ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სერგი
ჟანრი: პოეზია
8 იანვარი, 2009


აისი

ჩამოღვენთა სანთელმა, -
ეს ფიქრის გორა იძვრის,
ისევ ბნელი ღამეა,
და მასში გული იბრძვის.

ბარდნის თოვლი ულევი,
ღამე ფიფქით ივსება,
და შავ-ბნელი აზრები,
საცრით გამოიცრება.

აციმციმდა მინდორში,
ფანტელების გუნდი, -
ეს გონს მადლი ეწვია,
გალობაა სულში. 

თეთრად მიწა აბზინდა,
დღის ნათელი ედება,
მთის კალთიდან მზის სხივი,
ხედს გარშემოევლება.

ერთადერთი ხალისი,
ზამთრის სუსხის მძლეველი,
სილამაზის განცდაა,
აისი რომ იწყება.



გილოცავთ შობა-ახალ წელს!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები