ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ხმიადაშვილი
ჟანრი: პოეზია
6 თებერვალი, 2016


პასუხი

მომწერ - ძვირფასო, გაილია აქეთ ზამთარი,
ჩამოდნა თოვლი, გზაც გამოჩნდა ასე საჩემოდ.
ჩამო, რომ მერე ჩემი კოცნით სუნთქვა გამთბარი,
მომეხვიო და მთელი შენი გზნება მაჩვენო.
მოდი, გიამბობ ამ თვალებმა რამდენს გაუძლეს,
როგორ გელიან ტრიუმფივით, ბოლო ნოტივით,
ჩამო, რომ თითქოს მოკლებული აზრს და საფუძველს
განახო ჩემი გაგიჟების ყველა მოტივი.
მომწერ - ძვირფასო, თავს უშველა წასვლით ზამთარმა,
მე კი კვლავ გელი, ჯიუტად და მთელი არსებით.
ნუ დამაჯერებ, თოვასავით თითქოს დამთავრდა,
გრძნობა, რომლითაც სისხლგამოცილ ძარღვებს ვავსებდით
მომწერ და ალბათ, ეს იქნება უკანასკნელად.
აქეთ ზამთარი შემოვიდა ყოვლის მომცველი,
მანდ კი კვირტები გაზაფხულის ძალით დასკდება
და მე უბრალოდ გიპასუხებ - კიდევ მომწერე.
2016












კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები