 | ავტორი: ზღაპრადმოსული ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 11 აგვისტო, 2015 |
თვალგახელილი, არც უსინათლო და მაინც ბრმა ვარ. უმისამართოდ გამოწვდილან ჩემი ხელები, ვერშენახები, ვერმოსული, ჯადო მუდრები, თრთიან თითები, კანკალებენ, იკრუნჩხებიან. ფეხებს საყრდენი გამოსცლიათ, ვერმინდობილან, მიწას, რომელსაც ჯოჯოხეთიც ზურგით გაადაქვს. ჰო, რაღაც სივრცე, რაღაც ჰაერი, ვიღაცა ხალხი, მათი ნაკადი ჩემს გარშემო ღრეობას მართავს. მე კი არ მესმის ან არ მინდა სულაც მესმოდეს. არ მინდა ვგრძნობდე, ვეხებოდე , თუნდაც ვფიქრობდე. დროში გავჩერდი, გავიყინე , აღარ ვარსებობ. საათი ითვლის, კიდევ ითვლის და უსასრულოდ. მისი წიკწიკი მონოტონურ ჩემს გულისცემას, ალბათ გაასწრებს ან ჩაახშობს ანდაც გააქრობს. შელოცვას ვამბობ, ლოცვას ვამბობ, უფრო ვბუტბუტებ. ამიხდეს იქნებ, ამიხდეს იქნებ, იქნებ ამიხდეს...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. თბილად მოგიკითხე ზღაპრადმოსულო...:-* თბილად მოგიკითხე ზღაპრადმოსულო...:-*
6. შელოცვას ვამბობ, ლოცვას ვამბობ, უფრო ვბუტბუტებ. ამიხდეს იქნებ, ამიხდეს იქნებ, იქნებ ამიხდეს.
.შელოცვას, ლოცვას დიდი ძალა აქვს. მჯერა "იქნება ამიხდეს" ძალიან კარგია! შელოცვას ვამბობ, ლოცვას ვამბობ, უფრო ვბუტბუტებ. ამიხდეს იქნებ, ამიხდეს იქნებ, იქნებ ამიხდეს.
.შელოცვას, ლოცვას დიდი ძალა აქვს. მჯერა "იქნება ამიხდეს" ძალიან კარგია!
5. ვიცი. მომეწონა და მაგიტომ. არაუშავს.... ვიცი. მომეწონა და მაგიტომ. არაუშავს....
3. მასე ვშვები:)) მასე ვშვები:))
2. :))) ისე იბუტბუტე, აგიხდეს. :))) ისე იბუტბუტე, აგიხდეს.
1. რაც შენი შელოცვები წავიკითხე სულ ვბუტბუტებ:)) ♡ რაც შენი შელოცვები წავიკითხე სულ ვბუტბუტებ:)) ♡
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|