ნაწარმოებები


    * * *         * * *         * * *     რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის“ კონკურსი - 2025. დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში.     * * *         * * *         * * *     კონკურსი- “ლექსების გამოფენა/ასი სიტყვა“. დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში.     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ა.ა.
ჟანრი: პოეზია
21 მარტი, 2016


მკითხველისა და პოეტის გაბაასება

გოგონა გეტყვის „არას“,
(რა ვქნათ, არ შეგიყვარა)
შენც ამ დროს დაწერ ლექსს.
ამდენი „არა“ - კმარა,
ვკითხულობთ წარამარა, -
ასეთ ლექსს ვიცნობთ ბევრს!

შენ მიპასუხებ წამში:
კი, მართალი ხარ, მარა,
ლექსს რაღად ვიხლი თავში,
თუ გოგო ამბობს „კის“, -
ლექსის წერისთვის მაშინ,
ვისღა სცალია, ვის?!

P.S.
თუ „არა“ არის ლექსი,
ხოლო „კი“ არის სექსი,
ერთი რამე არ მესმის,
პოეტს როგორ აქვს სექსი?
(ორ ხაზსაც მივამატებ,
ბწკარი რომ გახდეს ექვსი.)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები