ავტორი: ხმიადაშვილი ჟანრი: პოეზია 12 ნოემბერი, 2016
გამოცვლილი კბილი
ჩემი ბავშვობის მეგობარს შევხვდი და ერთ საათში დავემშვიდობე. გადამეხვია, წავიდა და თან წაიყოლა სულ ყველა კბილი, რაც კი ერთად გამოვიცვალეთ. ჩემი ბავშვობის მეგობარს შევხვდი, სულ ოცდაექვს წელს ვითვლიდით ასაკს, ათიოდ ნაფაზს გავაყოლეთ ჩვენი ბავშვობა და სულ სხვადასხვა გზებს გავყევით ორი უცნობი.