ის ის იყო, ქალბატონმა როზეტამ, აივნის მოაჯირზე გასამზეურებლად გადმოკიდებულ ლეიბს ჯოხი მოუღერა, რომ ნერვულად მოთამაშე მარცხენა თვალის ჭრილის მარცხენა უკიდურესი კუთხე უცხო ჰაბიტუსს ჰკიდა და განცვიფრებამ ერთ ადგილს მიალურსმნა. მიზეზი მისი აღშფოთებისა შეიქნა არა უცნობი ახალგაზრდის უჯრულა პერანგი, ან ცისფერი ჯინსი, შავი კედები და მხარზე დარდიმანდულად მოგდებული გიტარა (რომელიც სინამდვილეში სულაც არ გახლდათ გიტარა)... საქმე იმაშია, რომ როზეტა მთელი ცხოვრება იკვეხნიდა, ამ ქალაქში ძეხორციელი არ გაჭაჭანებულა, მე რომ არ მომეხსენებოდეს მისი ავან-ჩავანიო. და ახლა, მართალია დროებით, მაგრამ ჩრდილი მიადგა თავისა მოყვარეობას მისას. ქალს ისიც რომ სცოდნოდა, ქალაქის მეორე ბოლოდან კიდევ ერთმა უცნობმა შემოაბიჯა, ალბათ უმალვე მიაგდებდა საოჯახო საქმეებს და ქუჩას მისცემდა თავს. ჯერჯერობით კი ჯოხი უმოწყალოდ დაუშინა ლეიბს, დეკლამატორის ხელოვნებით დასწყევლა მამაკაცის გაჩენა ქვეყნად და ზედვე საფეხბურთო კლუბი ლონდონის ,,არსენალი” მიაყოლა. როზალია თაქთაქიშვილის მოსისხლე მტერი, ბეგი ნიორაძე, ამ დროს, სევერიან სალოსის სახელობის ქუჩაზე, რესტორან ,,სემირამიდას” საერთო დარბაზში, ზარმაცების ხაშს მიირთმევდა და პერანგის გულისპირზე აღმოცენებულ ცხიმის ლაქას სინანულით დასცქეროდა. ნახევრადდაცლილ არყის სირჩას დროდადრო წამოავლებდა-ხოლმე ხელს, მაგრამ შემდეგ გადაიფიქრაო თითქოს, ისევ ათავისუფლებდა თითების ტყვეობიდან, ლოყებს დაბერავდა და კბილებში გამოსცრიდა გაშორისდებულებულ ბგერათშეჯგუფებას ,,ფჰჰჰუუჰ.” ჩვენს პატარა ქალაქში ბეგლარ ნიორაძის პოპულარობას განაპირობებდა მისი არაჩვეულებრივი უნარ-ჩვევა - ფარმაცევტულად თანაბარი სიზუსტით ეგინებინა ნებისმიერი პოლიტიკური პარტია და გამოისობით ამისაც, ყველა კომპანიაში მიღებულ-დაფასებული კაცი გახლდათ. დღეს კი, ჩვეულების საწინააღმდეგოდ, მარტოდმარტო მისჯდომოდა ,,სემირამიდას” მორყეულ მაგიდას და ლაპარაკის საღერღელაშლილს, სწორედაც რომ სულზე მოუსწრო დარბაზში გიტარიანი ახალგაზრდის გამოჩენამ. უმალვე მიიპატიჟა, მაგრამ უცნობმა თავაზიანი უარი განუცხადა და მთლად შორეულ კუთხეში მდგომ მაგიდასთან მოიკალათა. ბეგლარმა საერთოდ არ შეიმჩნია ახალგაზრდის უტიფრობით გამოწვეული წყენა, მცირე ხანს უბრად იჯდა, მერე კი მაინც ვერ მოითმინა და მონოლოგი წამოიწყო, რომელსაც მისი სიღრმისდამიუხედავად ხანგრძლივობა არ ეწერა თურმე: საერთოდ, სიმართლეს, როგორც ჯოხს, ორი ბოლო აქვს - ლამაზი და მახინჯი. პირადად მე, ხშირ შემთხვევაში, სიმართლის დაღრეჯილი პირისახის შეხედვას, სიცრუის კეკლუცი ღიმილი უფრო მეამება... - რატომ, ბატონო, მასე უფრო იოლად მისრიალებს ძაფი ნემსის ყუნწში, ხომ? - ირონიამ ჩაილივლივა უცნობის პირისახეზე. - რა შუაში იყო ეგ? - ბეგლარი გულწრფელად დაინტერესდა. - ნემსის ყუნწს თუ ცხოვრებასთან გავაიგივებთ, ძაფი თქვენ გამოდიხართ, მოცემულ მომენტში. - გასაგებია! მაგრამ მე ამათი(აქ ბეგლარმა მოქმედ მთავრობას შეაგინა), ვინ გაძლევს საშუალებას... ბეგის კიდევ ეწადა მაგარ-მაგარი სიტყვების გახარჯვა, მაგრამ აღმოაჩინა რა, რომ თანამოსაუბრე საერთოდ აღარ უსმენდა, ისევ საბრალობლად განაბა სული. მერე არყის დარჩენილი წილიც ჩაღვარა სხეულში და ამჯერად ტანწვრილი შორისდებული ,,ჰუჰ” ამოთქვა. საუბრის მონაწილეთაგან არცერთმა იცოდა, რომ რამოდენიმე დღეში, ბევრად მნიშვნელოვან თემაზე სათათბიროდ, ისინი კვლავ შეიყრებოდნენ ერთად, ნიორაძის სახლის მისაღებ ოთახში მდგარ კუთხოვან მაგიდასთან... იების მოსვლა მაცნეა სასიხარულო ამბისა, რომ ქალაქს კოჭებთან მოადგა გაზაფხულიო - უთქვამს ადგილობრივ პოეტს, დემნა ახალკაცს, ერთხელ. ახალკაცის ძვლები, კარგა ხანია, მიწის კერძად იქცა, მაგრამ ქალაქი(ზოგიერთი სულნედლი რაიონს ან მუნიციპალიტეტს რომ უწოდებდა) კვლავ აგრძელებდა არსებობას და გაზაფხულიც, რაღა თქმა უნდა, არაფრის დიდებით იშლიდა მოსვლა-წასვლას. ახლაც, ის პერიოდი იდგა, როცა წელიწადის ყველაზე შფოთიანი დრო, კოჭებს და მუხლისთავებს კიარა, მკერდს ამოსცდენოდა, მერე ყელში ეტაცნა ბოღმისფერი თითები, თვალებსაც გადაჰფარებოდა და თმის ძირებში დაეწყო ჟონვა... მოკლედ, გაზაფხულში იღრჩობოდა ქალაქი. ამ საყოველთაო ფერთგანახლების პერიოდში მხოლოდ სანესტორიჩე სკვერი იდგა ფერურყეველი. ეს ერთადერთი ადგილი იყო, სადაც არასდროს არაფერი იცვლებოდა, გარდა ნესტორიჩის ჩაცმულობისა. დანამდვილებით ვერავინ იტყოდა, ნესტორიჩს ჰქონდა კერძო პარკი, თუ პარკს ჰყავდა საკუთარი ნესტორიჩი. ყველაზე უხუცესებიც კი ვერ ამბობდნენ დაბეჯითებით, ეს ორნი ოდესმე ცალ-ცალკე ენახათ თუ არა. ნესტორიჩი მხოლოდშობილი მოქანდაკე გახლდათ ადგილობრივი კულტურის და ერთი მიზეზიც სწორედ ეგ იყო, მის მიერ მოხვეჭილი საყოველთაო პატივისცემისა. მეორე მიზეზად შესაძლოა მივიჩნიოთ ის ფაქტი, რომ იგი ჭირიანივით ერიდებოდა მითოლოგიურ თემებზე მუშაობას და მხოლოდ ისტორია-რელიგიურ ხაზს მიჰყვებოდა. ამავდროულად(ცოდვა გამხელილი სჯობსო(ამბობენ)), ნესტორიჩი ჯერ კიდევ ჭაბუკობისას ჩაჰხვდა, ქანდაკებათა ხატვა ყველაზე ფართო რომ იყო, ხელოვნების ციცაბო ბილიკთა შორის. ვინაითგან, ვახტანგ გორგასლად ჩაფიქრებული ექსპონატი, შესაძლოა, დედინაცვლის საშოვნელად წასულ სამანიშვილს დამსგავსებოდა ბოლოს, რომულუსის აღმზრდელი ძუ მგელი - ბებერ კოიოტს, მძლეთამძლე მამონტი კი, მომაკვდავ სპლიყვს... ამ სახათაბალო საქმეში ავტორის უპირატესობა თვალშისაცემი იმით იყო, რომ მას ვერავინ მიედავებოდა, თავიდანვე პლატონ სამანიშვილის, ან თუნდაც კოიოტის და სპლიყვის გაკეთება არ გეგუნებებოდაო. საჭრეთელზე ჩაქუჩით ცემის ხმა ისმოდა პაკში განუწყვეტლივ და ქალაქელებიც ჭირივით ერიდებოდნენ აღნიშნულ ალაგს. სანესტორიჩე პარკიც ხუმრობით თუ დაცინვით უწოდეს აქაურობას. ნესტორიჩი კი ამას აინუნშიც არ აგდებდა და იყო ასე, სამყაროსგან მოწყვეტილი, უქალაქოდ და უგაზაფხულოდ, მუშაობდა თავაუღებლივ, თავისი მიზნის სისწორეში დარწმუნებული. იმ დღესაც, როცა პარკში შემთხვევით შემოხეტებულ უცხოს მოკრა თვალი, ცოტა კი იოცა, მაგრამ ვინმე გზააბნეული იქნებაო დაასკვნა მერე და მუშაობას მიუბრუნდა. მთლად შავ სამოსში გამოწყობილი უცნობი კი, მოლოდინის საპირისპიროდ, პირდაპირ მისკენ გამოემართა, გერდით ჩამოუჯდა და მხოლოდ ამის შემდგომ ინება სალამი. - გაგიმარჯოს! - თავაუღებლივ უპასუხა ნესტორიჩმა. - რა სასიამოვნო ამინდია, არა? - კვეს-აბედი მიუმარჯვა საუბარს უცხომ - გაგიჟდა გაზაფხული უკვე. - მართლა? არ შემიმჩნევია! რა რიცხვია დღეს? - მარტის ოცდაშვიდი. - მდაა! ზნაჩიტ უკვე თვე და ორმოცდაორი დღეა ამ ნიმუშზე ვმუშაობ. - დაუსრულებელი ქანდაკებისკენ გადაჰქნია თავი ნესტორიჩმა. - იქნებ მიმასწავლოთ, ამ ქალაქში წესიერი სასტუმროს პოვნა სად შეიძლება? - უცხოს სულ ვერ დაეტყო ნესტორიჩის საქმიანობით დაინტერესება. - სე იების მოსვლა მაცნეა სასიხარულო ამბისა, რომ ქალაქს კოჭებთან მოადგა გაზაფხულიო - უთქვამს ადგილობრივ პოეტს, დემნა ახალკაცს, ერთხელ. ახალკაცის ძვლები, კარგა ხანია, მიწის კერძად იქცა, მაგრამ ქალაქი(ზოგიერთი სულნედლი რაიონს ან მუნიციპალიტეტს რომ უწოდებდა) კვლავ აგრძელებდა არსებობას და გაზაფხულიც, რაღა თქმა უნდა, არაფრის დიდებით იშლიდა მოსვლა-წასვლას. ახლაც, ის პერიოდი იდგა, როცა წელიწადის ყველაზე შფოთიანი დრო, კოჭებს და მუხლისთავებს კიარა, მკერდს ამოსცდენოდა, მერე ყელში ეტაცნა ბოღმისფერი თითები, თვალებსაც გადაჰფარებოდა და თმის ძირებში დაეწყო ჟონვა... მოკლედ, გაზაფხულში იღრჩობოდა ქალაქი. ამ საყოველთაო ფერთგანახლების პერიოდში მხოლოდ სანესტორიჩე სკვერი იდგა ფერურყეველი. ეს ერთადერთი ადგილი იყო, სადაც არასდროს არაფერი იცვლებოდა, გარდა ნესტორიჩის ჩაცმულობისა. დანამდვილებით ვერავინ იტყოდა, ნესტორიჩს ჰქონდა კერძო პარკი, თუ პარკს ჰყავდა საკუთარი ნესტორიჩი. ყველაზე უხუცესებიც კი ვერ ამბობდნენ დაბეჯითებით, ეს ორნი ოდესმე ცალ-ცალკე ენახათ თუ არა. ნესტორიჩი მხოლოდშობილი მოქანდაკე გახლდათ ადგილობრივი კულტურის და ერთი მიზეზიც სწორედ ეგ იყო, მის მიერ მოხვეჭილი საყოველთაო პატივისცემისა. მეორე მიზეზად შესაძლოა მივიჩნიოთ ის ფაქტი, რომ იგი ჭირიანივით ერიდებოდა მითოლოგიურ თემებზე მუშაობას და მხოლოდ ისტორია-რელიგიურ ხაზს მიჰყვებოდა. ამავდროულად(ცოდვა გამხელილი სჯობსო(ამბობენ)), ნესტორიჩი ჯერ კიდევ ჭაბუკობისას ჩაჰხვდა, ქანდაკებათა ხატვა ყველაზე ფართო რომ იყო, ხელოვნების ციცაბო ბილიკთა შორის. ვინაითგან ქეთევან დედოფლად ჩაფიქრებული ექსპონატი, შესაძლოა სკრინინგცენტრში ვიზიტად მყოფ პაციენტს დამსგავსებოდა ბოლოს, გორგასლანი - დედინაცვლის საშოვნელად წასულ სამანიშვილს, რომულუსის აღმზრდელი ძუ მგელი - ბებერ კოიოტს, მძლეთამძლე მამონტი კი, მომაკვდავ სპლიყვს... ამ სახათაბალო საქმეში ავტორის უპირატესობა თვალშისაცემი იმით იყო, რომ მას ვერავინ მიედავებოდა, თავიდანვე პლატონ სამანიშვილის, ან თუნდაც კოიოტის და სპლიყვის გაკეთება არ გეგუნებებოდაო. საჭრეთელზე ჩაქუჩით ცემის ხმა ისმოდა პაკში განუწყვეტლივ და ქალაქელებიც ჭირივით ერიდებოდნენ აღნიშნულ ალაგს. სანესტორიჩე პარკიც ხუმრობით თუ დაცინვით უწოდეს აქაურობას. ნესტორიჩი კი ამას აინუნშიც არ აგდებდა და იყო ასე, სამყაროსგან მოწყვეტილი, უქალაქოდ და უგაზაფხულოდ, მუშაობდა თავაუღებლივ, თავისი მიზნის სისწორეში დარწმუნებული. იმ დღესაც, როცა პარკში შემთხვევით შემოხეტებულ უცხოს მოკრა თვალი, ცოტა კი იოცა, მაგრამ ვინმე გზააბნეული იქნებაო დაასკვნა მერე და მუშაობას მიუბრუნდა. მთლად შავ სამოსში გამოწყობილი უცნობი კი, მოლოდინის საპირისპიროდ, პირდაპირ მისკენ გამოემართა, გერდით ჩამოუჯდა და მხოლოდ ამის შემდგომ ინება სალამი. - გაგიმარჯოს! - თავაუღებლივ უპასუხა ნესტორიჩმა. - რა სასიამოვნო ამინდია, არა? - კვეს-აბედი მიუმარჯვა საუბარს უცხომ - გაგიჟდა გაზაფხული უკვე. - მართლა? არ შემიმჩნევია! რა რიცხვია დღეს? - მარტის ოცდაშვიდი. - მდაა! ზნაჩიტ უკვე თვე და ორმოცდაორი დღეა ამ ნიმუშზე ვმუშაობ. - დაუსრულებელი ქანდაკებისკენ გადაჰქნია თავი ნესტორიჩმა. - იქნებ მიმასწავლოთ, ამ ქალაქში წესიერი სასტუმროს პოვნა სად შეიძლება? - უცხოს სულ ვერ დაეტყო ნესტორიჩის საქმიანობით დაინტერესება. - სევერიან სალოსზე, ნებისმიერი მიგასწავლის! - გაღიზიანდა მოქანდაკე. - და ბეგი ნიორაძე სად ცხოვრობს, ხომ ვერ მეტყვით? - ნიორაძე რად გინდა? - ნესტორიჩს პირველად დაეტყო ცნობისწადილის აპილპილება. - არა, განსაკუთრებული არაფერი, - უნდილად ჩაილაპარაკა ბიჭმა - გამიგია საარჩევნოდ კენჭისყრას აპირებსო... - აჰ, პოლიტიკით ხარ გატაცებული? - სახეზე ზიზღი აღიბეჭდა ხელოვანმა - მაშინ, გირჩევდი, რესტორან სემირამიდაში შეგეხედა. ეგ არის მისი საარჩევნო შტაბიც და საცხოვრებელი რეზიდენციაც. კიდევ ერთი ნაბიჭვარი ჩამოეწვეთა ჩვენს ქალაქში - ჩაილაპარაკა ნესტორიჩმა, მარტო რომ დარჩა. ,,სევერიან სალოსის” ქუჩა შავოსანს პირველად იმით ეუცნაურა, რომ ადამიანები რატომღაც მხოლოდ ერთი მიმართულებით მოძრაობდნენ. ,,ეს რა არის - ფეხოსანთა ცალმხრივი მოძრაობაა ნუთუ?!” -ჩაიბუზღუნა უკმაყოფილოდ და ამასობაში სასტუმრო ,,ოქროს ხბოს” ყვითლად მოელვარე აბრას მოჰკრა თვალი. შვეიცარი მთლად შვეიცარელი არ აღმოჩნდა მაგრამ მგზავრის გაოცება მაინც გამოიწვია - პერანგის გულისპირზე მიმაგრებულ სახელი, ბერტნოლდ ფუხსი, სტუმრის არაერთგზისი თვალის დახამხამების შემდეგაც, ბგერაუცვლელად ესკუპა თავის ალაგს. - მეგობარო, რატომაა რომ ამ ქუჩაზე ყველა ერთი მიმართულებით მიიჩქარის - რაიმე განსაკუთრებული ხდება დღეს, თუ მუდმივად ასეა? - ნომერში შესვლისას გაახსენდა უცხოს. - ეს, ასე ვთქვათ, ერთ ან ორ წელიწადში ერთხელ ხდება, როცა ბეგი ნიორაძე ქადაგად ეცემა. ქადაგად დაცემა კი, მთვრალი ადამიანის უწყვეტ მონოლოგს ნიშნავს მოცემულ შემთხვევაში. - გინდათ თქვათ, რომ ამოდენა ხალხი მთვრალი ადამიანის სანახავად მიდის? - სტუმარმა თითქოს უკმაყოფილების გუბურაში ჩააჭყაპუნაო ფეხი. - არა, ადამიანები გულწრფელობის სანახავად მიდიან. ნიორაძეზე ვერ ვიტყვით, რომ უჭკუო კაცია, მაგრამ მასაც ახასიათებს თავისი წილი სისულელეები, რასაც სიფხიზლეში გულმოდგინედ ნიღბავს, ხოლო სიმთვრალის ჟამს, ის წარმოგვიდგება წრფელი, ვითარცა მომნანიებელი სააღსარებოში. ამავდროულად, ის ვირტუოზია. მონოლოგის ჟამს, გარემო ერთი მსახიობის სპეკტაკლს ემსგავსება, რესტორანი კი საამისოდ შესანიშნავ სცენას წარმოადგენს... - თქვენ რატომ არ მიდიხართ აღნიშნულ ,,სპეკტაკლზე”? - ნიორაძე ვერასდროს მოითმენს, ჩემს ფუხსობას რომ არ გაჰკრას კბილი! - ამჯერად შვეიცარმა ჩააბოტა უკმაყოფილების გუბეში. მერე კი, სტუმრის თვალებში მხიარულების მოხტუნავე ხვლიკებს რომ შეხედა, თვინიერად განმარტა - მეორე მსოფლიო ომში ტყვედ ჩავარდნილი გერმანელის შთამომავალი გახლავარო. ,,სემირამიდა” ამ დროს, მართლაც მოჰგავდა ალყაშემორტყმულ ციხე-სიმაგრეს. ბეგი ნიორაძეს სწორედ იმ წამს მორჩენილიყო მოქალაქეობრივ თვითშეგნებაზე საუბარს და დროებითი პაუზით ემოციურ ფონს ზრდიდა, სავარაუდოდ, ანაც საუბრის გასაგრძელებლად შემდგომ თემას ეძებდა. წინ არყის სირჩათა მეოთხედი დუჟინი ელაგა და ისე დასცქერდა, თითქოს ვერასგზით მიეღო გადაწყვეტილება, რომელი უნდა შეესვა პირველად. ბოლოს მარცხნიდან მესამე ამოირჩია, სამზერნი ზეცას მიუღირა და ადამიანი დალოცა თავისი სისუსტეებიანად. - ძალიან დიდხანს მეგონა, რომ უფალი ჩვენი ცოდვების გამო გვსჯიდა საიქიოში - დაიწყო მძიმედ - და მე მუდამ ვბრაზობდი ღმერთზე. ვბრაზობდი, რადგან მისსავე ხელით გამოძერწილ ადამიანს პასუხს გვთხოვდა იმ სისუსტეების გამო, გამკლავება არასგზით რომ არ შეგვიძლია... მხოლოდ ახლახანს აღმოვაჩინე, რომ ჩვენ იქ პასუხს ვაგებთ იმ არგაკეთებული სიკეთეების გამო, რომლის საფასურადაც თავისუფლად შეგვეძლო, ჩადენილ ცოდვათა ანულირება... და მე - ცოდვილ შვილს, სააღდგომოდ დაკლული ცხვრით, საკვირაოდ დანთებული სანთლით და სამეზობლოში რომოდენიმეჯერ გასესხებული გროშებით, საიქიოში მყუდრო კუთხეს არავინ მომიჩენს - თვალებში სისველე დაეტყო - მხოლოდ ახლა... ბეგიმ პუბლიკას თვალი მოავლო და ხმა ჩაუწყდა. მერე მოსულიერდა როგორღაც და აგრესია დააფრქვია მსმენელთ: - ხოლო მე მაინც მაქვს ერთი ცხოველი კითხვა - თუ უფალი თავად სიყვარულია, რატომ უნდა ხდებოდნენ ადამიანები სიძულვილის მსხვერპლნი, მხოლოდ იმ უწყინარი მიზეზის გამო, რომ მათ უყვართ... არსებობენ საფეხბურთო კლუბები და არსებობენ გულშემატკივრები, რომელთაც ისინი გაგიჟებით უყვართ. მათი რაოდენობა კლუბების წარმატებაზეა დამოკიდებული. და მსოფლიოში არსებული საფეხბურთო გუნდებიდან ყველაზე უიღბლოს, ლონდონის ,,არსენალის” ერთადერთი გულშემატკივარი რომ ვარ ქალაქში, შეიძლება ეს გახდეს ჩემი დისკრიმინაციის საფუძვლიანი მიზეზი?! თავშეკავებული ხითხითის ტალღამ გადაირბინა ,,სემირამიდას” დარბაზში - ყველა მიხვდა, რომ თვალსაწიერზე როზალია თაქთაქიშვილი გამოჩნდა.
(გაგრძელება იქნება)
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. როგორ მეამა ეს ტექსტი ვერც კი მოვახერხებ გადმოვცე, კონკრეტულ შემთხვევაში თემატიკასა და სიუჟეტზე არ გავამახვილებ ყურადღებას ვინაიდან ზოგადად ეს სტილისტიკა არ არის ჩემთან ახლოს, სიუჟეტს კი პირველივე ნაწუილში სასწაული მოვლენებით არც ველოდი სიმართლე რომ გითხრათ, ამიტომ შევეცდები გამოვიდე ამ საკითხთან დაკავშირებით პირადი განცდებისგან და მოკლედ მიმოვიხილო უფრო ზოგადი, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანი რამ.
ყველა შედარება, ყველა გადასვლა, ყველა ფრაზა თავის ადგილასაა, ეს ის იშვიათი შემთხვევაა როდესაც არ ვიტანჯები ნაწარმოების კითხვისას, არამედ მივყვები ტექსტ და ვტკბები ავტორის თანმიმდევრული აზროვნებით, ლოგიკით, დახვეწილი ენით. ო ენა მართლაც მოქნილია აქ, ერთი ნაწვალები ფრაზაც კი არ შემხვედრია ისე სუფთად მორაკრაკებენ აზზრები თავიანთი შინაარსით. პერსონაჟები? ძალიან კარგი სახეების შექმნა მოახერხე, დასაწყისსში ქალბატონი როზეტა ისე კარგად იშლება როგორც პერსონაჟი რომ მეტი რომც არაფერი ითქვას მასზე, ნაწარმოების ბოლომდე გემახსოვრება. (თუ ცხადია 5 ტომეული არ იქნება)
ასევე ძალიან იშვიათია დიალოგების ხარისხიანი წარმოების უნარი ტექსტში. ძალიან კლასიკოსები და ძალიან მწერლები რომ არიან ძველი დროიდან, მათთანაც კი ვაწყდები ხოლმე ამ პრობლემას. ამ ავტორთან დიალოგები სინქრონშია ტექსტთან და ეს უდაოდ ამაღლებს მას ჩემს თვალში.
გავითვალისწინებ იმასაც რომ თემატიკა იმ ტიპისაა რაც ყველა ქართველს უკვე შესისხლხორცებული აქვს და შესაძლია ამის გამოაცაა რომ ასე კარგად აეწყო ნაწარმოები.
ბოლოს რასაც მსურს ხაზი გავუსვა, რასაც დავეძებ სანთლით ყველგან ყოველთვის გამწარებული არის ი უ მ ო რ ი (ხარისხიანი)
ყველაფერი რაც შეიცავს მსუბუქ ირონიასა და "ჯანმრთელ იუმორს" სევდიან მომენტებთან ბალანსში ცხადია, არის, იყო და იქნება ის ნამდვილი ნაწამროები, ნახატი, ძეგლი, არ ვიცი რაც გნებავთ ის, რომელიც უნდა იქნას წაკითხული, გაგებული და ნაგრძნობი ყველას მიერ თუ არა ადამიანთა შესაძლო მაქსიმალური რაოდენობის მიერ მაინც.
არ მოვიტყუები თუ ვიტყვი რომ ავტორთან ვხვდებით ამ იუმორს, ყოველთვის ხარისხიანს ალბათ არა, მაგრამ მომენტებში გაგიჟება რომ შეიძლება ისეთს კი.
ამიტომ რომ შემეძლოს დავწერდი 100 ქულასაც მაგრამ მოგვიწევს დავჯერდეთ მხოლოდ 5 ქულას.
"მერე კი მაინც ვერ მოითმინა და მონოლოგი წამოიწყო, რომელსაც მისი სიღრმისდამიუხედავად ხანგრძლივობა არ ეწერა თურმე: საერთოდ, სიმართლეს, როგორც ჯოხს, ორი ბოლო აქვს - ლამაზი და მახინჯი. პირადად მე, ხშირ შემთხვევაში, სიმართლის დაღრეჯილი პირისახის შეხედვას, სიცრუის კეკლუცი ღიმილი უფრო მეამება... - რატომ, ბატონო, მასე უფრო იოლად მისრიალებს ძაფი ნემსის ყუნწში, ხომ? - ირონიამ ჩაილივლივა უცნობის პირისახეზე. - რა შუაში იყო ეგ? - ბეგლარი გულწრფელად დაინტერესდა. - ნემსის ყუნწს თუ ცხოვრებასთან გავაიგივებთ, ძაფი თქვენ გამოდიხართ, მოცემულ მომენტში. - გასაგებია! მაგრამ მე ამათი(აქ ბეგლარმა მოქმედ მთავრობას შეაგინა), ვინ გაძლევს საშუალებას..."
ეს ერთ-ერთი მაგარი მომენტია.
სიუჟეტზე მაიმც ვიტყვი ერთ სიტყვას - "არა" რამე სხვა...
როგორ მეამა ეს ტექსტი ვერც კი მოვახერხებ გადმოვცე, კონკრეტულ შემთხვევაში თემატიკასა და სიუჟეტზე არ გავამახვილებ ყურადღებას ვინაიდან ზოგადად ეს სტილისტიკა არ არის ჩემთან ახლოს, სიუჟეტს კი პირველივე ნაწუილში სასწაული მოვლენებით არც ველოდი სიმართლე რომ გითხრათ, ამიტომ შევეცდები გამოვიდე ამ საკითხთან დაკავშირებით პირადი განცდებისგან და მოკლედ მიმოვიხილო უფრო ზოგადი, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანი რამ.
ყველა შედარება, ყველა გადასვლა, ყველა ფრაზა თავის ადგილასაა, ეს ის იშვიათი შემთხვევაა როდესაც არ ვიტანჯები ნაწარმოების კითხვისას, არამედ მივყვები ტექსტ და ვტკბები ავტორის თანმიმდევრული აზროვნებით, ლოგიკით, დახვეწილი ენით. ო ენა მართლაც მოქნილია აქ, ერთი ნაწვალები ფრაზაც კი არ შემხვედრია ისე სუფთად მორაკრაკებენ აზზრები თავიანთი შინაარსით. პერსონაჟები? ძალიან კარგი სახეების შექმნა მოახერხე, დასაწყისსში ქალბატონი როზეტა ისე კარგად იშლება როგორც პერსონაჟი რომ მეტი რომც არაფერი ითქვას მასზე, ნაწარმოების ბოლომდე გემახსოვრება. (თუ ცხადია 5 ტომეული არ იქნება)
ასევე ძალიან იშვიათია დიალოგების ხარისხიანი წარმოების უნარი ტექსტში. ძალიან კლასიკოსები და ძალიან მწერლები რომ არიან ძველი დროიდან, მათთანაც კი ვაწყდები ხოლმე ამ პრობლემას. ამ ავტორთან დიალოგები სინქრონშია ტექსტთან და ეს უდაოდ ამაღლებს მას ჩემს თვალში.
გავითვალისწინებ იმასაც რომ თემატიკა იმ ტიპისაა რაც ყველა ქართველს უკვე შესისხლხორცებული აქვს და შესაძლია ამის გამოაცაა რომ ასე კარგად აეწყო ნაწარმოები.
ბოლოს რასაც მსურს ხაზი გავუსვა, რასაც დავეძებ სანთლით ყველგან ყოველთვის გამწარებული არის ი უ მ ო რ ი (ხარისხიანი)
ყველაფერი რაც შეიცავს მსუბუქ ირონიასა და "ჯანმრთელ იუმორს" სევდიან მომენტებთან ბალანსში ცხადია, არის, იყო და იქნება ის ნამდვილი ნაწამროები, ნახატი, ძეგლი, არ ვიცი რაც გნებავთ ის, რომელიც უნდა იქნას წაკითხული, გაგებული და ნაგრძნობი ყველას მიერ თუ არა ადამიანთა შესაძლო მაქსიმალური რაოდენობის მიერ მაინც.
არ მოვიტყუები თუ ვიტყვი რომ ავტორთან ვხვდებით ამ იუმორს, ყოველთვის ხარისხიანს ალბათ არა, მაგრამ მომენტებში გაგიჟება რომ შეიძლება ისეთს კი.
ამიტომ რომ შემეძლოს დავწერდი 100 ქულასაც მაგრამ მოგვიწევს დავჯერდეთ მხოლოდ 5 ქულას.
"მერე კი მაინც ვერ მოითმინა და მონოლოგი წამოიწყო, რომელსაც მისი სიღრმისდამიუხედავად ხანგრძლივობა არ ეწერა თურმე: საერთოდ, სიმართლეს, როგორც ჯოხს, ორი ბოლო აქვს - ლამაზი და მახინჯი. პირადად მე, ხშირ შემთხვევაში, სიმართლის დაღრეჯილი პირისახის შეხედვას, სიცრუის კეკლუცი ღიმილი უფრო მეამება... - რატომ, ბატონო, მასე უფრო იოლად მისრიალებს ძაფი ნემსის ყუნწში, ხომ? - ირონიამ ჩაილივლივა უცნობის პირისახეზე. - რა შუაში იყო ეგ? - ბეგლარი გულწრფელად დაინტერესდა. - ნემსის ყუნწს თუ ცხოვრებასთან გავაიგივებთ, ძაფი თქვენ გამოდიხართ, მოცემულ მომენტში. - გასაგებია! მაგრამ მე ამათი(აქ ბეგლარმა მოქმედ მთავრობას შეაგინა), ვინ გაძლევს საშუალებას..."
ეს ერთ-ერთი მაგარი მომენტია.
სიუჟეტზე მაიმც ვიტყვი ერთ სიტყვას - "არა" რამე სხვა...
4. ჩვეული იუმორი, ხალისი და სარკაზმი. ყოველთვის ოპტიმიზმს ვგრძნობ როცა პილიგრიმის ნაწერებს ვკთხულობ. მომწონს. 5.
ჩვეული იუმორი, ხალისი და სარკაზმი. ყოველთვის ოპტიმიზმს ვგრძნობ როცა პილიგრიმის ნაწერებს ვკთხულობ. მომწონს. 5.
3. აღირსე დასრულება :)) აღირსე დასრულება :))
2. ხომ ხარ ღირსი, გითხრა, საერთოდ არ მახსოვს ეს რაა თქო :)
ხომ ხარ ღირსი, გითხრა, საერთოდ არ მახსოვს ეს რაა თქო :)
1. ვნახოთ გაგრძელება. ვნახოთ გაგრძელება.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|