ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თანანა
ჟანრი: პოეზია
24 სექტემბერი, 2016


წითელი აქცენტი

ფრჩხილებზე წითელი აქცენტი,
მაღალი ქუსლები - კლასიკა.
მოზურმუხტისფერო აბსენტი
იქნებ, ერთი ჭიქა დამისხათ!..
მეტად გულახდილი დეკოლტე,
გულში მოსათხრობი ფიქრები...
უყვარხარ სასმელის "მეგობრებს",
შენ გიყვარს სიტყვები მლიქვნელი...
კედელზე „კანკანი“ ლოტრეკის,
კაფეში რეტრო და ფიქრშიაც.
ჟესტი - ცალი მუხლის მოდრეკის,
მხრებზე შეიშმუშნა შინშილა...
ნაოდესღაცარი კაცი და...
ქალი კი - ახლა და ამ წუთას.
ჟანაც ხარ, მარგოც და მატილდაც,
წარსულზე არ ვფიქრობ, არ წუხხარ...
ფეხი - მოქანავე ქუსლებზე,
ვნების დიალოგი მზერაში.
უბრალოდ ცალ-ცალკე ვუძლებდით
უერთმანეთობას მე და შენ!..
22.09.16

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები