 | ავტორი: თთ ჟანრი: პროზა 9 ივნისი, 2015 |
ეს შეიძლება ყოფილიყო,ერთ-ერთი არაფრით გამორჩეული დღის დაბოლოება,ბუნებრივი შედეგით,თუმცა... მუსიკა ემოციების ბუმერანგია,მაგიაა,დაზეპირებული გაკვეთილივით გადაგიშლის წარსულის ყველაზე ბუდოვან კადრებსაც კი. თეთრი ყურსასმენი,ხავერდოვანი ჟღერადობით და უცებ:ბუხარში ჩაგდებული ფურცლებივით წაიშალა ყოველდღიურობა,მოვისხი გალაქტიკისფერი მოსასხამი,ბალერინასავით თითისწვერებზე აწეულმა შემოვიარე მძინარე ოთახები,ერთადერთი სურვილით-მეპოვნა ჩემი ''ჯადოსნური ჯოხი''-კ ა ლ ა მ ი. შემდეგ მოვიპარე უტიფრად ღამე და წავედი სანადიროდ უსაათო განზომილებაში,სადაც სული შთავბერე ტკბილ ცოდვას-ოცნებას.დაგისაკუთრე,დავიამე უჟანგბადოდ დარჩენილი მონატრება. ნადავლით კმაყოფილი,ბუდასავით ვეზიარე უზენაეს სიმშვიდეს. აქ კი,ახლოს,სხვები,სხვების ჩვეულებრიობით,მოვალეობებით დამძიმებულნი,ხავსივით ჩასჭიდებიან მკურნალ-ძილს...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. ზუსტია ისე როგორც გულში მოხვედრილი ტყვია, ოღონდ, "დაგისაკუთრე,დავიამე უჟანგბადოდ დარჩენილი მონატრება. " ეს სრულიად ზედმეტია ჩემი აზრით. თემა იმდენად უსაზღვროა და სამყაროსავით ღრმა, რომ სიყვარულამდე მისი ჩამოყვანა აბანალურებს. :)
ფინალი არაჩვეულებრივია.
5 ქულას ვტოვებ.
ზუსტია ისე როგორც გულში მოხვედრილი ტყვია, ოღონდ, "დაგისაკუთრე,დავიამე უჟანგბადოდ დარჩენილი მონატრება. " ეს სრულიად ზედმეტია ჩემი აზრით. თემა იმდენად უსაზღვროა და სამყაროსავით ღრმა, რომ სიყვარულამდე მისი ჩამოყვანა აბანალურებს. :)
ფინალი არაჩვეულებრივია.
5 ქულას ვტოვებ.
3. კი, ჩანახატია... კი, ჩანახატია...
2. ეს პროზა არ მგონია...ჩანახატია...:) ეს პროზა არ მგონია...ჩანახატია...:)
1. მუსიკა ემოციების ბუმერანგია,მაგიაა,დაზეპირებული გაკვეთილივით გადაგიშლის წარსულის ყველაზე ბუდოვან კადრებსაც კი.
ზუსტია. ++ მუსიკა ემოციების ბუმერანგია,მაგიაა,დაზეპირებული გაკვეთილივით გადაგიშლის წარსულის ყველაზე ბუდოვან კადრებსაც კი.
ზუსტია. ++
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|