და,თითქოს,მხრებზე მაწევს სამყარო, ან ლოდს მივათრევ,მაგრამ არ ვიცი, მართლა არ ვიცი,რას შევადარო ეს მწუხარება ან ის ხალისი, რომელიც ახლავს ამოთქმულ სიტყვას და მისი ძალით მიგორავს ლოდი და ვკარგავ ნებას,რომელსაც წინათ, ჩემთვისგახედნილ ცხენივით,ვფლობდი. და ასე უნდა მეკავოს ზეცა ან ლოდს ვათრევდე,ღმერთების ნებით. და,როგორც ნაყიდ ტანშიშველ მეძავს, ჩემ თავს დავყურებ და წამით ვტკბეები, რომ მეც ვიღაცას დავყურებ თავზე- მეც შემიძლია,ვუბრძანო ვისმე და კაცის ცრემლით მოწამლულ გზაზე ჩემს სადიდებელ სიმღერებს ვისმენ. აი,დამთავრდა ეს გახელებაც და რა აზრი აქვს,ახლა დანარჩენს?! რადგან დამცინავ ბედის ხელებმა კისერზე უკვე ზეცა დამადგეს. არ ვიცი,ეს ცა რატომ მიჭირავს, ან იმ ლოდს ისევ რატომ მივათრევ. მაგრამ სიცოცხლე ისე მიზიდავს, როგორც პეპელას ბნელში სინათლე. მე,თითქოს,ტანჯვაც მეტკბილა გუშინ და,თითქოს,ბედსაც არ ვუჩიოდი- როგორც სამგზავროდ აშლილი გუნდი, გზებიდან გზებზე გადავდიოდი. მთელი სიმძიმით,კვლავ მადგას თავზე. მეც მთელი ძალით ვაკავებ ისევ და,როგორც ცეცხლის ალს დემონი ფრთაზე, არაფრის მომცემ სიმტკიცეს ვიჩენ... არაფრის მომცემ,გარდა ჯავრისა, რომელსაც ბედის ჯინაზე არ ვჭამ და ზეცა ისევ მტანჯავს თავისას და ლოდი ისევ მაწვება დაღმა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. ჭილაძის გავლენაო :/ ჭილაძის გავლენაო :/
3. ზოგიერთი ფრაზა გამორჩეულად მომეწონა, ზოგიც მეხამუშა. "დემონზე" გაუგებარი ბწკარია და "და"-ც ზედმეტია.
ზოგიერთი ფრაზა გამორჩეულად მომეწონა, ზოგიც მეხამუშა. "დემონზე" გაუგებარი ბწკარია და "და"-ც ზედმეტია.
2. ჭილაძის გავლენა იგრძნობა. +1 წარმატებები ჭილაძის გავლენა იგრძნობა. +1 წარმატებები
1. კლასიკურ-აკადემიური ლექსია, ყველა კომპონენტით :)
"თითქოს და" - მგონი, ასე უფრო მოუხდებოდა დაწყება :)
"და ვკარგავ ნებას, რომელსაც წინათ, ჩემთვის გახედნილ ცხენივით ვფლობდი "
კლასიკურ-აკადემიური ლექსია, ყველა კომპონენტით :)
"თითქოს და" - მგონი, ასე უფრო მოუხდებოდა დაწყება :)
"და ვკარგავ ნებას, რომელსაც წინათ, ჩემთვის გახედნილ ცხენივით ვფლობდი "
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|