წვიმს და შენამდე შორი არის, საოცრად შორი, ყელში მოლოდინგაჩხერილი ვხვდები ალიონს, თავისმართლებას, ყველა ალიბს, ზიზღით ვიშორებ, რომ შეცდომები ამ დილამაც არ მაპატიოს. ჭადარის ტოტებს ცოფიანი ამინდი არბევს. ვუცქერ შენს სურათს, ჩასადენი ცოდვების სამხილს, თვალს ვერ ვაცილებ, ხელარნახებ უზადო წარბებს და დამპალ სულში, შეგრძნება მაქვს რაღაც სიახლის. წვიმს, აქ ქუჩაში აღრენილი ამინდი გდია, მე და ბუნებას ერთმანეთის გვესმის უსიტყვოდ, შენზე ფიქრები, წვეთებივით უხვად მოდიან და ისმის, ისმის, უსასრულოდ წვიმის მუსიკა. სცენარს რომ მივყვეთ, (გადახვევა გზებიდან დამღლის) შენს ცხოვრებაში, ჩემთან ყოფნის ეპოქა მოდის, ვუცქერ შენს თვალებს, მაგ ბავშვური სიწმინდის სამხილს და მე პირველად მეშინია ჩადენა ცოდვის. თვალს ვერ ვაცილებ, ხელარნახებ უნაკლო წარბებს და დამპალ სულში შეგრძნება მაქვს რაღაც სიახლის.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
8. ძილისპირულო )) მხოლოდ იმ ლექსებს ვაქვეყნებ, რომლებიც მინდა ვინმემ წაიკითხოს, ნახოს, რომლითაც ვიღაცას (ამ კონკრეტულ შემთხვევაში კონკრეტულ პიროვნებას, გოგონას) ვეუბნები რაღაცას, ადრეც მკითხეთ ამაზე და იგივე გიპასუხეთ, რასაც მოყვა კიდევ კითხვა, მხოლოდ ქალებს ეუბნებით სათქმელსო? )) ამაზეც გიპასუხეთ მაგრამ კიდევ გეტყვით, ესეთი ლექსებით (სასიყვარულო) საბედნიეროდ მხოლოდ ქალს და სხვა ლექსებით ნებისმიერი სქესის, აღმსარებლობის და რასის წარმომადგენელს შეიძლება ვესაუბრო ))))))) მადლობა რომ კითხვები გინჩნდებათ და ინტერესებით. ) ძილისპირულო )) მხოლოდ იმ ლექსებს ვაქვეყნებ, რომლებიც მინდა ვინმემ წაიკითხოს, ნახოს, რომლითაც ვიღაცას (ამ კონკრეტულ შემთხვევაში კონკრეტულ პიროვნებას, გოგონას) ვეუბნები რაღაცას, ადრეც მკითხეთ ამაზე და იგივე გიპასუხეთ, რასაც მოყვა კიდევ კითხვა, მხოლოდ ქალებს ეუბნებით სათქმელსო? )) ამაზეც გიპასუხეთ მაგრამ კიდევ გეტყვით, ესეთი ლექსებით (სასიყვარულო) საბედნიეროდ მხოლოდ ქალს და სხვა ლექსებით ნებისმიერი სქესის, აღმსარებლობის და რასის წარმომადგენელს შეიძლება ვესაუბრო ))))))) მადლობა რომ კითხვები გინჩნდებათ და ინტერესებით. )
7. მადლობა დიდი <3 მადლობა დიდი <3
6. საინტერესო ავტორი... 5 საინტერესო ავტორი... 5
5. დავით მადლობა ჩემო ძმაო :* დავით მადლობა ჩემო ძმაო :*
4. ყოჩაღ, ძმაო, ძალიან კარგი ლექსია!
"მინდი" აქ, "ა" ასო აკლია, ვფიქორბ :)
და მე ვარ მესამე მომხმარებელი, ვინც აკომენტარებს...
ძალიან სამწუხაროა, ძალიან. ყოჩაღ, ძმაო, ძალიან კარგი ლექსია!
"მინდი" აქ, "ა" ასო აკლია, ვფიქორბ :)
და მე ვარ მესამე მომხმარებელი, ვინც აკომენტარებს...
ძალიან სამწუხაროა, ძალიან.
3. ხმიად დღეს დავრეგისტრირდი აქ პირველად და მაშინვე შენ გნახე, გამიმართლა. ძალიან მომეწონა ეს ლექსი და სხვები ხომ რათქმაუნდა.
ხმიად დღეს დავრეგისტრირდი აქ პირველად და მაშინვე შენ გნახე, გამიმართლა. ძალიან მომეწონა ეს ლექსი და სხვები ხომ რათქმაუნდა.
2. ძალიან ლამაზია. ყოველთვის სულმოუთქმელად ველოდები ხოლმე შენს გამოქვეყნებულ ლექსს, სამწუხაროა იშვიათად რომ წერ ან აქ დებ იშვიათად არ ვიცი.
ძალიან ლამაზია. ყოველთვის სულმოუთქმელად ველოდები ხოლმე შენს გამოქვეყნებულ ლექსს, სამწუხაროა იშვიათად რომ წერ ან აქ დებ იშვიათად არ ვიცი.
1. ძალიან ლამაზია. ყოველთვის სულმოუთქმელად ველოდები ხოლმე შენს გამოქვეყნებულ ლექსს, სამწუხაროა იშვიათად რომ წერ ან აქ დებ იშვიათად არ ვიცი.
ძალიან ლამაზია. ყოველთვის სულმოუთქმელად ველოდები ხოლმე შენს გამოქვეყნებულ ლექსს, სამწუხაროა იშვიათად რომ წერ ან აქ დებ იშვიათად არ ვიცი.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|