია შექმნილი, რაც თავისთავად მის სიძლიერეზე მიუთითებს, რამეთუ სუსტი პოეტის ლექსებზე სიმღერები არ იქმნება! დღეს მუხრანობაა საქართველოში, მაგრამ გავა დრო და მიხეილ ქვლივიძეს სათანადოდ დააფასებენ, ისევე როგორც შოთა ჩანტლაძეს. ორივე დიდი პოეტი იყო!