 | ავტორი: ნეფერტარი ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 29 იანვარი, 2016 |
დავით ზარდიაშვილის ინფორმაციამ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. მისი სტატია დასათაურებულია შემდეგნაირად :
"ყველას საყურადღებოდ, ვისაც კრედიტი დოლარში აქვს, თქვენ შეგიძლიათ ვალი იმ კურსით გადაიხადოთ,
რა კურსიც კრედიტის აღების დროს იყო. " განთავსებულია აქ: http://www.nsp.ge/view.php?id=6743
თემა ეხება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 389-ე მუხლის განმარტებას, უფრო სწორად მის იურდიულად წაკითხვის საკითხს. ეს სტატია მთელმა ფეისბუქმა აიტაცა, რადგან კრედიტით/სესხით ბევრი სარგებლობს და ვისაც აშშ დოლარში აქვს ვალი, უფრო მეტი ლარი ეხარჯება კრედიტის დასაფარავად (მეც მათ შორის ვარ).
საქმე ისაა, რომ ამ მუხლთან მიმართებით, უკვე არსებობს საქართველოს სასამართლოების პრაქტიკა, რომელიც საპირისპიროს ამბობს, რადგან თემამ წამოიწია ჯერ კიდევ 1999 წელს, როცა ლარი აშშ დოლართან მიმართებით მკვეთრად დაეცა.
სასამართლოებში მაშინ წამოვიდა სარჩელების/დავების ტალღა რომლის საგანიც დღეს გავრცელებული იგივე თემა იყო, ეს საკითხი თხუთმეტი წლის წინ განიმარტა და სპეციალურად შევიდა "ქართული სამართლის მიმოხილვაში" N 5 /2002-1.
დავა გადაწყვიტა საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2001 წლის 27 ივნისის N 3k/467-01 განჩინებით. მას შემდეგ სამოქალაქო კოდექსის 389-ე მუხლი მოიხსენიება როგორც "ნომინალიზაციის პრინციპი."
გადაწყვეტილებაში წერია შემდეგი:
მითითებული კანონის მოთხოვნიდან გამომდინარე (სამოქ, კოდექსის 389-ე მუხლი), ფულის ერთეულის გაზრდა ან შემცირება თავისთავად გულისხმობს ფულის რეფორმას, რაც ფულის სისტემის განმტკიცებისთვის გატარებული სახელმწიფო საკანონმდებლო აქტია, რომლის შედეგად ხდება ქვეყანაში ფულის მოქმედი სისტემიდან სხვა სისტემაზე გადასვლა.
ამ დროს ხდება გაუფასურებული ფულის მიმოქცევიდან ამოღება და მის ადგილს იკავებს ახალი ფული, იცვლება ფულის ერთეული ან მისი ოქროს შემცველობა, რის შემდეგაც დგინდება ფულადი ერთეულის, ფულის ნიშნის ფორმა და ეროვნული ვალუტის კურსი.
ფულის კურსი კი ნიშნავს ერთი ქვეყნის ფულის ერთეულის ღირებულებას, გამოხატულს სხვა ქვეყნის ფულის ერთეულში. ფულის კურსის დადგენა გაიგივებულია მის კოტირებასთან, რაც უცხოური ვალუტის საბირჟო ფასების დადგენას ნიშნავს. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ვალუტის შეცვლა გულისხმობს ქვეყანაში არსებული ფულის ნიშნის შეცვლას.
აღიარებული პრაქტიკით, ფულადი ვალდებულების შესრულების დროს მოქმედებს ე.წ. ნომინალური პრინციპი, ე.ი. პრინციპი იმის შესახებ, რომ ვალი ნომინალურად იმ თანხაში უნდა დაიფაროს, რომლის შესაბამისადაც იყო დადებული ხელშეკრულება. სასამართლო კოლეგია თვლის, რომ ფულადი ვალდებულების შესრულების დროს სამოქალაქო კოდექსის 389-ე მუხლის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ადგილი აქვს დენომინაციას, ანუ ფულის ერთეულის ნომინალის ცვლილებას.
მაგალითად, დენომინაცია განიცადა საბჭოთა კავშირის დროს მანეთმა, როდესაც 10 მანეთის ნომინალი შეიცვალა 1 მანეთის ნომინალით.
ვალუტის ცვლილებას ადგილი ჰქონდა მაშინ, როცა რუსული რუბლი შეიცვალა კუპონით, ხოლო შემდეგ კუპონი – ლარით.
რაც შეეხება ჰიპერინფლაციას, აღნიშნული თავისთავად ნიშნავს საქონლის ფასებისა და მიმოქცევაში არსებული ფულის მასის უაღრესად სწრაფ ზრდას, რომელიც იწვევს ფულადი ერთეულის მკვეთრ გაუფასურებას, საგადასახადო ბალანსის მოშლასა და ნომინალური სამეურნეო კავშირების დარღვევას.
ამ დროს, მიმოქცევის სფეროში სახელმწიფო უშვებს დიდი რაოდენობის ფულს, რომელიც რეალური საქონელბრუნვის საჭიროებას აღემატება, რასაც მოსდევს ფულის კურსის მკვეთრი გაუარესება, ოქროს საბაზრო ფასების ზრდა.
ვინაიდან ქართული ეროვნული ვალუტის – ლარის მიმართ ზემოთ მითითებულ პროცესებს ადგილი არ ჰქონია, ფულადი ვალდებულებების შესრულების დროს დაუშვებელია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 389-ე მუხლის გამოყენება.
ამ მუხლის გამოყენება დაუშვებელია ასევე ფულის ნომინალური გაცვლითი კურსის ვარდნის დროს, რადგან აღნიშნული პროცესი ყველა ქვეყანაში აღინიშნება. ლარის კურსის დაცემის კრიტერიუმად არ შეიძლება აღებულ იქნას რომელიმე უცხოურ ვალუტასთან შეფარდება, რადგან, როგორც ცნობილია, ლარის კურსი უცხოურ ვალუტასთან შეფარდებაში მერყეობს, ზოგი ქვეყნის ვალუტასთან შეფარდებით მცირდება, მაგრამ ზოგიერთი ქვეყნის ვალუტასთან მიმართებით იზრდება.
წყარო: http://media.wix.com/ugd/1ee20c_2e19e9bec7ae46caa46d5da1f0528e94.pdf
+ + +
ასე რომ დ. ზარდიაშვილის მოსაზრება მცდარია.თუ მოვალე მისი ინფორმაციის საფუძველზე სასამართლოს მიმართავს, დიდი შანსია სასამართლო პროცესი წააგოს და ვალის გადახდასთან ერთად, დაეკისრება როგორც სასამართლო ხარჯები, ასევე აღსრულების ხარჯები, რაც ჯამში ვალის 10%-ზე მეტი შეძლება იყოს. ანუ ვალი 10% -ით მოიმატებს.
გამოსავალს მკითხავთ და გპასუხობთ:
მიაკითხეთ ბანკებს და "მისოებს", სადაც კრედიტები გაქვთ, ისინი მოქცეულნი არიან ეროვნული ბანკის რეგულაციის ქვეშ. მიმართვის შემთხვევაში დაგეხმარებიან რომ ვადა გაუგრძელდეს კრედიტებს აშშ დოლარში (თვეში გადახდების თანხა მცირდება) ან სხვა სამართლებრივი ბერკეტებით დაეხმარონ მოვალეებს. სამწუხაროდ ეს არ შეეხებათ კრედიტორ ფიზიკურ პირებს, რადგან ეროვნული ბანკის რეგულაციას არ ექვემდებარებიან.
დიდი ილიასი არ იყოს "რა გითხრათ, რით გაგახაროთ..." თავს იმით ვიმშვიდებ, რომ მეც იგივე გარემოებაში ვარ, მაქვს კრედიტი აშშ დოლარში ხოლო შემოსავალი ლარში. ანუ, ამ ქვეყანაში თუ რამე მოხდა, ყველაფერმა ჩემი სახლის კარზე გადაიარა...
გმადლობთ ყურადღებისთვის.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
36.
კი, მასეა, მაგ ფსევდონიმს, ნეფერტარს, ყველა იცნობს როგორც ავტორს, ჩემი ნამდვილი გვარი და სახელი კი მხოლოდ ჩემს პროფესიაშია ცნობილი. :) სამაგიეროდ იქ ნეფერტარს არ იცნობენ და ბომბივით იფეთქა მაგ ამბავმა, :)

35. ნეფერტარი გახსენი და ვნახე "ბედუინის" ყდა მომეწონა. კარგია ნეფერტარი რომ აწერია, მომეწონა. ნეფერტარი გახსენი და ვნახე "ბედუინის" ყდა მომეწონა. კარგია ნეფერტარი რომ აწერია, მომეწონა.
34. რა მაგის პასუხია და : ) მონატრებული მოკითხვა და ჩახუტება ნინას :) <3 რა მაგის პასუხია და : ) მონატრებული მოკითხვა და ჩახუტება ნინას :) <3
33. გმადლობთ მუხა,
მრავალ ბედნიერ აღდგომას მოესწარით და დაესწარით. გაშოროთ ავი და ბოროტი, აგერიდოთ განსაცდელი. მრავალი ბრწყინვალე შვიდეული ანათებდეს თქვენს ბედნიერ ოჯახს.
ამინ!
გმადლობთ მუხა,
მრავალ ბედნიერ აღდგომას მოესწარით და დაესწარით. გაშოროთ ავი და ბოროტი, აგერიდოთ განსაცდელი. მრავალი ბრწყინვალე შვიდეული ანათებდეს თქვენს ბედნიერ ოჯახს.
ამინ!
32. ნეფერტარი მრავალ აღდგომას დაესწარი, შენი ბრძნული აზრებით და სამართლიანი გულით. ნეფერტარი მრავალ აღდგომას დაესწარი, შენი ბრძნული აზრებით და სამართლიანი გულით.
31. აუფ...როდის იყო ფეისბუქზე სწორი ინფორმაცია იდებოდა ! :) მე მაგალითად დღეს დავდე ინფორმაცია რომ პუტინი მოკვდა......მაგრამ არავინ აღელვებულა არც კომენტარი ყოფილა...სამაგიეროდ ვიღაცამ დადო ბლა-ბლა და 134 მოწონება, აბაააა???? ეგრეა..მთავარია რეკლამა, ანუ ვინ წერს..თორემ რას წერ...ეგ არაა მნიშვნელოვანი :) აუფ...როდის იყო ფეისბუქზე სწორი ინფორმაცია იდებოდა ! :) მე მაგალითად დღეს დავდე ინფორმაცია რომ პუტინი მოკვდა......მაგრამ არავინ აღელვებულა არც კომენტარი ყოფილა...სამაგიეროდ ვიღაცამ დადო ბლა-ბლა და 134 მოწონება, აბაააა???? ეგრეა..მთავარია რეკლამა, ანუ ვინ წერს..თორემ რას წერ...ეგ არაა მნიშვნელოვანი :)
30. არ გაგიკვირდეთ ახლა, გაზაფხულია ახალი წელი, აბა ბნელი ცივი და ყიამეთიანი იანვარი მარტო კალენდარზეა ახალი წელი საცივით და გოზინაყით. ახლა ყველაფერი იღვიძებს და ახალზე ახალი წელია. :))
არ გაგიკვირდეთ ახლა, გაზაფხულია ახალი წელი, აბა ბნელი ცივი და ყიამეთიანი იანვარი მარტო კალენდარზეა ახალი წელი საცივით და გოზინაყით. ახლა ყველაფერი იღვიძებს და ახალზე ახალი წელია. :))
29. ტენდის და მუხას ვულოცავ ახალ წელს. :)
ტენდის და მუხას ვულოცავ ახალ წელს. :)
28. ოი, ნეფერტარ, ახლა წავიკითხე ეგ კომენტარი. :)
ეგ არის ზუსტად, ბესცელერი და კიდევ ათი წლის შემდეგ აღარვის ემახსოვრება. :) ქრთამის აღებაზედაც კარგად წერდა. :))))) ოი, ნეფერტარ, ახლა წავიკითხე ეგ კომენტარი. :)
ეგ არის ზუსტად, ბესცელერი და კიდევ ათი წლის შემდეგ აღარვის ემახსოვრება. :) ქრთამის აღებაზედაც კარგად წერდა. :)))))
27. ნეფერტარ, გილოცავ გაზაფხულის მობრძანებას! :) ნეფერტარ, გილოცავ გაზაფხულის მობრძანებას! :)
26. ჰარი პოტერზე გოჩა გვასალიამ დაწერა კარგი რამე, დავდე აქ "სხვაში", მაგრამ ნ-ი-კ-ი-მ წამიშალა, სხვისები არ შეიძლებაო.
ჰარი პოტერზე გოჩა გვასალიამ დაწერა კარგი რამე, დავდე აქ "სხვაში", მაგრამ ნ-ი-კ-ი-მ წამიშალა, სხვისები არ შეიძლებაო.
25. ტენდი, აქედან გიპასუხებთ თქვენ და აზგოს, რადგან ქულები აღარ მეყოფა. გურამ ფანჯიკიძე მეც მახსოვს. ის მათემატიკოსი იყო თამაზ იაშვილი, მისი ვაჟკაცი მეგობარი კი ოთარ ნიჟარაძე. ეგ იმიტომ მახსოვს რომ ფილმის "თვალი პატიოსანის" ბოლო ეპიზოდი, ჩემს სახლთან ახლოს, ვერხვების ხეივანში გადაიღეს. კინოსტუდია დედაჩემის სახლის მეზობლადაა. ლევან ხიდაშელი სხვა რომანის გმირია, "მეშვიდე ცა" ასე ჰქვია, გმირის წითელი ვარსკვლავისთვის რომ ჩალიჩობს -ისაა. :) მისი რომანებიდან „აქტიური მზის წელიწადი“ ყველაზე უკეთესი იყო. ახლა შეიძლება სასაცილოა, მაგრამ სამივე რომანმა ისეთი რეზონანსი გამოიწვია მაშინ, რომ მამამ ძლივს იშოვა მისი წიგნები. მახსოვს ერთი წიგნიც გვქონდა რომელიც ედუარდ შევარდნაძეზე, ფსიქოლოგიური პორტრეტი იყო, ისე იყო დახატული შევარდნაძის ეგო, დედაჩემმა თქვა ამის შემდეგ არავის გაკვირვებია, მოსკოვში რომ გადაიყვანესო. იმ დროს დიდი გამბედაობა უნდოდა ეგეთი რამეების წერას. :)) გაბედა მაშინ მაგ კაცმა... წერდა კარიერისტებზე, ნარკომანებზე, ნიჰილიზმზე, უშრომელ შემოსავალზე, საქმოსნებზე, და სექსიც გვარიანად ჰქონდა გამოყენებული. :)) ნოვაცია ყოფილა მაშინ თურმე. :)
ტენდი, აქედან გიპასუხებთ თქვენ და აზგოს, რადგან ქულები აღარ მეყოფა. გურამ ფანჯიკიძე მეც მახსოვს. ის მათემატიკოსი იყო თამაზ იაშვილი, მისი ვაჟკაცი მეგობარი კი ოთარ ნიჟარაძე. ეგ იმიტომ მახსოვს რომ ფილმის "თვალი პატიოსანის" ბოლო ეპიზოდი, ჩემს სახლთან ახლოს, ვერხვების ხეივანში გადაიღეს. კინოსტუდია დედაჩემის სახლის მეზობლადაა. ლევან ხიდაშელი სხვა რომანის გმირია, "მეშვიდე ცა" ასე ჰქვია, გმირის წითელი ვარსკვლავისთვის რომ ჩალიჩობს -ისაა. :) მისი რომანებიდან „აქტიური მზის წელიწადი“ ყველაზე უკეთესი იყო. ახლა შეიძლება სასაცილოა, მაგრამ სამივე რომანმა ისეთი რეზონანსი გამოიწვია მაშინ, რომ მამამ ძლივს იშოვა მისი წიგნები. მახსოვს ერთი წიგნიც გვქონდა რომელიც ედუარდ შევარდნაძეზე, ფსიქოლოგიური პორტრეტი იყო, ისე იყო დახატული შევარდნაძის ეგო, დედაჩემმა თქვა ამის შემდეგ არავის გაკვირვებია, მოსკოვში რომ გადაიყვანესო. იმ დროს დიდი გამბედაობა უნდოდა ეგეთი რამეების წერას. :)) გაბედა მაშინ მაგ კაცმა... წერდა კარიერისტებზე, ნარკომანებზე, ნიჰილიზმზე, უშრომელ შემოსავალზე, საქმოსნებზე, და სექსიც გვარიანად ჰქონდა გამოყენებული. :)) ნოვაცია ყოფილა მაშინ თურმე. :)
24.
რეფინანსირების განაკვეთი გაიზარდა, ანუ 8-ს მაგივრად 10% გახდა. :(
რეფინანსირების განაკვეთი გაიზარდა, ანუ 8-ს მაგივრად 10% გახდა. :(
23. მიშა რატიანი, გაიღვიძე თუ ჯერ არ გაგიღვიძია? =))
შენ, ოცი წლის უკან საქართველოდან მიგრირებულ "სოვიეთ" ჟურნალისტს, არ გაქვს უფლება შეაფასო, ან ილაპარაკო, კანონს არღვევს თუ არა საქართველოს ეროვნული ბანკი. იმ ქვეყნის ეროვნულ ბანკი და ეკლესია ლანძღე, რომელ ქვეყანაშიც აფარებ თავს. ჩვენ, საქართველოს სახელმწიფოს მოქალაქეები მივხედავთ ჩვენს საქმეს და შენი დამოძღვრა იმ ქვეყნიდან, ეკონომიკა თავზე რომ ექცევა, -არ გვესაჭიროება.
ცდები როგორც ყოველთვის :
1. ლარი მ ი მ ო ქ ც ე ვ ი ს საშუალება კი არ არის, არამედ გ ა დ ა ხ დ ი ს ს ა შ უ ა ლ ე ბ ა ა; ეგრე რომ არ იყოს, ვერცერთ ვალუტის გაცვლის წერტილს ვერ იპოვიდი საქართველოში, აი ზუსტად ისე, მაშინ რომ იყო, შენ რომ გრემიტობდი აქ; ტერმინების გარჩევას რომ მიუძღვენი ორი პროსტინა, ჯერ გაარკვიე რა არის "მიმოქცევა" და რა არის "გადახდის" საშუალება. 2. უცხოურ ვალტუში კრედიტების გაცემა კანონითაა დაშვებული, ფინანსური მომსახურების სახეა და იმიტომ. 3. ქართულ ბანკებს გაცილებით მეტი კრედიტი აქვთ გაცემული ლარში და დღესაც აქტიურად გასცემენ, როგორმე ლარი რომ გამყარდეს. ეს მათი პრიორიტეტული ამოცანაა, იმიტომ რომ მათი აქტივები დაფიქსირებულია ლარში. 4. სანამ ვინმეს დანაშაულს დააბრალებ, საკუთარ საქციელს დაუკვირდი, დიდი ეჭვების საფუძველია შენი ყველა კომენტარი. 5. რა გავეშება? მენემომ თვითონ დაწერა " ელოდებიან ამ ნაწერსო" ვნახე და ადრევე დავუანონსე მოვალ და წავიკითხავთქო. რა შევარდნა-გამოვარდნა, შევარდნაძე გენატრება ხო ? :)) 6. ჩემი მეგობრის აუდი 15 წლისაა, წითელი ხიზილალა 200 გრამი 45 ლარი ღირს და არაყი ფინლანდია კიდევ ალბათ სადღაც 40 ლარი. თუ ძალიან გენატრება და არა გაქვს, დაწერე შენი მისამართი და გამოგიგზავნი ამანათით ქაშაყთან ერთად. კარტოფილი და პრასი გაქვს ალბათ. 7. საქართველოს ბანკს ჩემზე 100-ჯერ უკეთესი თანამშრომლები ჰყავს და შენ გაითვალისწინე ეგ. მენემოს რაღა ვუთხრა, შენ უარესებს წერ ამხელა კაცი, იმხელა გამოცდილებით. საქართველოს ბანკი არ გეყო და ეროვნულ ბანკს გადაწვდი... ვითომ გულშემატკივრობ საქართველოს, სინამდვილეში მის მთავარ ღირებულებებს ლანძღავ, თათახავ და აშარჟებ; 8. მიშა რატიანი, გულზე ნუ გესობა მე ჩემს მეგობრებთან ვისკის გეახლებით თუ არაყს; აზრის სიცხადეს არ ვუჩივი, რაც ჩემს კომენტარებს ემჩნევა - შენი კომენატრებისგან განსხვავებით... თუ მეგობრები არ გყავთ და ეგ გშურთ...
ასჯერ მაქვს ნათქვამი დამანებე თავითქო. ასეჯერ გაქვს დაფიცებული რომ ნეფერტარს თავს დავანებებო, მაინც არ მანებებ. შეყვარებული ხო არ ხარ ჯიგრულად?
მიშა რატიანი, გაიღვიძე თუ ჯერ არ გაგიღვიძია? =))

22. მევალეთა რეესტრის შვების მომგვრელი გონივრული რჩევებია, ბანკის შეცვლის იდეაც უკეთესი პირობების მისაღებად და მდგომარეობის შესამსუბუქებლად, გასაუმჯობესებლად მევალეებისათვის მისწრებაა სხვა რჩევებთან ერთად, თან უფასოდ.
ღირებული მზრუნველობა გაჭირვებულთა დასახმარებლად, მადლია ნეფერტარი, მადლი. გონიერნი ამას დაგიმადლებენ, ამდენი ბევრმა არ იცის და ვინც იცის არც ეტყვის ამას მათ. მევალეთა რეესტრის შვების მომგვრელი გონივრული რჩევებია, ბანკის შეცვლის იდეაც უკეთესი პირობების მისაღებად და მდგომარეობის შესამსუბუქებლად, გასაუმჯობესებლად მევალეებისათვის მისწრებაა სხვა რჩევებთან ერთად, თან უფასოდ.
ღირებული მზრუნველობა გაჭირვებულთა დასახმარებლად, მადლია ნეფერტარი, მადლი. გონიერნი ამას დაგიმადლებენ, ამდენი ბევრმა არ იცის და ვინც იცის არც ეტყვის ამას მათ.
21. საერთოდ, რატომ მიგაჩნიათ, რომ ამ სფეროში თავი კომპეტენტურად მიმაჩნია? რავა, პროფესიონალის ხელი ეტყობა თუ? =)))
იმიტომ ხომ არ გინდათ ეს ნაწერი ავიღო რომ ზარდიაშვილის წამოწყებულ სოციალურ უთანხმოებას უჭერთ მხარს და ამას ჩემი ლანძღვით ნიღბავთ? =))
თუ საჭიროდ ჩათვლის ადმინი, წაშლის თვითონ, ოღონდ ჯერ მე მომწერს.
საერთოდ, რატომ მიგაჩნიათ, რომ ამ სფეროში თავი კომპეტენტურად მიმაჩნია? რავა, პროფესიონალის ხელი ეტყობა თუ? =)))
იმიტომ ხომ არ გინდათ ეს ნაწერი ავიღო რომ ზარდიაშვილის წამოწყებულ სოციალურ უთანხმოებას უჭერთ მხარს და ამას ჩემი ლანძღვით ნიღბავთ? =))
თუ საჭიროდ ჩათვლის ადმინი, წაშლის თვითონ, ოღონდ ჯერ მე მომწერს.
20. მიშა რატიანი,
საერთოდ არ მაღელვებს რა წარმოდგენები გაქვთ ჩემზე, რას ფიქრობთ და რას გეგმავთ.
აუარეთ გვერდი ამ ნაწერს, წაიკითხეთ სხვა, მაგალითად ნათია როსტიაშვილის მოთხრობები, აქეთ, ადიდეთ და დამშვიდდით. ან მენემოს მოუწონეთ ნაწერები, სადაც მთავარი გმირი ფალოსია და ყველა პერსონაჟი გამოფალოსებული.
”სხვაში” დევს ეს ”ს ხ ვ ა შ ი ”. არ ვიცი რატომ მატენით მენემოს ”ჩემ შვილიშვილად,” ან რა ვალდებული ვარ ვინმეს ასაკი და პირუკუ ცხოვრება ვიცოდე და ანგარიში გავუწიო? - არ მევალება და არც მაინტერესებს.
სამაგიეროდ ის ვიცი, რომ თქვენ პაპად მეკუთვნით, და საკუთარი თავით დაიწყეთ...თქვენი შვილიშვილის ტოლას - დამანებეთ თავი...
ეს ნაწერი აქ დარჩება. ის კომენტარი კი იქ, სადაც დავდე. თუ ასე გეხამუშება BOG -ზე რაც მენემომ დაწერა, ურჩიე რომ ის ერთი წინადადება ამოშალოს. სიმართლე გითხრათ არც მეცალა და სულაც გადამავიწყდა ჩემი დანაქადი. ჩემი შეტყობინება არც კი ჭირდება მაგ ბანკს, მშვენიერი უსაფრთხოების სამსახური ჰყავს და თვითონ მიხედავენ.
თქვენი შეხედულებები თქვენი კომენტარებიდან ჩანს. გითხარით მე, დაფიქრდით სანამ რამეს დაწერთთქო, ან გადახედეთ სანამ დადებთთქო, მაგრამ ისე გეჩქარებათ ჩემი და... ეკლესიის ლანძღვა, რომ თავს ვერ იკავებთ.
ჰოდა, რაღა გითხრა პაპა? შენ რომ ეგრე იქცევი, ახალაგაზრდებს რაღა მოეკითხება თუნდაც უშბამდე აჭიმულ ფალოსზე წერონ? ... =)) მიიღეთ ლუმინალი და დაიძინეთ, დროა უკვე 60-ს გადაცილებულებისთვის.
მიშა რატიანი,

19. ნეფერტარ, საიტის წევრებს, დარწმუნებულად შემიძლია ვთქვა, აქვთ კუჭ-ნაწლავის პრობლემებიც, პირადი ტრაგედიებიც, მევახშეთა ვალებიც და სასიყვარულო გულყრებიც...
მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რა სფეროშიც თავი კომპეტენტურად მიგაჩნიათ, ლიტერატურულ საიტზე ცალ-ცალკე "ნაწარმოებებად" განათავსოთ.
გუშინდელი თქვენი პოსტი, - შვილად რომ გეკუთვნით, ისეთ ავტორ მამაკაცს რომ დაუწერეთ, - ის არ წაუშლია ნიკის, ამას რატომ წაშლიდა? გაგახსენებთ:
"ნაწერზე მსჯელობა ჩემი უფლებაა რასაც გამოვიყენებ ყოველთვის. რელიგიური მრწამსები არ მაღელვებს. მე ის არ მომწონს საქართველოს ეკლესიას რომ უტევენ თქვენი გვერდიდან ფარისევლები და თქვენ ეს მოგწონთ. მეტიც აქეზებთ. თუნდაც ზოროასტრი იყავით, ოღონდ წარა-მარა ფალოსს რომ ახსენებთ თქვენს ნაწერებში, "ცეცხლთაყვანისმცემლობის" რა გითხრათ და ცოტა სხვა რაღაცის თაყვანისმცემლობის შთაბეჭდილება რჩება."
ამ ტექსტის პატრონს, გინდათ ან თქვენი ჭეშმარიტი რელიგიურობა დაიჯეროს ვინმემ, ან კეთილშობილება, ან რაიმე კეთილი ნება და ან საიტის წევრთა ეკონომიკურ პრობლემებზე დარდით ღამისთენება?
თქვენ ხომ ძალიან კარგად იცით, რომ ამგვარი საკითხებისთვის არსებობს ფორუმი, თუკი მაინცა და მაინც საბანკო პოლიტიკის განხილვა ურაკპარაკზე მოგეპრიანათ. ან რა ნდობის მანდატი მოიპოვეთ ამისთანა, რომ გადაწყვიტეთ აუცილებლად თქვენი რჩევა სჭირდებოდა ურაკპარაკს, თორემ გაგებაში არ არიან, სად მოიძიონ მართლაც სანდო ინფორმაცია? - სავსეა ქართული პორტალები ამ თემის განხილვით და უამრავი კონკრეტულად, გასაგებად და ადამიანურად დაწერილი მასალაა...
საქართველოს ეროვნული ბანკი პირველი არღვევს სახელმწოფო კანონს, რადგან თვალს ხუჭავს ბანკების მიერ უცხოურ ვალუტაში სესხების გაცემის აქტიურ პოლიტიკაზე. არადა, თავად დაადგინა კანონი იმის შესახებ, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ფულის მიმოქცევის ერთად-ერთი საშუალება მხოლოდ ლარია... დანაშაულზე თვალის დახუჭვა რომ ასევე დანაშაულია, თქვენზე უკეთ ვინ იცის? - საქართველოს ბანკი თქვენნაირი თვალდახუჭული ფარისევლების იმედად ბედავს და დანაშაულზე თვალს არამარტო ხუჭავს, აქეთ გახუჭინებთ თვალს. აგერ, რა გავეშებული შემოგაქანათ ლიტერატურული საიტის ერთი ავტორის გვერდზე, - რომელმაც გაბედა და "ევროპაში საუკეთესო ბრენდზე" იხუმრა... იმედია, მაშინაც მთვრალი იყავით (როგორც იმ ზედა კომენტარის წერისას) და მართლა არ ჩაუშვებთ ავტორს ეროვნული ბანკის იურისტებთან...
რადგან ფხიზელზე აუცილებლად გაიაზრებდით, რომ ევროპის საუკეთესო ბრენდი ვერასოდეს გახდება ეროვნული ბანკი, რომელიც უცხოური ვალუტის დანაშაულებრივი კრედიტების გაცემის წახალისებით უფსკრულში მიაქანებს ეროვნულ ვალუტასაც, ხალხსაც და ქვეყანასაც...
რა პასუხიც არ უნდა დაწეროთ... იმდენად ნუღარ დაიბრმავებთ თვალებს, რომ ამ პოლიტიკას მდგომარეობიდან გამოსავალი დაარქვათ.
არასოდეს ვსაუბრობ თქვენ პირად ცხოვრებაზე. მადლობა ღმერთს, იმდენი ზრდილობა გამაჩნია, რომ ასეთი იაღლიში არ მომივიდეს...
თვენ რა იცით ან რა თქვენი საქმეა... ან თავს როგორ აძლევთ უფლებას, ნეფერტარ ჩემს პირადულზე, ჩემს სულიერებაზე, თუნდაც ჩემს ათეისტობაზე რამე აზრი გამოთქვათ? თქვენ რა იცით, მე რა მაწუხებს და რა არა? ან ეს ქაჯური წესი საიდან მოგაქვთ, რომ საერთო საქმეზე კამათისას, ლიტერატურაზე კამათისას, გაუთავებლად ჩემს (ან ნებისმიერი ოპონენტის) საცვლებში გაქვთ ცხვირი ჩაყოფილი?
"ხურდის აუცილებელი დაბრუნება" რომ მაგარი ხეპრეობაა, ორღობეს გამოცდებიან თუ არა, მაშინვე ითავისებენ ყველაზე გაუთლელებიც კი... თქვენ საიდან მოგაქვთ და რა უფლებით ამკვიდრებთ ამ იდიოტურ რიტუალებს საიტზე?
ერთი მაგარი ყრუ-კინტო ქალია აქ, ემიგრაციაში და იმისი ფეისბუქური პოსტები იწყება ყოველთვის, - ახლახანს საქართველოდან მაცნობეს... (თქვენს ბოლო პოსტზე გამეცინა).
...და ჰგონია, რომ ყველა მისი ფრენდი დარწმუნებულია მის ავტორიტეტულობაში...
გულწრფელად მინდა მჯეროდეს, რომ თქვენ არ გგონიათ, - როგორც კი ყური მოვკარით, რომ ნეფერტარი "აუდით" მიიყვანეს ბუხრიან სახლში და შავ-წითელი ხიზილალით გაუმასპინძლდნენ, ჩვენ შურისგან გულწასულები ერთმანეთს ვასულიერებდით...
იმის იმედი მაინც დამიტოვეთ, რომ თქვენ ასე არ გგონიათ!
დანარჩენი, ღმერთმა ხელი მოგიმართოთ, ნეფერტარ... მე თქვენი არც ვალი მაქვს (არცერთ ვალუტაში) და არც თქვენს მოსანათლად გავწირავ რომელიმე ჩემიანს არასოდეს.
ნეფერტარ, საიტის წევრებს, დარწმუნებულად შემიძლია ვთქვა, აქვთ კუჭ-ნაწლავის პრობლემებიც, პირადი ტრაგედიებიც, მევახშეთა ვალებიც და სასიყვარულო გულყრებიც...

18. მეცამეტე კომენტარის წაკითხვის შემდეგ შემეცოდნენ ქართული ბანკები, საწყლები, ხვალიდანვე დავიწყებ მათთვის ფულის შეგროვებას. ისე ეს 600 მილიონიანი მოგება ამ კურსის ცვლილებამ რომ მოუტანა ალბათ ფონდებში გადარიცხეს მშიერი ბავშვების დასახმარებლად... რა ვიცი, რას გაიგებ :) მეცამეტე კომენტარის წაკითხვის შემდეგ შემეცოდნენ ქართული ბანკები, საწყლები, ხვალიდანვე დავიწყებ მათთვის ფულის შეგროვებას. ისე ეს 600 მილიონიანი მოგება ამ კურსის ცვლილებამ რომ მოუტანა ალბათ ფონდებში გადარიცხეს მშიერი ბავშვების დასახმარებლად... რა ვიცი, რას გაიგებ :)
17.
ოოო, ახლა მაცნობეს რომ ზარდიაშვილი კაი ჭარმაგი კაცი ყოფილა და იურიდიული განათლებაც არა ჰქონია. ერთი რიგითი ფუნქციონერი ყოფილა. ანუ მისი მთელი რეჩი ერთი ბლა-ბლა-ბლა-ბლააა.. :)
ოოო, ახლა მაცნობეს რომ ზარდიაშვილი კაი ჭარმაგი კაცი ყოფილა და იურიდიული განათლებაც არა ჰქონია. ერთი რიგითი ფუნქციონერი ყოფილა. ანუ მისი მთელი რეჩი ერთი ბლა-ბლა-ბლა-ბლააა.. :)
16. მიშა რატიანი,
ეს არის საჭირო ინფორმაცია, რადგან აქაურ წევრებსაც აქვთ სესხები აღებული დოლარში და ჩვეულებრივი ადამიანური პრობლემები აქვთ რაც პირადად შენ, არ გაწუხებს როგორც ემიგრანტს და შემოსავალი ევროში გიფიქსირდება. ეს რომ წასაშლელი ყოფილიყო, ნ-ი-კ-ი წაშლიდა.
მე გავაფრთხილე ადამიანები: თუ დაუჯერებენ მცდარ ინფორმაციას და კრედიტს ძველი კურსით გადაიხდიან, ვადაგადაცილება დაუფიქსირდებათ და სახლებს გაუყიდიან კრედიტორები.
ვიღაცეებს კი ძალიან მაგრად აწყობთ არჩევნების წინ სოციალური აფეთქება.
ცუდი ისაა, რომ ეს ამბავი ზარდიაშვილმაც კარგად იცის. სტუდენტობაში სავალდებულო წესით უნდა ესწავლა სპეციალური წიგნი, სამოქალაქო სამართლის კომენტარები, სადაც შავით თეთრზე წერია ნომინალიზაციის პრინციპის მოქმედების წესი და გადასარევად არის განმარტებული 389-ე მუხლის შინაარსი. ეს იურისტების სასწავლო პროგრამაში შედის.
http://documents.tips/documents/-55cf943b550346f57ba0787d.html გვერდი 347.
ჩემი აზრით, ზარდიაშვილი ან დაქირავებულია პოლიტიკური ოპონენტების მიერ, ან არაკომპეტენტურია.მე ის მაინტერესებს ამ დეზინფორმაციაში რამდენი ფული აიღო. ვინც ზარდიაშვილს უჭერს მხარს (აქ) ისიც მეხუთე კოლონის წევრია. ეგ თქვენთვისაა პრობლემა 389-ე მუხლის შინაარსის "სწორად გაგება," თორემ იურისტებს, ფინანსისტებს, ბუღალტრებს, აუდიტებს და მეწარმეებს თავის დროზეც მშვენივრად ესმოდათ.
ფულის ერთეულის გაზრდა ან შემცირება - დენომინაციაა, ეს ავტომატურად უკავშირდება კურსს /და არა სავალუტო სპრედს/ . თუ დღევანდელი 20 ლარიანი 2 ლარი გახდება, ცხადია უნდა დადგინდეს კურსი იმ მომენტისთვის როცა ეს მოხდება. და თუ ვინმეს მაგ დრომდე ლარში ჰქონდა კრედიტი, გადაიხდის მაგ ცვლილების მონეტისთვის სახელმწიფოს მიერ დადგენილი კურსით. ეს პროცესი, ლარის კრედიტსაც კი შეეხება, ასე რომ ტერმინებიც სწორია და გონიერი ხალხისთვისაც გასაგები.
ასე რომ ზარდიაშვილის იურისტობის დღეები დათვლილია. ბანკებს კი დააწვება დიდი ტალღა, მაგრამ მათ დიდი მოთმინება და კულტურა აქვთ კლიენტებთან ურთიერთობაში და აუხსნიან მათ, როგორ მოატყუა ზარდიაშვილმა. ეს ისეთი ბუმერანგია რომელიც მის მომსყიდველს ძალიან ცუდად დაუბრუნდება უკან.
მიშა რატიანი,
"შეიძლება მოატყუო ცოტა ადამიანი დიდი ხნით, ბევრი ადამიანი- ცოტა ხნით, მაგრამ ყველას, ყოველთვის ვერ მოატყუებ." (ლინკოლნი).

15. აზგო, ეს წმინდა იურიდიული საკითხებია, ეხება საქართველოს კანონების მოქმედების არეალს და ქვეყნის შიდა პროდუქტის მოცულობას, რაც საქართველოში მაცხოვრებლებზე აისახება.
აზგო, ეს წმინდა იურიდიული საკითხებია, ეხება საქართველოს კანონების მოქმედების არეალს და ქვეყნის შიდა პროდუქტის მოცულობას, რაც საქართველოში მაცხოვრებლებზე აისახება.
14. ნეფერტარი, არ ვიცი რაზე აქ საუბარი, თორემ აუცილებლად დავწერდი რამეს. ნეფერტარი, არ ვიცი რაზე აქ საუბარი, თორემ აუცილებლად დავწერდი რამეს.
13. ტენდი, აშშ დოლარში იპოთეკური სესხის პროცენტი არის წლიური 9% უძრავი ქონების შეძენა-რემონტი. ეს არის თვეში 0,75% კრედიტის ათვისებული თანხიდან. საქართველოში იმიტომაა მაღალი პროცენტი ლარის კრედიტზე, რომ საწარმოები არ იხსნება. რაც გახსნილია ისიც მუშაობს.ქვეყნის შიდა პროდუქტი არ ვითარდება. აქ რაც თვითღირებულება ჯდება, უფრო იაფად შემოდის თურქეთიდან და ჩინეთიდან. ამას სახელმწიფო რეგულაცია ჭირდება, მაგრამ N1 ოპოზიციად ნაცმოძრაობა რომ გაუფორმა ხალხმა ქოცებს, ვერ ხერხდება კანონმდებლობაში ცვლილების შეტანა საბაჟო გადასახდელების გადახედვით კუთხით იმპორტზე. ხმები არ ჰყოფნის პარლამენტში. ამასთან, საქართველო არის მომეტებული რისკის ქვეყანა, პოლიტიკური ვითარების და ოკუპირებული ტერიტორიების გამო. მუდმივად დესტაბილიზაციის საფრთხეა. ამისი შედეგი კი ის არის, რომ ქართული ბანკები კრედიტებს საზღვარგარეთის ბანკებიდან იაფად ვერ შოულობენ. ის კრედიტი რასაც შოულობენ, დოლარი ან ევროა და იმასაც პროცენტით გადახდა უნდა, შემოსავალი კი ლარში უფიქსირდებათ და პრაქტიკულად ჩვენნაირ დღეში არიან, ოღონდ უფრო დიდი მასშტაბით. თანაც, ისინი იხდიან ვეებერთელა გადასახადებს ბიუჯეტში და საკმაო ოდენობით ხელფასს. ანუ ხარჯი აქვთ დიდი. თუ მოგებას არ დაწერენ, ეროვნული ბანკი ლიცენზიას ჩამოართმევს. აი ასეთი ჯადოსნური წრეა. ასეთი დიდი მნიშვნელობა აქვს ვის აძლევ ხმას არჩევნებზე. სანამ ამას არ შეიგნებს ხალხი, ჩვენი საქმე სულ ასე იქნება.
ტენდი, აშშ დოლარში იპოთეკური სესხის პროცენტი არის წლიური 9% უძრავი ქონების შეძენა-რემონტი. ეს არის თვეში 0,75% კრედიტის ათვისებული თანხიდან. საქართველოში იმიტომაა მაღალი პროცენტი ლარის კრედიტზე, რომ საწარმოები არ იხსნება. რაც გახსნილია ისიც მუშაობს.ქვეყნის შიდა პროდუქტი არ ვითარდება. აქ რაც თვითღირებულება ჯდება, უფრო იაფად შემოდის თურქეთიდან და ჩინეთიდან. ამას სახელმწიფო რეგულაცია ჭირდება, მაგრამ N1 ოპოზიციად ნაცმოძრაობა რომ გაუფორმა ხალხმა ქოცებს, ვერ ხერხდება კანონმდებლობაში ცვლილების შეტანა საბაჟო გადასახდელების გადახედვით კუთხით იმპორტზე. ხმები არ ჰყოფნის პარლამენტში. ამასთან, საქართველო არის მომეტებული რისკის ქვეყანა, პოლიტიკური ვითარების და ოკუპირებული ტერიტორიების გამო. მუდმივად დესტაბილიზაციის საფრთხეა. ამისი შედეგი კი ის არის, რომ ქართული ბანკები კრედიტებს საზღვარგარეთის ბანკებიდან იაფად ვერ შოულობენ. ის კრედიტი რასაც შოულობენ, დოლარი ან ევროა და იმასაც პროცენტით გადახდა უნდა, შემოსავალი კი ლარში უფიქსირდებათ და პრაქტიკულად ჩვენნაირ დღეში არიან, ოღონდ უფრო დიდი მასშტაბით. თანაც, ისინი იხდიან ვეებერთელა გადასახადებს ბიუჯეტში და საკმაო ოდენობით ხელფასს. ანუ ხარჯი აქვთ დიდი. თუ მოგებას არ დაწერენ, ეროვნული ბანკი ლიცენზიას ჩამოართმევს. აი ასეთი ჯადოსნური წრეა. ასეთი დიდი მნიშვნელობა აქვს ვის აძლევ ხმას არჩევნებზე. სანამ ამას არ შეიგნებს ხალხი, ჩვენი საქმე სულ ასე იქნება.
12. ამ ნაწერს ნამდვილად არაფერი ესაქმება ლიტერატურულ საიტზე (სხვამ თუ არა, ავტორმა მაინც იცის ეს), მაგრამ რაღაი მაინც მოხვდა აქ, განვიხილოთ იმ კუთხით, რა კუთხითაც საინტერესოა იგი საიტისთვის:
დავით ზარდიაშვილი სრულიად მართალია ერთ საკითხში, რაც სადავოა არა კანონთან, არამედ საკანონმდებლო ენასთან, ტერმინოლოგიასთან...
სამოქალაქო კოდექსის 389-ე მუხლში მართლაც თეთრით შავზე წერია - ბლა, ბლა, ბლა... "ფულადი ერთეული (კურსი)" - და ამ ცნების შეცვლის შემთხვევაა საინტერესო:
საქმე ის არის, რომ ნებისმიერი ენის, ქვეყნის, ეპოქის ენობრივ-სტილისტური კანონზომიერებით ტერმინის გვერდით ფრჩხილებში მოცემული დამატებითი ტერმინი წარმოადგენს მის დეტალურ, დაკონკრეტებულ, გაშიფრულ განმარტებას. ანუ "ფულადი ერთეული (კურსი)" - ეს ტერმინი და ჩვენი სამოქალაქო კოდექსი გვეუბნება, რომ "ფულადი ერთეული" არის "კურსი".
არადა, ფულადი ერთეული არის სახელმწიფო ფულადი ნიშანი (და სხვა არაფერი);
ხოლო კურსი არის - მოცემული ფულადი ერთეულის ფასის (ღირებულების) შეფარდება სხვა ქვეყნის ფულადი ერთეულის ღირებულებასთან.
საერთოდ არ არსებობს ტერმინი - "ფულადი ერთეულის კურსი" არც ფრჩხილებით და არც უფრჩხილებოდ. არსებობს "სავალუტო კურსი".
სამოქალაქო კოდექსის შემდგენელმა უბრალოდ იგულისხმა ის შემთხვევა, თუკი მთავრობა გადაწყვეტს, რომ ლარს სახელი შეუცვალოს და დაარქვას მაგალითად "შარი", მაშინ ნიკი ვალდებული იქნება კრედიტი დაფაროს იმდენი "შარით", რამდენი ლარის ღირებულებაც გააჩნია ახალ ფულად ერთეულს. სამოქალაქო კოდექსის შემდგენელმა ისიც კი ვერ დაუშვა, რომ ქართული ბანკები უცხოურ ვალუტაში გასცემდნენ სესხებს და ამდენად, არც კი უფიქრია ამ საკითხზე მსჯელობა. კოდექსში კი უნდა ეწეროს "ფულადი ერთეული (ნიშანი)" ან მხოლოდ "ფულადი ერთეული" დამატებითი განმარტების გარეშე...
სამაგიეროდ ზარდიაშვილმა გამოიყენა ეს აშკარა შეცდომა სამოქალაქო კოდექსში და აფრიალებს კიდეც მას... ამ ნაწერს ნამდვილად არაფერი ესაქმება ლიტერატურულ საიტზე (სხვამ თუ არა, ავტორმა მაინც იცის ეს), მაგრამ რაღაი მაინც მოხვდა აქ, განვიხილოთ იმ კუთხით, რა კუთხითაც საინტერესოა იგი საიტისთვის:
დავით ზარდიაშვილი სრულიად მართალია ერთ საკითხში, რაც სადავოა არა კანონთან, არამედ საკანონმდებლო ენასთან, ტერმინოლოგიასთან...
სამოქალაქო კოდექსის 389-ე მუხლში მართლაც თეთრით შავზე წერია - ბლა, ბლა, ბლა... "ფულადი ერთეული (კურსი)" - და ამ ცნების შეცვლის შემთხვევაა საინტერესო:
საქმე ის არის, რომ ნებისმიერი ენის, ქვეყნის, ეპოქის ენობრივ-სტილისტური კანონზომიერებით ტერმინის გვერდით ფრჩხილებში მოცემული დამატებითი ტერმინი წარმოადგენს მის დეტალურ, დაკონკრეტებულ, გაშიფრულ განმარტებას. ანუ "ფულადი ერთეული (კურსი)" - ეს ტერმინი და ჩვენი სამოქალაქო კოდექსი გვეუბნება, რომ "ფულადი ერთეული" არის "კურსი".
არადა, ფულადი ერთეული არის სახელმწიფო ფულადი ნიშანი (და სხვა არაფერი);
ხოლო კურსი არის - მოცემული ფულადი ერთეულის ფასის (ღირებულების) შეფარდება სხვა ქვეყნის ფულადი ერთეულის ღირებულებასთან.
საერთოდ არ არსებობს ტერმინი - "ფულადი ერთეულის კურსი" არც ფრჩხილებით და არც უფრჩხილებოდ. არსებობს "სავალუტო კურსი".
სამოქალაქო კოდექსის შემდგენელმა უბრალოდ იგულისხმა ის შემთხვევა, თუკი მთავრობა გადაწყვეტს, რომ ლარს სახელი შეუცვალოს და დაარქვას მაგალითად "შარი", მაშინ ნიკი ვალდებული იქნება კრედიტი დაფაროს იმდენი "შარით", რამდენი ლარის ღირებულებაც გააჩნია ახალ ფულად ერთეულს. სამოქალაქო კოდექსის შემდგენელმა ისიც კი ვერ დაუშვა, რომ ქართული ბანკები უცხოურ ვალუტაში გასცემდნენ სესხებს და ამდენად, არც კი უფიქრია ამ საკითხზე მსჯელობა. კოდექსში კი უნდა ეწეროს "ფულადი ერთეული (ნიშანი)" ან მხოლოდ "ფულადი ერთეული" დამატებითი განმარტების გარეშე...
სამაგიეროდ ზარდიაშვილმა გამოიყენა ეს აშკარა შეცდომა სამოქალაქო კოდექსში და აფრიალებს კიდეც მას...
11. ისე, საინტერესოა, მთელი ევროპა და ამერიკა სესხებით სარგებლობს და საკმაოდ დაბალი პროცენტი აქვთ ზედმეტად გადასახადი. საქართველოში ყველაზე მაღალი პროცენტია. ტენდი.
ჩვენ ხომ ყველაფერში პირველობა გვიყვარს.... :(( ისე, საინტერესოა, მთელი ევროპა და ამერიკა სესხებით სარგებლობს და საკმაოდ დაბალი პროცენტი აქვთ ზედმეტად გადასახადი. საქართველოში ყველაზე მაღალი პროცენტია. ტენდი.
ჩვენ ხომ ყველაფერში პირველობა გვიყვარს.... :((
10. ნიკი ჭკვიანად მოიქცა და კარგი ბიჭია, მე გენიოსი ვარ. სულ არ მაქვს ბანკის ვალი, არც ეროვნულში, არც დოლარში! :) ვოტ! მაგრამ ახლობელს აქვს ძალიან ცუდი მდგომარეობა და ძალიან ვუთანაგრძნობ. იძულებულია, სახლი გაყიდოს. ამიტომ "გადავიწერე" ფბ-ზე ეგ ინფორმაცია, ადვილად რომ წაეკითხა. ძალიან ცუდი, თუ არავითარი შეღავათი არ აქვთ. ისე, საინტერესოა, მთელი ევროპა და ამერიკა სესხებით სარგებლობს და საკმაოდ დაბალი პროცენტი აქვთ ზედმეტად გადასახადი. საქართველოში ყველაზე მაღალი პროცენტია.
ნიკი ჭკვიანად მოიქცა და კარგი ბიჭია, მე გენიოსი ვარ. სულ არ მაქვს ბანკის ვალი, არც ეროვნულში, არც დოლარში! :) ვოტ! მაგრამ ახლობელს აქვს ძალიან ცუდი მდგომარეობა და ძალიან ვუთანაგრძნობ. იძულებულია, სახლი გაყიდოს. ამიტომ "გადავიწერე" ფბ-ზე ეგ ინფორმაცია, ადვილად რომ წაეკითხა. ძალიან ცუდი, თუ არავითარი შეღავათი არ აქვთ. ისე, საინტერესოა, მთელი ევროპა და ამერიკა სესხებით სარგებლობს და საკმაოდ დაბალი პროცენტი აქვთ ზედმეტად გადასახადი. საქართველოში ყველაზე მაღალი პროცენტია.
9. ნეფერტარ, მენემო ვინ არის. ნეფერტარ, მენემო ვინ არის.
8. ნეფერტარ, ჩემი კომენტარი თავიდან ბოლომდე ხუმრობა იყო. ბრიყვს ხშირად სასიამოვნო, ცრუ ილუზია უფრო იტაცებს, ვიდრე რეალობა.
საქართველოს ბანკი კი ის ბანკი იყო, რომელმაც, როცა მჭირდებოდა, სესხი ყველაზე დაბალ პროცენტში მომცა. მაშინ ძალიან კმაყოფილი ვიყავი, მაგრამ ადამიანი ხომ ბუნებით უმადურია.
ძირს ბანკები და განსაკუთრებით ~საქართველოს ბანკი~!
ნეფერტარ, ჩემი კომენტარი თავიდან ბოლომდე ხუმრობა იყო. ბრიყვს ხშირად სასიამოვნო, ცრუ ილუზია უფრო იტაცებს, ვიდრე რეალობა.
საქართველოს ბანკი კი ის ბანკი იყო, რომელმაც, როცა მჭირდებოდა, სესხი ყველაზე დაბალ პროცენტში მომცა. მაშინ ძალიან კმაყოფილი ვიყავი, მაგრამ ადამიანი ხომ ბუნებით უმადურია.
ძირს ბანკები და განსაკუთრებით ~საქართველოს ბანკი~!
7. მადლობა, ნეფერტარ:) მადლობა, ნეფერტარ:)
6. არც მქონია ილუზია რომ რამე ჩვენს (ხალხის) სასარგებლოდ იქნებოდა :)
რაც შეეხება ზარდიაშვილს, მაპატიეთ და ვფიქრობ რომ ეს ადამიანი დურაკია. არც მქონია ილუზია რომ რამე ჩვენს (ხალხის) სასარგებლოდ იქნებოდა :)
რაც შეეხება ზარდიაშვილს, მაპატიეთ და ვფიქრობ რომ ეს ადამიანი დურაკია.
5. მეუდაბნოვევ, მეც არ გამხარებია რაც ავხსენი ჩემი ნაწერით, მაგრამ ცრუ მოლოდინი ზარალზე უარესია. ვინც გაფრთხილებულია, ის შეიარაღებულია. ღმერთმა ქნას პირიქით მოხდეს, მაგრამ რაც ჩამოვთვალე ის წინაპირობები უნდა არსებობდეს ქვეყანაში, რაც სახეზე არ გვაქვს.
რატომ შეცდა ზარდიაშვილი? პასუხი: ახალბედა/ახალგაზრდა იურისტებს არ აქვთ ჩვევა შეისწავლონ წინა წლების სასამართლო პრაქტიკა. საკანონმდებლო რეფორმა ჩემს თვალწინ დაიწყო, პრაქტიკაც ჩემს თვალწინ ვითარდებოდა, მეც ძალიან ახალგაზრდა ვიყავი მაშინ, ახალი დამთვარებული მქონდა თსუ, მაგრამ ჩემმა თაობამ მეტი იცის, მათი ცოდნა და შრომაც მეტი ღირს. ახალგზრდა-გამოუცდელი კადრი იაფი ღირს, სამაგიეროდ იაღლიშები ჯდება ძვირი... ფაქტია რომ მას, როგორც იურისტს აწი აღარვინ ენდობა და პროფესიით მუშაობს აბათ ვეღარ შეძლებს. ეს სამწუხაროა.
მეუდაბნოვევ, მეც არ გამხარებია რაც ავხსენი ჩემი ნაწერით, მაგრამ ცრუ მოლოდინი ზარალზე უარესია. ვინც გაფრთხილებულია, ის შეიარაღებულია. ღმერთმა ქნას პირიქით მოხდეს, მაგრამ რაც ჩამოვთვალე ის წინაპირობები უნდა არსებობდეს ქვეყანაში, რაც სახეზე არ გვაქვს.
რატომ შეცდა ზარდიაშვილი? პასუხი: ახალბედა/ახალგაზრდა იურისტებს არ აქვთ ჩვევა შეისწავლონ წინა წლების სასამართლო პრაქტიკა. საკანონმდებლო რეფორმა ჩემს თვალწინ დაიწყო, პრაქტიკაც ჩემს თვალწინ ვითარდებოდა, მეც ძალიან ახალგაზრდა ვიყავი მაშინ, ახალი დამთვარებული მქონდა თსუ, მაგრამ ჩემმა თაობამ მეტი იცის, მათი ცოდნა და შრომაც მეტი ღირს. ახალგზრდა-გამოუცდელი კადრი იაფი ღირს, სამაგიეროდ იაღლიშები ჯდება ძვირი... ფაქტია რომ მას, როგორც იურისტს აწი აღარვინ ენდობა და პროფესიით მუშაობს აბათ ვეღარ შეძლებს. ეს სამწუხაროა.
4. ნ-ი-კ-ი, კრედიტი თუ რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული /პირდაპირ უნდა ეწეროს ხელშეკრულებაში/ ახლავე წადი სხვა ბანკში აიღე კრედიტი და ძველი გადაფარე. პროცენტი მეტიც რომ იყოს, მაინც ღირს, მაგ ჩანაწერის თავიდან მოცილების მიზნით.
რეფინანსირების განაკვეთს ზღვარი არ აქვს. რეფინანსირების განაკვეთი არის ქვეყანაში ფინანსური წონასწორობის წერტილი. უშველებელი ფორმულით იანგარიშება და შიგნით შედის: ქვეყნის ყველა ფინანსური პარამეტრი, დაწყებული ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლით, ქვეყნის შიდა პროდუქტის მოცულობით, სამომხმარებლო კალათის ღირებულებით, იმპორტ-ექსპორტის შეფარდებით დამთავრებული იმით, რამდენი კუმბმეტრი ჰაერი გვჭირდება რომ ვსუნთქავთ.. :)
რეფინანსირების განაკვეთები იხილე აქ: www.nbg.gov.ge/index.php?m=554
25 თებერვლიდან ეგ უწყება ქადაგიძის აღარ იქნება, ვადა გაუვა და წავა, დანიშნავენ სხვას.
მეუდაბნოვევ, ბანკს თუ კარგად მოიხმარ, კარგად გამოგადგება. მთავარია თავიდან ტვირთი გაზომო , ჩვენ ჭიანჭველები არ ვართ რომ ჩვენს შესაძლებლობებზე მეტი ვზიდოთ. სამი პრინციპი უნდა დაიცვა:
1. კრედიტი უნდა აიღოთ იმ ვალუტაში, რომელშიც შემოსავლები გაქვთ (პროცენტი გადამწყვეტი არ არის); 2. კრედიტის ყოველთვიური გადახდების მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს თვეში თქვენი შემოსავლის მესამედს; 3. მისი ვადა უნდა იყოს მაქსიმალურად დიდი, - რათა თვეში გადახდები იყოს ცოტა. თუ ფული მოგივარდება ხელში, წინმსწრებად დაფარავ და პატარა პირგასამტეხლოს გადაიხდი. ეგ კი კრედიტის პროცენტზე გაცილებით დაბალია და ყოველთვის ღირს მისი გადახდა.
ვისაც არ მოწონს მომსახურე ბანკი, - შეცვალოს სხვა ბანკით, კონკურენცია დიდია და შესაფერისი მოიძებნება. მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ყოველთვის პატარა ბანკი ჯობია დიდს, რადგან ჰაი მენეჯმენტი ადვილად ხელმისაწვდომია და კლიენტის სურვილები მეტადაა გათვალისწინებული.
მენემოს როდის დაუძმაკაცდი მეუდაბნოვევ? :))
ნ-ი-კ-ი, კრედიტი თუ რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული /პირდაპირ უნდა ეწეროს ხელშეკრულებაში/ ახლავე წადი სხვა ბანკში აიღე კრედიტი და ძველი გადაფარე. პროცენტი მეტიც რომ იყოს, მაინც ღირს, მაგ ჩანაწერის თავიდან მოცილების მიზნით.
რეფინანსირების განაკვეთს ზღვარი არ აქვს. რეფინანსირების განაკვეთი არის ქვეყანაში ფინანსური წონასწორობის წერტილი. უშველებელი ფორმულით იანგარიშება და შიგნით შედის: ქვეყნის ყველა ფინანსური პარამეტრი, დაწყებული ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლით, ქვეყნის შიდა პროდუქტის მოცულობით, სამომხმარებლო კალათის ღირებულებით, იმპორტ-ექსპორტის შეფარდებით დამთავრებული იმით, რამდენი კუმბმეტრი ჰაერი გვჭირდება რომ ვსუნთქავთ.. :)
რეფინანსირების განაკვეთები იხილე აქ: www.nbg.gov.ge/index.php?m=554
25 თებერვლიდან ეგ უწყება ქადაგიძის აღარ იქნება, ვადა გაუვა და წავა, დანიშნავენ სხვას.
მეუდაბნოვევ, ბანკს თუ კარგად მოიხმარ, კარგად გამოგადგება. მთავარია თავიდან ტვირთი გაზომო , ჩვენ ჭიანჭველები არ ვართ რომ ჩვენს შესაძლებლობებზე მეტი ვზიდოთ. სამი პრინციპი უნდა დაიცვა:
1. კრედიტი უნდა აიღოთ იმ ვალუტაში, რომელშიც შემოსავლები გაქვთ (პროცენტი გადამწყვეტი არ არის); 2. კრედიტის ყოველთვიური გადახდების მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს თვეში თქვენი შემოსავლის მესამედს; 3. მისი ვადა უნდა იყოს მაქსიმალურად დიდი, - რათა თვეში გადახდები იყოს ცოტა. თუ ფული მოგივარდება ხელში, წინმსწრებად დაფარავ და პატარა პირგასამტეხლოს გადაიხდი. ეგ კი კრედიტის პროცენტზე გაცილებით დაბალია და ყოველთვის ღირს მისი გადახდა.
ვისაც არ მოწონს მომსახურე ბანკი, - შეცვალოს სხვა ბანკით, კონკურენცია დიდია და შესაფერისი მოიძებნება. მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ყოველთვის პატარა ბანკი ჯობია დიდს, რადგან ჰაი მენეჯმენტი ადვილად ხელმისაწვდომია და კლიენტის სურვილები მეტადაა გათვალისწინებული.
მენემოს როდის დაუძმაკაცდი მეუდაბნოვევ? :))
3. რა ჭკვიანურად მოვიქეცი, თავის დროზე $-ში აღებული სესხი ორიოდე წლის წინ ლარში რომ გადავიყვანე :)
კარგი ბიჭი ვარ :)
მაგრამ რეფინანსირების განაკვეთის გაზრდით, მაგარ ცუდ საქმეს მიკეთებს ქადაგიძის უწყება :(
თუ არ ვცდები, ზღვარი აქვს მაგ განაკვეთს ხო? რა ჭკვიანურად მოვიქეცი, თავის დროზე $-ში აღებული სესხი ორიოდე წლის წინ ლარში რომ გადავიყვანე :)
კარგი ბიჭი ვარ :)
მაგრამ რეფინანსირების განაკვეთის გაზრდით, მაგარ ცუდ საქმეს მიკეთებს ქადაგიძის უწყება :(
თუ არ ვცდები, ზღვარი აქვს მაგ განაკვეთს ხო?
2. ვალია აღიარება მძიმე დღეში აგდებს ვალდებულ პირებს, დაგეთანხმებით.
რჩევას რაც შეეხება მისაღებია და გონივრული.
ნ ე ქ ტ ა რ ი. ვალია აღიარება მძიმე დღეში აგდებს ვალდებულ პირებს, დაგეთანხმებით.
რჩევას რაც შეეხება მისაღებია და გონივრული.
ნ ე ქ ტ ა რ ი.
1. ნეფერტარ, დავით ზარდიაშვილის სტატიამ იმედი მომცა , შენ კი წამართვი.
ძირს ბანკები და განსაკუთრებით ~საქართველოს ბანკი~! ნეფერტარ, დავით ზარდიაშვილის სტატიამ იმედი მომცა , შენ კი წამართვი.
ძირს ბანკები და განსაკუთრებით ~საქართველოს ბანკი~!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|