ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნ.ფხოველი
ჟანრი: პოეზია
31 დეკემბერი, 2015


***

რაღა რად მინდა ხანჯარი,
თუ არა ვსჭრიდე სახელსა,
ან ეს ცხენ რიღასთვის მინდა
ბალახს ვუზიდავ რაზედა,
თუ არ შევაჯექ გადაველ
ცხრა მთას იქეთ და აქეთა,
თუ არ ვიხვეჭდი მოსახვეჭს,
რაც, რომ წამყვება აქედან,
ან ეს სახლ-კარი რად მინდა
სტუმარს ვუშვებდე გარეთა,
თვითონ მაძღარმა ვიარო
სხვა დაეძებდეს საკვნეტსა,
ღმერთო შენ დაგვამწყალობლე
დავჯარდეთ შენ სახლს კარზედა,
დაგვიფრთიანდეს მართვენი
თავისი ბუდის დამცველად,
დღენიად წყალმა იდინოს
ჩვენი ვარამის წამღებად.

პ.ს ბედნიერ შობას დაასწროს ღმერთმა სრულიად საქართველო.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები