რა მანძილია გოლგოთასა და ჯვარცმამდე, რატომ არის ასე მტკივნეული იმ ერთი აღმართის ავლა ?! აბურდულ ძაფს ემგვანება ცხოვრება, თავსა და ბოლოს რომ ვერ პოულობ, იძულებული ხარ საჩვენებელ თითზე დაიხვიო და გაწყვიტო !!! არა, ჯვარცმა არ მეტკინება, ღმერთმანი , განა პირველად დავილურსმები ?! ჯვარცმა შვებაა - აღდგომის მოლონიდით... მე გზა მტკივა, დანიშნულებამდე მისასვლელი, დარდით დახუნძლულ ჯვარს რომ მიათრევ წელში გაწყვეტილი და გზა და გზა გიმატებენ სამსჭვალებს, ჩემიც ზიდეო ბარემ, რაკი მიდიხარო... აგერ უტიფრებს შენს გვერდით, რა მსუბუქად და უდარდელად მიაქვთ თავიანთი ჯვარი... მერე სადღაც გავიყრებით. ეს გზა საჩემო ყოფილა, ეკლიანი,სხვა რომ ვერ დაიარება ისეთი. სისხლი რომ გდის ტერფებიდან, მაინც მიდიხარ და საკუთარ თავსაც უკიჟინებ : ცოტაც, ცოტაც გაუძელი, დინა და ტკივილიც დაილურსმება... და ყველაფერი თავიდან იწყება ისევ, იმ გაწყვეტილ ძაფსაც გადააბამ და ასე აღარ დავიხუნძლებიო , დაიქადნი !!! ნალურსმევ ხელისგულებს უჩვენებ ადამიანებს და არ სჯერათ - როგორ, ჯვარზე გაგაკარით და მაინც გადარჩიო ?! მეღიმება : გადავრჩი, იმიტომ რომ ტკივილის დამალვა ვისწავლე, აღარ ვყვირი, როცა მტკივა, წინანდელივით ყველგან არ ვყვები და ცნობისმოყვარეობას არ ვუკმაყოფილებ არავის, დიდ და პატარა ტკივილებად აღარ ვყოფ, უბრალოდ ადამიანები დავყავი გულიანებად და უგულოებად, გულში დამიწება ვისწავლე, მომავალ ჯვარცმამდე დამალვა ! მერე... მერე კი ერთად დავილურსმებით, ძვალსაც გახვრეტს სამსჭვალი ! მე გზა მიჭირს მარტოს გოლგოთამდე, თორემ ჯვარცმა შვებაა, ღმერთმანი !!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
21. შემოგევლე, აი ასე არ ჯობია? ... აუცილებლად წავიკითხავ და ემოციებს პირადშიც მოგწერ.. შემოგევლე, აი ასე არ ჯობია? ... აუცილებლად წავიკითხავ და ემოციებს პირადშიც მოგწერ..
20. ჰაჰ, მაგ დახმარებას არ მოგაკლებთ, ნინო ქადაგიძის შემდეგ პირდაპირ გადადით "ტენდის", "მეუდაბნოვეს" "დომენიკო 20" -ის, ნათია ჯაფარიძის, სანდრო უგლავას, სერენას, ჰარალეს ნაწერებზე. მფრინავი ჰოლანდიელიც /თავფურცელზეა/ მშვენიერ მოთხრობებს აქვეყნებს. ამათ რომ ამოწურავთ, სხვა ავტორებსაც მოვაყოლებ.
ჰაჰ, მაგ დახმარებას არ მოგაკლებთ, ნინო ქადაგიძის შემდეგ პირდაპირ გადადით "ტენდის", "მეუდაბნოვეს" "დომენიკო 20" -ის, ნათია ჯაფარიძის, სანდრო უგლავას, სერენას, ჰარალეს ნაწერებზე. მფრინავი ჰოლანდიელიც /თავფურცელზეა/ მშვენიერ მოთხრობებს აქვეყნებს. ამათ რომ ამოწურავთ, სხვა ავტორებსაც მოვაყოლებ.
19. ნეფერტარ, კიდევ მირჩიეთ, ჩემო კარგო ... ძალიან მომეწონა წინა ავტორი და ამასაც ვნახავ <3 გაიხარე... ნეფერტარ, კიდევ მირჩიეთ, ჩემო კარგო ... ძალიან მომეწონა წინა ავტორი და ამასაც ვნახავ <3 გაიხარე...
18. ავტორო, როგორც ჩანს არ გცოდნია რა არის ჯვარცმა, როგორც ჩანს, არც ეს "ერთი ამოსუნთქვით" დაწერილი ყოფილა მაშინ დასაჯერებელი. წერეთ და წერეთ, გისურვებთ გაგივარდეთ ყარაულის თოფივით და მართლა პროზა დაწეროთ. მე არ მითქვას რომ ეს არ შეგიძლიათ. მხოლოდ აგიხსენით რატომ არ მომეწონა თქვენი ნაშრომი. თქვენ ეს ჯვარცმად მიიჩნიეთ და მწერთ რას მერჩიო? ვაააავა ჩქიმ ცოდა... =))) "აღარ შემოვალ" ბავშვური განცხადება კი არ არის, ჩემი დროის დაზოგვაა და ჩანს არც შევმცდარვარ.
მოკლე პროზაში აქ ვერავინ შეედრება ნინო ქადაგიძეს. ნახეთ და ნახავთ. http://urakparaki.com/?m=7&WUID=13&sm=0
ავტორო, როგორც ჩანს არ გცოდნია რა არის ჯვარცმა, როგორც ჩანს, არც ეს "ერთი ამოსუნთქვით" დაწერილი ყოფილა მაშინ დასაჯერებელი. წერეთ და წერეთ, გისურვებთ გაგივარდეთ ყარაულის თოფივით და მართლა პროზა დაწეროთ. მე არ მითქვას რომ ეს არ შეგიძლიათ. მხოლოდ აგიხსენით რატომ არ მომეწონა თქვენი ნაშრომი. თქვენ ეს ჯვარცმად მიიჩნიეთ და მწერთ რას მერჩიო? ვაააავა ჩქიმ ცოდა... =))) "აღარ შემოვალ" ბავშვური განცხადება კი არ არის, ჩემი დროის დაზოგვაა და ჩანს არც შევმცდარვარ.
მოკლე პროზაში აქ ვერავინ შეედრება ნინო ქადაგიძეს. ნახეთ და ნახავთ. http://urakparaki.com/?m=7&WUID=13&sm=0
16. ნეფერტარ, ახლა რა ჯვარს არ მაცვი?)))))) რას მერჩი, ადამიანო? ვწერ, ვწერ და ვწერ და იქნებ მეც გამივარდეს "ყარაულის თოფივით" (((( თქვენს გვერდზე აღარ შემოვალ , ძალიან ბავშვური მეჩვენება... წარმატებები შენც, მეგობარო <3 ნეფერტარ, ახლა რა ჯვარს არ მაცვი?)))))) რას მერჩი, ადამიანო? ვწერ, ვწერ და ვწერ და იქნებ მეც გამივარდეს "ყარაულის თოფივით" (((( თქვენს გვერდზე აღარ შემოვალ , ძალიან ბავშვური მეჩვენება... წარმატებები შენც, მეგობარო <3
15. ძAლიან დაპატარავდა პროზაული ნაწერები, მალე ალბათ ართ აბზაცამდე დავა.
ძAლიან დაპატარავდა პროზაული ნაწერები, მალე ალბათ ართ აბზაცამდე დავა.
14. ოი რა კარგი ოხუნჯობა თქვენგან ეს თქვენი "დედალი ქრისტე..." ვისაც თქვენს გვერდზე შემოსვლა უნდოდა პირდაპირ ცხვირწინ მიუხეთქეთ ვირტუალური კარი.
ვინც საკუთარი ჯვარცმა გაიარა, ის "დედალი ქრისტეთი" ხუმრობს ? მაგას მერჩივნა დაგეწერათ "დიახ მესია ვარო." არ გერწმუნებით, ყველა არ გაივლის საკუთარ ჯვარცმას. ამას ადვილად დაგიმტკიცებდით მაგრამ მეზარება.
ახლა საქმე: წავიკითხე ყველა კომენტარი, ვერცერთი მოწონება ვერ დავინახე. არავის მოეწონა როგორც პროზა, თორემ ადამიანური გულისტკივილი ძალიანაც გასაგებია. ასევე მიზანშეუწონელია ყველა კომენტარზე პასუხის გაცემა თქვენგან, კი არავინ გიშლით, მაგრამ ამ გვერდზე შემოსვლის სურვილი აღარ ექნებათ. გეტყვით იმას, რაც კომენტატორებმა არ გითხრეს: ეს არ არის პროზა. ეს სადღიურე ჩანაწერია. ლიტერატურულ პორტალზე პოეზია და პროზა ფასდება. ეს რომ ყოფილიყო თქვენი მოთხრობის პერსონაჟის მონოლოგი, - გასაგებიც იქნებოდა და კარგიც. მაგრამ ფაქტია რომ არ არის. ზუსტად ამიტომ არ მომეწონა. ასეთ ნაწერს უნდა შეურჩიოთ ჟანრი "სხვა" იქაა მისი ადგილი. მაშინ მიიღებდით ისეთ კომენტარებს როგორსაც ელოდით.
რა დაგიწერათ ჰარირამამ : "ამბავი არ ახლავს თან, მოთხრობილი ამბავი უფრო აღქმადს გახდიდა"- ო, ეს მხოლოდ გულის გადაშლააო... ამაში უდავოდ მართალია. იმაშიც მართალია რომ გულისგადაშლა არაა სწორი თანაც საჯაროდ. აღსარებაში სათქმელი საჯაროდ არ გამოტანება. როგორია კარგი პროზა ? ნახეთ აქ : http://www.urakparaki.com/?m=4&ID=56499 თქვენ რაც გჭირდებათ ნახეთ აქ: http://qadageba.ge/index.php?option=com_content&view=article&id=168:2011-08-23-14-12-58&catid=4:2011-04-15-20-21-08&Itemid=18
ჩემზე უკეთ ვერავინ გაგიგებთო, ამბობს "ის", თქვენ რომ "მამალ ქრისტედ" მოიაზრებთ. მაგრამ მთქმელს - გამგონე ჭირდება აქაც... და "იქაც".
ჰო მართლა, მიმართვაში "ნეფერტარ" და არა "ნეფერტარი." ახლა კი ბედნიერებას მოგანიჭებთ და გეტყვით, რომ თქვენს გვერდზე აღარსოდეს შემოვალ. აი ხომ ხედავთ ჩემთან ურთიერთობის ჯვარცმა აგცდათ. ეგეც საქმეა. :) ოი რა კარგი ოხუნჯობა თქვენგან ეს თქვენი "დედალი ქრისტე..." ვისაც თქვენს გვერდზე შემოსვლა უნდოდა პირდაპირ ცხვირწინ მიუხეთქეთ ვირტუალური კარი.
ვინც საკუთარი ჯვარცმა გაიარა, ის "დედალი ქრისტეთი" ხუმრობს ? მაგას მერჩივნა დაგეწერათ "დიახ მესია ვარო." არ გერწმუნებით, ყველა არ გაივლის საკუთარ ჯვარცმას. ამას ადვილად დაგიმტკიცებდით მაგრამ მეზარება.
ახლა საქმე: წავიკითხე ყველა კომენტარი, ვერცერთი მოწონება ვერ დავინახე. არავის მოეწონა როგორც პროზა, თორემ ადამიანური გულისტკივილი ძალიანაც გასაგებია. ასევე მიზანშეუწონელია ყველა კომენტარზე პასუხის გაცემა თქვენგან, კი არავინ გიშლით, მაგრამ ამ გვერდზე შემოსვლის სურვილი აღარ ექნებათ. გეტყვით იმას, რაც კომენტატორებმა არ გითხრეს: ეს არ არის პროზა. ეს სადღიურე ჩანაწერია. ლიტერატურულ პორტალზე პოეზია და პროზა ფასდება. ეს რომ ყოფილიყო თქვენი მოთხრობის პერსონაჟის მონოლოგი, - გასაგებიც იქნებოდა და კარგიც. მაგრამ ფაქტია რომ არ არის. ზუსტად ამიტომ არ მომეწონა. ასეთ ნაწერს უნდა შეურჩიოთ ჟანრი "სხვა" იქაა მისი ადგილი. მაშინ მიიღებდით ისეთ კომენტარებს როგორსაც ელოდით.
რა დაგიწერათ ჰარირამამ : "ამბავი არ ახლავს თან, მოთხრობილი ამბავი უფრო აღქმადს გახდიდა"- ო, ეს მხოლოდ გულის გადაშლააო... ამაში უდავოდ მართალია. იმაშიც მართალია რომ გულისგადაშლა არაა სწორი თანაც საჯაროდ. აღსარებაში სათქმელი საჯაროდ არ გამოტანება. როგორია კარგი პროზა ? ნახეთ აქ : http://www.urakparaki.com/?m=4&ID=56499 თქვენ რაც გჭირდებათ ნახეთ აქ: http://qadageba.ge/index.php?option=com_content&view=article&id=168:2011-08-23-14-12-58&catid=4:2011-04-15-20-21-08&Itemid=18
ჩემზე უკეთ ვერავინ გაგიგებთო, ამბობს "ის", თქვენ რომ "მამალ ქრისტედ" მოიაზრებთ. მაგრამ მთქმელს - გამგონე ჭირდება აქაც... და "იქაც".
ჰო მართლა, მიმართვაში "ნეფერტარ" და არა "ნეფერტარი." ახლა კი ბედნიერებას მოგანიჭებთ და გეტყვით, რომ თქვენს გვერდზე აღარსოდეს შემოვალ. აი ხომ ხედავთ ჩემთან ურთიერთობის ჯვარცმა აგცდათ. ეგეც საქმეა. :)
13. ნაწერი მომეწონა იმით, რომ ფიქრში გადამაგდო. რამდენიმე კომენტარი დავწერე_წავშალე, დავწერე_წავშალე. აბსოლუტურად გასაგებია, რისი თქმაც გსურთ. განა მიუღებლად მეჩვენება ასეთი შედარება, უბრალოდ შეუძლებლად... მაგრამ ვინ იცის რომელი უფრო ადვილია, იყო სიყვარულით სავსე და დაითმინო სხვათა ცოდვები, თუ... ნაწერი მომეწონა იმით, რომ ფიქრში გადამაგდო. რამდენიმე კომენტარი დავწერე_წავშალე, დავწერე_წავშალე. აბსოლუტურად გასაგებია, რისი თქმაც გსურთ. განა მიუღებლად მეჩვენება ასეთი შედარება, უბრალოდ შეუძლებლად... მაგრამ ვინ იცის რომელი უფრო ადვილია, იყო სიყვარულით სავსე და დაითმინო სხვათა ცოდვები, თუ...
12. ნეფერტარი, მერწმუნე, ყველა ადამიანი გაივლის საკუთარ ჯვარცმას... მესია არა, დედალი ქრისტე.. ესეც ხუმრობით !!! ნეფერტარი, მერწმუნე, ყველა ადამიანი გაივლის საკუთარ ჯვარცმას... მესია არა, დედალი ქრისტე.. ესეც ხუმრობით !!!
11. ჰარირამა, ასეა გაიხარე შენ, ერთი ამოსუნთქვით დაიწერა და საოხუნჯო ევრაფერი ვნახე მეც .... ბევრი მხრიდან მოვუარე, მაგრამ...მადლობა კეთილი სურვილისა და რჩევისათვის <3 ჰარირამა, ასეა გაიხარე შენ, ერთი ამოსუნთქვით დაიწერა და საოხუნჯო ევრაფერი ვნახე მეც .... ბევრი მხრიდან მოვუარე, მაგრამ...მადლობა კეთილი სურვილისა და რჩევისათვის <3
10. გულის გადაშლა არ არის ეტყობა საჭირო, ტორემ საოხუნჯო ვერაფერი ვნახე მე. კარგია ესეც მანმდე წაკიტხულივით, ეგაა რომ ამბავი არ ახლავს თან ,მოტხრობილი ამბავი უფრო აღქმადს გახდიდა მგონია,მოკლედ ჩართული ერტი ლურსმის ამბავი. წარამტებები მირცხულავა გულის გადაშლა არ არის ეტყობა საჭირო, ტორემ საოხუნჯო ვერაფერი ვნახე მე. კარგია ესეც მანმდე წაკიტხულივით, ეგაა რომ ამბავი არ ახლავს თან ,მოტხრობილი ამბავი უფრო აღქმადს გახდიდა მგონია,მოკლედ ჩართული ერტი ლურსმის ამბავი. წარამტებები მირცხულავა
9. არ მეგონა პარიზი-სტამბულის საჰაერო ტრასაზე სავაჭრო ფარდულები თუ იყო ჰაერში გამოკიდებული. ავტორიც საკუთარ ჯვარცმას არაერთხელ დასწრებია და ცოცხალი გადარჩენილა. მესია ხართ ავტორო? :) რას არ გაიგებს კაცი ამ ურაკპარაკზე. ვხუმრობ რა თქმა უნდა. :)
არ მეგონა პარიზი-სტამბულის საჰაერო ტრასაზე სავაჭრო ფარდულები თუ იყო ჰაერში გამოკიდებული. ავტორიც საკუთარ ჯვარცმას არაერთხელ დასწრებია და ცოცხალი გადარჩენილა. მესია ხართ ავტორო? :) რას არ გაიგებს კაცი ამ ურაკპარაკზე. ვხუმრობ რა თქმა უნდა. :)
8. მდააა,რენუარის კომენტარი ამ ნაწარმოებზე ჩემთვის იყო გაუგებარი, ახლაღა მივხვდი, რას გულისხმობდა... არ ვიცი, არ ვყოფილვარ ძველ იერუსალიმში, მაგრამ საკუთარ ჯვარცმას კი დავსწრებივარ არაერთხელ (( მდააა,რენუარის კომენტარი ამ ნაწარმოებზე ჩემთვის იყო გაუგებარი, ახლაღა მივხვდი, რას გულისხმობდა... არ ვიცი, არ ვყოფილვარ ძველ იერუსალიმში, მაგრამ საკუთარ ჯვარცმას კი დავსწრებივარ არაერთხელ ((
7. 2პს: ვგიჟდები მზიან ხაიფაზე. 2პს: ვგიჟდები მზიან ხაიფაზე.
6. არა ნინო შენ რა ხელი გაქვს მაგ ამბავთან? ჩემს კომენტარს ისევე არა აქვს კავშირი შენთან როგორც შენს კომენტარს ამ ნაწარმოების თემატიკასთან ;) და ამ ყველაფერს თავი დავანებოთ, მე შენ იმედებს როგორ გაგიცრუებ, მით უფრო დიდს? +ჩვენ ხომ შევთანხმდით გოგონათი და ნინითი და ა.შ. არ მოგმართავდი ;) პს: რაც დრო გადის მითუფრო ვრწმუნდები რომ ჩვენი სულები ახლოა ერთმანეთთან, მეც იგივე განცდა მქონდა როგორიც შენ ხაიფაში როცა მაიმიდან ნიუ-იორკში, ნიუ-იორკიდან პარაზში, პარიზიდან-სტამბულში და სტამბულიდან-ბათუმში მოვფრინავდი, და როცა ჩამოვფრინდი ვიფიქრე ჯანდაბა რატომ არ დავრჩი ამ დამპალ პარიზში :/ მომენატრე ჩვენში დარჩეს...
არა ნინო შენ რა ხელი გაქვს მაგ ამბავთან? ჩემს კომენტარს ისევე არა აქვს კავშირი შენთან როგორც შენს კომენტარს ამ ნაწარმოების თემატიკასთან ;) და ამ ყველაფერს თავი დავანებოთ, მე შენ იმედებს როგორ გაგიცრუებ, მით უფრო დიდს? +ჩვენ ხომ შევთანხმდით გოგონათი და ნინითი და ა.შ. არ მოგმართავდი ;) პს: რაც დრო გადის მითუფრო ვრწმუნდები რომ ჩვენი სულები ახლოა ერთმანეთთან, მეც იგივე განცდა მქონდა როგორიც შენ ხაიფაში როცა მაიმიდან ნიუ-იორკში, ნიუ-იორკიდან პარაზში, პარიზიდან-სტამბულში და სტამბულიდან-ბათუმში მოვფრინავდი, და როცა ჩამოვფრინდი ვიფიქრე ჯანდაბა რატომ არ დავრჩი ამ დამპალ პარიზში :/ მომენატრე ჩვენში დარჩეს...
5. დიდი იმედი მაქვს, რომ ბატონი ჯიხაძე ჩემს კომენტარს არ გულისხმობს ოხუნჯობაში, რამეთუ მე სექტემბრის თვეში საკუთარი თვალით ვნახე ძველ იერუსალიმში, ვია დოლოროზას ქუჩაზე ჩამწკრივებული სავაჭრო ფარდულები:( ნეტა არ მენახა, დავტეულიყავი ხაიფაში, დავმტკბარიყავი ხმელთაშუა ზღვით. ეჰ! დიდი იმედი მაქვს, რომ ბატონი ჯიხაძე ჩემს კომენტარს არ გულისხმობს ოხუნჯობაში, რამეთუ მე სექტემბრის თვეში საკუთარი თვალით ვნახე ძველ იერუსალიმში, ვია დოლოროზას ქუჩაზე ჩამწკრივებული სავაჭრო ფარდულები:( ნეტა არ მენახა, დავტეულიყავი ხაიფაში, დავმტკბარიყავი ხმელთაშუა ზღვით. ეჰ!
4. ლექს 5 ქულა. პს: ვგიჟდები ოხუნჯ გოგონებზე <3 ლექს 5 ქულა. პს: ვგიჟდები ოხუნჯ გოგონებზე <3
3. უხ! ერთი თვის წინ ვიყავი მაგ გზაზე და საშინელება ვნახე! რას დაამსგავსეს კაცო! გაქანებული ბაზრობაა ვია დოლოროზას ქუჩაზე :((( უხ! ერთი თვის წინ ვიყავი მაგ გზაზე და საშინელება ვნახე! რას დაამსგავსეს კაცო! გაქანებული ბაზრობაა ვია დოლოროზას ქუჩაზე :(((
2. გზა თორემ ჯვარცმა შვებაა, ღმერთმანი ((( გზა თორემ ჯვარცმა შვებაა, ღმერთმანი (((
1. გზან ნამდვილად მძიმეა... მძიმე და მტკივნეული. გზან ნამდვილად მძიმეა... მძიმე და მტკივნეული.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|