ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გუგა
ჟანრი: პოეზია
24 დეკემბერი, 2008


გამარჯობა ძვირფასებოოოო......

ესეც საღამო -
დაფლეთილი ლოდინის ფარდა.
და სანამ ცრემლებმა არ აუვსო თვალები ღამეს,
ვიწყებ სიზმრების გადარჩევას -
ვაზომებ წყენას.
გაცხადებულ მშვენიერებას -
შეყვითლებულ ფერისცვალებას.
მარაოსავით გაშლილ ფარდაგზე -
ლეკურივით გაწოლილ ვნებას.
ნება-ნება ვაწებებ თვალებს.
ვხედავ!
ვხედავ!
ვხედავ!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები