მისი დაბადება მახსოვს. დედამ ჭინჭებში გადახვეული მოიყვანა. მამა ლაბრაში იბრძოდა ამ დროს, იქ მამცნესო ბიჭის დაბადება და იმდენი გავისროლე, გავაწითლეო ცა...გვიან გამოუტყდა შვილს, ავტომატის ჯერი კი არა, ერთი ტყვიაც ვერ გავისროლე ,სად გვქონდა ტყვია-წამალიო?! მერე დედამ თვეებისა დამიტოვა და სამუშაოდ გავიდა. ბებოს ეპილეფსია ჰქონდა და ორივეს ვდარაჯობდი. მჭადის ფქვილს ვაჭმევდი, მოხალულსა და მოუხალავს მონაცვლეობით. თხუთმეტ წელს ვიფუსფუსეთ ერთად. ის ავადსახსენებელი თებერვალი არ იშლება ! - შენთან დავწვებიო რაა, დიდი ხარ თქო უკვე... - შეყვარებულს უნდა შევხვდე, მობილური მათხოვეო, იყიდე და გექნება მეთქი ... ბოლოს კი ზარი იყო მისგან... - ახლა არ მცალია, მერე დამირეკე თქო... არ ვიცი, იმ დღეს რამ მომაფიქრა წიგნების დალაგება... მე რა ვიცოდი, რა ვიცოდი, რომ ეს საბოლოო კავშირი იყო?! რა ვიცოდი, რომ საღამოს უჩვეულო მასპინძელი ვიქნებოდი უამრავი დაუპატიჟებელი სტუმრისა?! რა ვიცოდი,რომ მთელი ცხოვრება ვინანებდი ნაადრევად გათიშულ ზარსა და ვერ მოცლას?! როცა აკვანში ჩაკრულს არტახებს შემოვხსნიდი და გულზე ვიხუტებდი ატირებულს, რას წარმოვიდგენდი, რომ თხუთმეტი წლის მერე ვიღაცა იძულებით გაჰყრიდა სიცოცხლეს და სიკვდილის არტახებს ძალუმად შემოუჭერდა ... მე კი... რა სამწუხაროა, საყვარელი ადამიანის დაბადება და გარდაცვალებაც რომ გახსოვს !!!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
8. ჰარირამა, ოითარ რურუა, ჩემიანები ყოფილხართ, ვწუხვარ <3 ჰარირამა, ოითარ რურუა, ჩემიანები ყოფილხართ, ვწუხვარ <3
7. გულსატკენი და მძიმე საკითხავია. კარგად არის დაწერილი. გულსატკენი და მძიმე საკითხავია. კარგად არის დაწერილი.
6. ნაცნობია სამწუხაროდ ჩემტვის ეს ყველაფერი. ნაცნობია სამწუხაროდ ჩემტვის ეს ყველაფერი.
5. ნაცნობი განცდაა სამწუხაროდ, მეც მყავს ძმა გარდაცვლილი. ნაცნობი განცდაა სამწუხაროდ, მეც მყავს ძმა გარდაცვლილი.
4. მანანა კაკაჩია, მუხა, ელადა უღრმესი მადლობა თანაგრძნობისათვის .... მანანა კაკაჩია, მუხა, ელადა უღრმესი მადლობა თანაგრძნობისათვის ....
3. რა სამწუხაროა, საყვარელი ადამიანის დაბადება და გარდაცვალებაც რომ გახსოვს !!!
ეს სამწუხარო კი არა, საშინელებაა....... რა სამწუხაროა, საყვარელი ადამიანის დაბადება და გარდაცვალებაც რომ გახსოვს !!!
ეს სამწუხარო კი არა, საშინელებაა.......
2. რა სამწუხაროა, საყვარელი ადამიანის დაბადება და გარდაცვალებაც რომ გახსოვს !!! გაიხარე ასე გუწრფელი და მართალი მოგენებისთვის.
რა სამწუხაროა, საყვარელი ადამიანის დაბადება და გარდაცვალებაც რომ გახსოვს !!! გაიხარე ასე გუწრფელი და მართალი მოგენებისთვის.
1. კარგი ნაწერია,ფინალმა გული ამიჩუყა( კარგი ნაწერია,ფინალმა გული ამიჩუყა(
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|