ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: I like your problems and Cigarette
ჟანრი: პოეზია
8 მაისი, 2015


ბალახი

ესე ვკოტრიალებ
კატასავით შენი გულის
მწვანე ბალახში.
თავს ვირთობ
ნამიანი ღეროებით
და შენ თუ გსურს თავი მოიკალი,
რითიც გინდა. 
მე შენს ნებად ვიქეცი
და უფლებად, გამომიყენო შეგიძლია.
მე რა მადარდებს?! -
ვკოტრიალებ ჩემთვის,
მწვანე ბალახში.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები