ავტორი: ლელა მგელაძე ჟანრი: პოეზია 2 ნოემბერი, 2016
მაისი უშენოდ
დედის გარეშეც ჩემს სოფელში დედოფლობას ჩემობს მაისი, გარეგნული უდრტვინველობით. ისე ვით ქალი, ძუძუმოკვეთილი მალავს დანაკლისს, ისიც არ იმჩნევს, რომ ვერ იპკურა ქინძისა და ნიახურის ნელსურნელება, ხოლო სიცოცხლის მისეულ ჰანგებს უსოლისტოდ დარჩენილი ორკესტრის მსგავსად, დაჰკლებია კრუხ-წიწილის ტკბილხმოვანება.