ლექციებს რომ მიკითხავდა, მაშინაც სვამდა. მთელმა კურსმა იცოდა, რომ დალევასთან ერთად ეპილეფსიაც აწუხებდა. თუმცა ვერ ვიხსენებ, ლექციაზე ცუდად გამხდარიყო. დევნილია, უცოლშვილო და უსახლკარო, კარგა ხანს ცხოვრობდა საპატრიარქოში და გამოიქცა, " უჰ, იქ იმდენი ჭკუის დამრიგებელი მყავდაო", გვიყვებოდა მერე... უამრავი წიგნის რედაქტორი და ავტორი, ძველსა და ახალ აღთქმას თავებისა და მუხლების მიხედვით ფლობს. დღეს დამემგზავრა, სოფლის მარშუტკაში, ძეგვში მიდიოდა თვითონაც, ბავშვთა და მოხუცთა თავშესაფარია იქ. ამოვიდა კანკალით, თმა- წვერ მოშვებული, მძღოლის გვერდით სკამზე მოკალათდა, ძველი, გახუნებული ქურთუკის ფართო ჯიბიდან ქადა ამოიღო, ხელით ტეხდა და მიირთმევდა... "აქ ვერ დაგსვავ, რას მომისკუპდი?" - დაეტაკა მძღოლი. " კი ,მეგობარო, მართალი ხართ, ახლავე გადავალ უკან" - მორჩილდება ესეც და მოემართება ცარიელი სავარძლისკენ. " მანდ არა, სულ უკან გადადი, თორემ ჩამოგსვავ საერთოდ !" " ახლავე, მეგობარო, ახლავე" და ისევ ყაბულსაა. მომიახლოვდა. ვერ მცნობს. როგორ ხართ თქო, ვეკითხები..." უკეთესად, ვიდრე ვიმსახურებო" - ისევ ისე მპასუხობს , როგორც სტუდენტობის დროს... მთელი გზა ელაზღანდარავა მძღოლი, სად ჩადიხარო, სახლში ხომ არ მომყვებიო და ათასი ამისთანა მდაბიო "მარგალიტები" ამოაფრქვია, სანამ გაგულისებულმა არ მივაძახე, მე ვიცი , სადაც ჩავა და წინ იყურე - თქო... ჩავიდა. ხელზე მემთხვია, მძღოლსაც თავაზიანად დაემშვიდობა და დამდეგი გიორგობა მიულოცა, პატიებაც სთხოვა, შეგაწუხეო... მერე ერთიანად, გეფიცებით, ერთიანად მოგვიკიდა მხრებზე მეც, ლაზღანდარა მძღოლიც და მოხითხითე თუ გულგრილი მგზავრები და ვხედავდი, როგორ მძიმედ შევიდა მოხუცთა თავშესაფრის ეზოში ..
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
15. ნეფერტარ, ძალიან გამიხარდა შენი კომენტარი... <3
ნეფერტარ, ძალიან გამიხარდა შენი კომენტარი... <3
14. გაიხარე, ზვერელო <3 დიდი მადლობა შენ <3 გაიხარე, ზვერელო <3 დიდი მადლობა შენ <3
13. ვიტყოდი, რომ აქ უახლესი ისტორიაა ჩატეული,ომიანი, ტკივილიანი,სადარდელი,მოსანანიებელი. ეს სილის შემოლაწუნებაა საზოგადოებაზე და იმაზე, რომ შეიცვალა მიდგომები. მოსაფერებელი , ხელისხელსატარებელი ადმაინებს გულგრილად და უხეშად მიაცილებენ თავშესაფარამდე.სადღაა მოწიწება,მდაბლად თავის დაკვრა. მიდის თავშესაფარში,ღმერთის მადლობელია, მარცხენასაც უშვერს სილისათვის. კარგია, დიდი მადლიერება ჩემგან ავტორს.
ნათია პაპიძის მოთხრობაც ამომიტივტივდა."ფრთხილად, კარები იკეტება."http://urakparaki.com/?m=4&ID=49007#comments. დიახ, ჩვენდა სამწუხაროდ, ეს არაა ერთადერთი მოვლენა. ვიტყოდი, რომ აქ უახლესი ისტორიაა ჩატეული,ომიანი, ტკივილიანი,სადარდელი,მოსანანიებელი. ეს სილის შემოლაწუნებაა საზოგადოებაზე და იმაზე, რომ შეიცვალა მიდგომები. მოსაფერებელი , ხელისხელსატარებელი ადმაინებს გულგრილად და უხეშად მიაცილებენ თავშესაფარამდე.სადღაა მოწიწება,მდაბლად თავის დაკვრა. მიდის თავშესაფარში,ღმერთის მადლობელია, მარცხენასაც უშვერს სილისათვის. კარგია, დიდი მადლიერება ჩემგან ავტორს.
ნათია პაპიძის მოთხრობაც ამომიტივტივდა."ფრთხილად, კარები იკეტება."http://urakparaki.com/?m=4&ID=49007#comments. დიახ, ჩვენდა სამწუხაროდ, ეს არაა ერთადერთი მოვლენა.
12. მადლობა ყველას, ყველას , ყველას <3
მადლობა ყველას, ყველას , ყველას <3
11. საინტერესოა. ნექტარი. საინტერესოა. ნექტარი.
10.
მშვენიერია, მშვენიერი. ყოჩაღ ავტორო. 5.
მშვენიერია, მშვენიერი. ყოჩაღ ავტორო. 5.
9. კარგად გადმოცემული, მოკლე, სევდიანი ამბავი, რომელიც ამა სოფლის ამაოებასა და უმადურობაზე ჩაგაფიქრებს. კარგად გადმოცემული, მოკლე, სევდიანი ამბავი, რომელიც ამა სოფლის ამაოებასა და უმადურობაზე ჩაგაფიქრებს.
8. სამწუხაროდ დღე არ გავა მსგავსი ისტორიები არ მოვისმინო, მინდა რომ ყველას დავეხმარო,ძალიან ცოტასთვის ვახერხებ... სამწუხაროდ დღე არ გავა მსგავსი ისტორიები არ მოვისმინო, მინდა რომ ყველას დავეხმარო,ძალიან ცოტასთვის ვახერხებ...
7. საინტერესო ხედვის უნარი აქვს ავტორს. საინტერესო ხედვის უნარი აქვს ავტორს.
6. საინტერესოა. 5 საინტერესოა. 5
5. აუუუუ დავინახე მე ეს ადამიანი
ერთიანად მოგვიკიდა მხრებზე მეც, ლაზღანდარა მძღოლიც და მოხითხითე თუ გულგრილი მგზავრები და ვხედავდი, როგორ მძიმედ შევიდა მოხუცთა თავშესაფრის ეზოში .. აუუუუ დავინახე მე ეს ადამიანი
ერთიანად მოგვიკიდა მხრებზე მეც, ლაზღანდარა მძღოლიც და მოხითხითე თუ გულგრილი მგზავრები და ვხედავდი, როგორ მძიმედ შევიდა მოხუცთა თავშესაფრის ეზოში ..
4. უძლიერესი ნაწერია!-გულწრფელად ვამბობ. მოკლედ, ლაკონურად და ამ რამდენიმე წინადადებაში ყველაფრის მოყოლა მოახერხა ავტორმა. მიყვარს ისეთი ნაწერები, სადაც არ მიწევს შენიშვნის თქმა და სადაც პერსონაჟები კარგად ჩანან, ხასიათები, ტიპაჟები კარგად რომაა გადმოცემული, ყოველგვარი ძალდატანების გარეშე. +5 უძლიერესი ნაწერია!-გულწრფელად ვამბობ. მოკლედ, ლაკონურად და ამ რამდენიმე წინადადებაში ყველაფრის მოყოლა მოახერხა ავტორმა. მიყვარს ისეთი ნაწერები, სადაც არ მიწევს შენიშვნის თქმა და სადაც პერსონაჟები კარგად ჩანან, ხასიათები, ტიპაჟები კარგად რომაა გადმოცემული, ყოველგვარი ძალდატანების გარეშე. +5
3. სევდიანი ამბავია, და მოყოლილიც ისეა ჯიგარს რომ აგიწვავს. ჩემი საქმე არა ეს მაგარმ იქნებ ხანდახან რამე მხიარულიც დადო თუ შეძლებ , მე მგონი ისიც არ გამოგიგივა ურიგოდ. წარმატებები დინა სევდიანი ამბავია, და მოყოლილიც ისეა ჯიგარს რომ აგიწვავს. ჩემი საქმე არა ეს მაგარმ იქნებ ხანდახან რამე მხიარულიც დადო თუ შეძლებ , მე მგონი ისიც არ გამოგიგივა ურიგოდ. წარმატებები დინა
1. "მერე ერთიანად, გეფიცებით, ერთიანად მოგვიკიდა მხრებზე მეც, ლაზღანდარა მძღოლიც და მოხითხითე თუ გულგრილი მგზავრები და ვხედავდი, როგორ მძიმედ შევიდა მოხუცთა თავშესაფრის ეზოში ."
კარგი ნათქვამია
მომეწონა ამბავიც "მერე ერთიანად, გეფიცებით, ერთიანად მოგვიკიდა მხრებზე მეც, ლაზღანდარა მძღოლიც და მოხითხითე თუ გულგრილი მგზავრები და ვხედავდი, როგორ მძიმედ შევიდა მოხუცთა თავშესაფრის ეზოში ."
კარგი ნათქვამია
მომეწონა ამბავიც
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|