ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნიიც
ჟანრი: პოეზია
19 ივნისი, 2016


სიყვარულია?!.......

სიყვარულისთვის არ არსებობს თურმე საზღვრები,
სიყვარულისთვის არ არსებობს არც ერთი წესი,
სიყვარულია როცა სხვის გულს შეეფარები,
და ისიც ჩუმად და უსიტყვოდ შემოვა შენში.

სიყვარულია, როცა გული სიშორეს ვერ გრძნობს,
როცა მანძილი ვერ გავიწყებს თვალებს სევდიანს,
მიჰყვები ქუჩებს უკვე შეცვლილს, თვალები ვერ ცნობს,
მასზე ფიქრი და ოცნებები ისევ გდევნიან.

მიდიან წლები, გავიწყდება თითქოს ყოველი,
ნისლი მოიცავს განვლილ დღეებს, წუთებს და წამებს,
შენ დაივიწყებ, გულში მარხავ, აღარ მოელი,
მაგრამ ერთხელაც გესიზმრება ის შუაღამეს!......

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები