3. #ლექსები
ძველია, 2016 წელიო. დამჭირდა და ვიპოვე, მაშინ ექსპრომტი ყოფილა და ახლა ცოტა დავამუშავე
სფინქსი (იუმორესკა)
სფინქსის ყურქვეშ ჩიტებს უდევთ ბუდე. გზა იქამდე - ცხელია და მრუდე. ძაღლი ყეფს და ქარავანი მიდის, შემკრთალია ლანდი გადამზიდის და არავის ჰყოფნის ეშმაკობა, ერთხელ მაინც შეეკითხოს ქოფაკს, რა აყეფებს ისე გახელებით, რომ ფრთხებიან მუდამ მნახველები. რომ ფრთხებიან ცხენ-ვირ-აქლემები: - ავიწყვიტე, ჯაჭვით აქ მე - ვები! გამიყოლეთ! ვიცი, გზაა დიდი. მეც ხომ მინდა ნახვა პირამიდის.
ძაღლი ყეფს და ქარავანი მიდის.
2016 იმის ფოტო, სფინქსის ყურდაბლა რომ ჩიტების ბუდეა, ფეისის ჩემს გვერდზეა #ლექსები
ძველია, 2016 წელიო. დამჭირდა და ვიპოვე, მაშინ ექსპრომტი ყოფილა და ახლა ცოტა დავამუშავე
სფინქსი (იუმორესკა)
სფინქსის ყურქვეშ ჩიტებს უდევთ ბუდე. გზა იქამდე - ცხელია და მრუდე. ძაღლი ყეფს და ქარავანი მიდის, შემკრთალია ლანდი გადამზიდის და არავის ჰყოფნის ეშმაკობა, ერთხელ მაინც შეეკითხოს ქოფაკს, რა აყეფებს ისე გახელებით, რომ ფრთხებიან მუდამ მნახველები. რომ ფრთხებიან ცხენ-ვირ-აქლემები: - ავიწყვიტე, ჯაჭვით აქ მე - ვები! გამიყოლეთ! ვიცი, გზაა დიდი. მეც ხომ მინდა ნახვა პირამიდის.
ძაღლი ყეფს და ქარავანი მიდის.
2016 იმის ფოტო, სფინქსის ყურდაბლა რომ ჩიტების ბუდეა, ფეისის ჩემს გვერდზეა
|