ნაწარმოებები


ქრისტე აღსდგა!!! გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლევან ფხაკაძე.
ჟანრი: პოეზია
19 ოქტომბერი, 2015


წამო გავიქცეთ მეგობარო

უნდა გავიქცეთ, ყველაფერი ასე იწყება,
მოვევლინებით დედამიწას მრავალჯერ ისევ,
ეს სასჯელია, მეგობარო, ნუ გეღიმება,
თავიუფლება აქ არ არის, აქ არის ციხე!.

აქ არის ციხე,  ამ უხილავ გისოსებს შიგნით,
ნუთუ ვერ ამჩნევ შენს გარშემო ნაცნობ ჯალათებს,
უიარაღოდ,სიხარულით, ნელნელა გჩეხენ,
შენ ძლიერ გტკივა და ისინი გრძნობენ არაფერს.

ეს არის ციხე, მე სხვა ციხე ჯერ არ მინახავს,
სუყველა ვიხდით ჩვენს საკანში საკუთარ სასჯელს,
და შენი დარდი ამ მიწზე მითხარ ვისააქვს,
ვინ გაიხსენებს სიცოცხლეში შენს ცოდვილ  სახელს.

წამო გავიქცეთ მეგობარო, გავექცეთ სასჯელს,
გავექცეთ ყველას, ვინც ღიმილით განაჩენს გვიწერს,
გთხოვ ნუ გგონია ქუჩაში თუ ღამე გადიხარ,
თავისუფლება, ნუ გგონია გაშლილი სივრცე.

აჰ სიყვარული? სიყვარული გაჩერებს ვხედავ,
დიახ, თვალებში დავინახე რასაც განიცდი,
დასანანია სიყვარულის რომ აღარ მჯერა,
მე გავიქცევი,ბარიკადებს მიღმა დაგიცდი.

ვიცი რომ მოხვალ, დღეს თუარა ხვალ უასათუოდ,
მაგ სიმწრის ღიმილსს მიიკერებ სახეზე ნიღბად,
რადგანაც პოეტს, რათქმაუნდა მიგატოვებენ,
რადგან პოეტებს სხვანაირი ცხოვრება გიყვართ.

უნდა გავიქცეთ, დასასრული ამით იწყება,
უნდა გავექცეთ დედამიწის ნაცნობ ჯალათებს,
უნდა გავიქცეთ, დამიჯერე ასე ჯობია,
რომ ნაკვალევიც ჩვენი ფეხის არსად არ დარჩეს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები