ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანდრეა_
ჟანრი: პოეზია
11 ივნისი, 2015


სიმარტოვე

სიმარტოვე...
მარტო ყოფნა არ არის,
მარტო ყოფნის დროს
შანსი გაქვს
საკუთარი თავი იპოვნო,
ხოლო,
როცა სიმარტოვეს განიცდი
ყოველ წამს
შესაძლებელია დაკარგო
სიყვარული...

მე ყველგან გეძებდი
და გიპოვნე,
იმ მეზღვაურივით
ზღვის ფსკერზე
სუნთქვა შეკრული,
რომ ეძებს
განძს,
და პოვნის შემდეგ
ძალა აღარ ჰყოფნის
ზღვის ფსკერიდან
ხმელეთზე,
ამოიტანოს...

მე გიპოვნე,
მაგრამ ძალა არ მეყო
შენი ოცნებებიდან გამომეტანე,
ძალა არ მეყო,
რომ ჩემს ცხოვრებაზე
მომერგე
და საერთო ოცნების
ჟანგბადით გვესუნთქვა...

მე ვერ შევძელი,
რომ გიყვარდე
ისეთი,
როგორიც ვარ...
თუმცა
შენს გამო ყველაფერს შევძლებ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები