ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ფაუსტოელი
ჟანრი: პოეზია
17 აპრილი, 2016


ის კაცი

ის ყოველ დილით მოუყვება ტროტუარებს...გუშინდელ ამბებს,
მზეს ხელს აუწევს როგორც ძველ მეგობარს,
მაისით გაოფლიანებულ ქუჩებს მზერას მოავლებს რათა ვინმეს მოუბოდიშოს...
ერთი ღერი სიგარეტის სანაცვლოდ.

მისი ღიმილი მთელ სცენას ანათებს,იუმორია..
იქ სადაც ბავშვები ჯერ კიდევ თამაშობენ მოხუცების როლს და მოსწონთ რომ მათ მართლაც უყურებენ შვილიშვილები.
ეს მისი თეატრია,ეს მისი სამოთხეა.

არაფრის საყიდლად წასულს, ის აწყდება ძველ მეგობარს რომელიც დათქმულივით უცდის მას,
მიადგებიან რომელიმე ბინძურ საარყეს,
და ლოთებივით უსაშველოდ გამოთვრებიან.

გასცდება როგორც ჰორიზონტი,საკუთარ ჭიშკარს,
მაგრამ ფეხები დააბრუნებენ,როგორც ომიდან,
გადაღლილი და შიშმოვლილი ბრუნდება კაცი.

არც არაფერი,იგივეა ხვალეც და ზეგაც...
გამოსწორება შეიძლება მხოლოდ ლექსების,
რომელიც არასდროს დაუწერია.

დრო...
წლები..
თვეები...
დღეები..
საათები..
ტრიალებენ ციბრუტებივით,უმნიშვნელოდ თავბრუდამხვევად.

ის უკვე შვილია,საუკუნო შვილი,დედამიწისა..
რომელსაც მუცელი გამოებერა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები