ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანდრეა_
ჟანრი: პოეზია
3 სექტემბერი, 2015


გთხოვ...

გთხოვ შემომხედე აი ახლა და ნახავ როგორ,
ან რა მარტივად ვემსგავსები იმ ხეს რომელსაც,
ვიდრე მიწაში გაიდგამდა ფესვებს და ფოთოლს
გამოისხამდა ის მანამდე გახმა,მობერდა,
რომ მოლოდინი აკავებდა აქამდე მხოლოდ,
და მოლოდინზე უფრო მძაფრად ერთი ოცნება,
ახლაც აკავებს ამ მიწაზე სულ უფრო ხოლო,
იმედს გაურბის ყველა მხრიდან რადგნა მობეზრდა,
ყველა იმედის გაცრუება გაქრობა ფუჭად,
რადგან არასდროს ჩამომჯდარა მის ტოტზე ჩიტი,
რადგან არავინ არ უშუშებს ტკივილებს თუნდაც
სულ ერთი ყლუპი თანაგრძნობით ან ტკბილი სიტყვით,
რადგან არასდროს შეხებია წვიმა და ქარი,
თითქმის ფესვამდე მის გამომხმარ ტანივით მერქანს,
რადგან აქამდე ის ცოცხლობდა ოცნების ხათრით,
და ახლა ჰაერს ხმელ ტოტებით უბრალოდ ქექავს.

გთხოვ შემომხედე აი ახლა იმ ხეს რომელსაც,
ყოფნა ასეთი და საერთოდ ყოფნა მობეზრდა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები