ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მირი-ანი
ჟანრი: პოეზია
19 ივლისი, 2016


Транс...

მორჩა. ყველაფერი მორჩა.
დავლევ უკანასკნელ დოზამდე.
მოვწევ უკანასკნელ დოზასაც
მერე ფიქრებს ავრევ, დროსაც და
გეტყვი. - ჩვეულებრივ ჩუმად ვარ,
ვისვრი მაწანწალა ტაეპებს,
რითმებს რიტმებივით ხანდახან
რიტმაც რითმასავით. პირიქით.

ვდგავარ ნარკოტრანსის კიდეზე,
ეიფორია
                  აფორიაქებს
                                        პეპლებს.
მაშინ რა აზრი აქვს კიბეებს,
როცა აზრი არ  აქვს კედლებს.

როცა გადამწვარან გრძნობები,
როცა გადამწვარა მზეც.
მოკლედ როგორ გითხრა არ ვიცი,
ალბათ გადავიწვი მეც...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები