ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ფაუსტოელი
ჟანრი: პოეზია
27 აპრილი, 2016


გალანჰერ

დღესაც ამეკვიატა ჩვევად, ანდაბაზანდა,
აწი ან ბან გან დონით, ენ ვინ ზენ თან არ მივალ,
გადაღლილი სხეულით გდიხარ საწოლს, გალანჰერ...
სული თითქოს მტკივანი,ხტება,სცდება აივანს.
დღე დაგლეჯილ ნიშნიან, წუთს ითვლის და არც ისე,
რომანტიკა მეფურად თავს იწონებს ბუხრებთან,
კალანდაძის მაგვარად გულზე ფეხით გამსრისეს
და არცერთხელ უფლისთვის ზემოთ არ აუხედავთ.
ბნელი ქალაქებიდან,ვნება ამოისუნთქეს,
რქებდადგმული კიხოტი მოაგელვებს როსინანტს,
დულსინეა ძვირფასო,გამოაღე სამყარო,
ჭუჭყიანი თითებით, გაათავე, მოგიტანს....
შვებას,გულისამრევად ჩარჩა ამოხველება,
ასი წლებით დაიწყო,დამთავრდა და იყო რა,
ცოფიანი ძაღლივით ომმა ტყვიით დაგვკბინა,
დამშეული ბავშვობა ცოლად თან წაიყოლა.
წყალნაკლული სიშორით ერთმანეთი შეგვცივდა,
გოლგოთამდე მიყვარდი, მერე ვერცხლზე გაგცვალე,
ამინდებით დანერწყვილ მიწას გამოვეყავი,
დაღლილობა ზურგიდან ნეკნად ამოგაცალე.
ზღაპრებივით ატყუვდა,ფეხი როცა ავიდგით,
არ მეგონა მეძავი, ქრისტეს ფეხს თუ დაბანდა,
სიგიჟემდე მიკლია..თვალსაც...ყურსაც, ჰოიდაა,
ვყვირი,ვტირი,ვჩურჩულებ...სად ხარ, ანდაბაზანდა.
თითქოს სადღაც შემოვრჩით სხვების ნამოსახლარზე,
წლებო, წადით, გასწიეთ,გზას გილოცავთ,აბა ჰე,
სული შენი მტკივანი, ხტება,სცდება აივანს,
სხეული კი უძრავად გდია საწოლს...გალანჰერ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები