 | ავტორი: დევიდ ჟანრი: პოეზია 11 იანვარი, 2016 |
ოცნებავ ჩემო, გამიშვი ხელი, ნიჭს შემოეხა ტანზე მანტია. მე ამ საქმიდან არაფერს ველი და დღეს რა მინდა ესეც ფაქტია... ღვთიური წუთი დროს ვერ იმონებს, თუმცა გვიტოვებს მრავალ სახსოვარს. დაფიქრდი, ხვალ ჩვენ ვინ მოგვიგონებს? ცხვირწინ ვინც მიზის მას არ ვახსოვხარ. და მე არ ვიმჩნევ უკმარისობას, განა ჰაერის – უჰაერობის! სასმელს არასდროს ვუკადრისობ და ვამბობ: ყველა გზას, თავის გზა ერთვის... თვალებს ხუჭავენ ლამპიონები, ქუჩებში კვლავაც უცხო სუნია. გადაიხვეწე თუ გინდა წლებით, სადაც კარგს ხედავ, იქაც ცუდია... ასეა ჩემო ფილოსოფოსო, აზრი აღარ აქვს უშნო მცდელობებს. შენ რომ გგონია ადამიანი, ადამიანის ტყავით შემოსეს... და მერე როცა ყველას ენდობი, გარქმევენ სულელს, უნიჭოს, უვიცს. სასწაულია ყველა ეპოქის განდეგილი, რომ სიყვარულს უფრთხის. წერენ პოემებს, ლექსებს, ვერლიბრებს, თავს გვევლებიან ტკბილი ფიქრებით. შემეშვით! გული ამდენს ვერ იტევს, დამჭერით, სუფთა გრძნობის რითმებით. მზე პირს მოიბანს ლურჯი ზღვის ქაფით, გემშვიდობებით ყველას წინსწრებით. დღეს კარგად გიცნობთ, თქვენ ის მითხარით, ხვალ ვინ იქნებით, ხვალ ვინ იქნებით . . .
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. ანანე კიკნაძე. გმადლობთ, აზრის დაფიქსირებისთვის ))) ანანე კიკნაძე. გმადლობთ, აზრის დაფიქსირებისთვის )))
1. რა კარგი გაქვს ზოგიერთი მიგნება და რითმა, მაგრამ თვალებდახუჭული ლამპიონების და ნიჭის ტანზე შემოხეული მანტიების ბანალური ფრაზებიდან უნდა გამოხვიდე. დამენანა ნიჭი ასეთი სიმარტივისთვის. წარმატებები. რა კარგი გაქვს ზოგიერთი მიგნება და რითმა, მაგრამ თვალებდახუჭული ლამპიონების და ნიჭის ტანზე შემოხეული მანტიების ბანალური ფრაზებიდან უნდა გამოხვიდე. დამენანა ნიჭი ასეთი სიმარტივისთვის. წარმატებები.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|