ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: mari berdzenishvili
ჟანრი: პოეზია
30 დეკემბერი, 2008


დრო მიაქანებს ყოველივეს თავის სივრცეში,
და რაც იყო და რაც იქნება იტევს უბეში.
დრომ უცაბედად გაიარა,მაგრამ დაგიცდი,
სხვა ყველაფერი დავივიწყე,გარდა-შენ ერთის.

ისევ მიყვარხარ!
და არ თრგუნავს ამას სიშორე,
შენზე ფიქრები თან დამყვება... ვეღარ ვიშორებ.
თუმცა დროება აქ არ ტოვებს რამეს შესანთქავს,
გული დაგეძებს,გულს რა უნდა თვითონ მიხვდები.

შენი თვალები თან დამდევენ,ვერ ვემალები,
და მინათებენ ღამის ბნელ გზას ეგ ვარსკვლავები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები