საჩუქარი ბრიყვსაც გაუხარდება. ძველი ეგვიპტური ანდაზა
დარბაზობა და ლხინი ეშხში იყო შესული, როცა ტაძრის უკიდეგანო ეზოში ქაოსი ატყდა, გამრიგეებმა მესაჩუქრეები მათთვის გამოყოფილ ადგილებზე გაამწესეს. ორიოდ საათში ყველა თავის საჩუქართან მუხლმოყრილი იდგა და ქვეყნის მთავარი ხაზინადრის მოსვლას ელოდა.
- ფარაონი, მზისსწორი ფარაონი მობრძანდება! ყველა საჩუქარს პირადად ნახავს... - ხმამაღალმა ძახილი ტაძრის კედელს მთელი ძალით მიაწყდა, ექოდ დაიშალა და მთელ შემოგარენს მოედო. ექოს გამოძახილი ჯერ ჩამცხრალიც არ იყო, ფარაონის პირადი დაცვა მწყობრად განლაგდა მთელ შიდა პერიმეტრზე. როგორც კი ტაძრის ფონზე მისმა ამალამ გაიბრწყინა, ყველას მიწაზე პირქვე გაწოლა უბრძანეს.
ფარაონი მშვიდად მოაბიჯებდა. ოქროცურვილი სამოსი საოცრად იხდენდა გადახრილი მზის ბრწყინვალებას. მისი უნაკლო აღნაგობა და გამორჩეული იერი ჰარმონიულად ერწყმოდა კარნაკის აუწერელ დიდებულებას. მხარს მზეთუნახავი დედოფალი უმშვენებდა. უკან პირადი ამალა მოსდევდა, ვეზირი ეიე, უზენაესი ქურუმი, საიდუმლო სამსახურის უფროსი რაიარი, დაცვა, სტუმრად ჩამოსული ელჩებობა და ჟამთამწერლები.
ამენჰოტეპი კიბესთან შეჩერდა და ტაძრის თვალუწვდენელი გარემო დაკვირვებით მოათვალიერა. გადატანილი განსაცდელის შემდეგ, სხვა თვალით ხედავდა გარესამყაროს, მიწაზე გართხმულ ქვეშევრდომებს, ამ ტაძარს, გალავანს გადაღმა აზიდულ კლდეებს. დიდხანს ელოდა ამ დღეს, ცოლად და დედოფლად ნანატრი ქალი არგუნდა ბედმა. დიდი ხანია უყვარდა ნეფერტიტი, თუმცა დინჯად ელოდა მის სადედოფლოდ აღზრდას, დაქალებას. რამდენჯერ უფიქრია ამ დღეზე. ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ, სრულიად ბედნიერი იყო, ეგონა საკუთარ ქორწილში გულიანად მოილხენდა, მაგრამ დატრიალებულმა ამბავმა მის სიხარულს ფრთები შეაკვეცა და სულში ეჭვის ბზარი გაუჩინა. წამით დაფიქრდა და მიხვდა, რომ სამუდამოდ დაკარგა ყველაზე ღირებული რამ, - უდარდელობა, ასე რომ უხდებოდა ახალგაზრდობას. გალავანს მიღმა მოზეიმე ხალხის ჟრიამული მიწვდა ყურზე. წამით შეშურდა უბრალო ადამიანების, მათი ხალისის, გულწრფელი აღტაცების, მათი უდარდელობის შეშურდა. ადრე ასეთი გრძნობა არასდროს ქონია, ან ვისი რა ჰქონდა შესაშური. ახლა კი შურმა გათანგა, გუნება გაუფუჭა, სულში ლოდად ჩააწვა და ისედაც დინჯი ნაბიჯი კიდევ უფრო დაუმძიმა.
" - რაც უფრო ძლევამოსილია კაცი, მით უფრო დაუცველია ღალატისგან. ყველაზე ბედნიერი დღე მომიშხამეს. რომ არა ეიე და რაიარი, ჩემს ტახტზე ახლა უზენაესი ქურუმი იჯდებოდა. ასეთ მუხთლობა, ასეთ დღეს... მხოლოდ ეჭვია სანდო მეგობარი, მოდუნების უფლებას აღარ მომცემს." - ავმა ფიქრმა ჩრდილად გადაუარა სახეზე ფარაონს.
ვეზირმა ეიემ მაშინვე შენიშნა გუნების შეცვლა. არც უზენაეს ქურუმს გამოპარვია ფარაონის მზერაში ჩარჩენილი მძიმე ნისლი. ქმარმა ნეფერტიტს გადახედა, თვალი ვერ მოსწყვიტა მის გედივით მოღერებულ ყელკისერს. შეეცადა ნაღველი მოეცილებინა, ნაძალადევად გაიღიმა და ეზოში ჩამავალი კიბე ჩაიარა. ნელა მიაბიჯებდა და საჩუქრებს გულდაგულ ათვალიერებდა, თუ რამე განსაკუთრებით მიიტაცებდა მის თვალს, ნიშანს აძლევდა ხაზინადარს, ისიც ვერცხლით სავსე ქისას აწვდიდა ფარაონის ნებართვით მუხლზე წამოჩოქილ სოფლის თავკაცს და საჩუქარს ფარაონის ბეჭდს ასვამდა. მარცვლეულით სავსე კალათასთან შეჩერდა ამალა. ფარაონმა კარგად იცოდა რა კულტურები ითესებოდა მის ქვეყანაში, რა მოსავლიანობა იყო, როგორც იკვებებოდა ხალხი, მუდმივად აწვდიდნენ სინჯებს პირველ ვეზირს, ისიც დაუყოვნებლივ მოახსენებდა ხოლმე. თვალდახუჭული ცნობდა ნებისმიერ კულტურას აღმოცენების და ზრდის სტადიაზე, დამტვერვისას და მწიფობისას. ეუცნაურა დიდრონი მარცვალი. სოფლის თავკაცის წამოყენება ბრძანა. ეიემ მაშინვე იკითხა რა ჯიშის ხორბალიაო. მუხლზე დადგა ჭარმაგი გლეხი, თავაუწევლად ამოილუღლუღა: ამ ჯიშის ხორბალი წელიწადში ოთხჯერ იძლევა მოსავლს, ჩემი გამოყვანილია, ვერც ხოჭო ერევა და ვერც მავნებელი, ვერც კალია აკლებს რამეს, წყალმაც რომ წარეცხოს ყანა, რამდენიმე დღეში ფეხზე ადგება და მოსავალს მაინც იძლევაო... მინდა ხვავი და ბარაქა იყოს ჩვენს ქვეყანაში, ამიტომ მოგართვითო... - ენა დაება გლეხს.
გაოცდა ფარაონი, ისევ ანიშნა ხაზინადარს, ისევ გაიწკრიალა ვერცხლით სავსე ქისამ.
" - გონიერი და ნიჭიერია უბრალო ხალხი. გამოცდილი, წინდახედული და ყაირათიანი. არ მიკვირს მათგან რომ აირჩია მეთაურები ქურუმმა. ზოგი რამ მტრისგანაც უნდა ისწავლო. " - გაიფიქრა ფარაონმა და გზა გააგრძელა.
ამალა კიდევ რამდენიმე ადგილზე შეჩერდა. ერთგან ქვამარილის ალმასივით დაწმენდილი, გამჭირვალე კრისტალები მოიწონა, მეორეგან ფირუზი და კრიალა მარჯნები. მესამეგან რკინისგან ნაჭედი ცხენის ნალები. მეოთხეგან საბრძოლო ეტლის ახალმა კონსტრუქციამ მოხიბლა, თიხის წყალსადენმა მილებმა ძალიან გააკვირვა, ახდენილი ოცნებასავით მოლაპლაპე ხალიბური ფოლადის მახვილიც სიამოვნებით გაზომა თვალით. თვალდათვალ უჩვენეს ფარაონს ჩალასავით როგორ გადაჭრა ჰიქსოსური ხმალი იშვიათმა საჩუქარმა.
ტაძრის ეზოში შემოფრენილმა ნიავმა მსუბუქად ნაქსოვი აბრეშუმი ააფრიალა, ათასფერ ცისარტყელად გაიშალა ქსოვილი. ჩინურზე უკეთესი ნახელავი მოეტანათ სამხრეთელ ქალებს. ნიავმა სხეულზე მოიკვართა აბრეშუმი, ნაზად გაიღიმა ნეფერტიტმა, სიამე მოეფინა ლამაზ სახეზე. ხაზინადარი ფარაონის ნიშანს არც დალოდებია, ვერცხლით სავსე ქისა უბოძა გახარებულ ფეიქრებს.
რაც უფრო უახლოვდებოდა ფარაონი, - მით უფრო ღელავდა ინენი. ფილაქანზე მთელი სხეულით პირქვე გართხმული, ქმარს ვერ ხედავდა. წუხანდლიდან სიტყვაც არ უთქვამთ ერთმანეთისთვის. ტემუ დილის აღლუმის შემდეგაც არავის გამოლაპარაკებია. საქორწინო სუფრიდან მხოლოდ მოხარშული თხის ხორცის მცირე ნაჭერი და ხილი მოიხილა, წყლის გარდა სხვა სასმელი არ მიიკარა. არც საამონს და სარას მისცა უფლება თრობას შეყოლოდნენ. მეზობლები უკმაყოფილოდ ბუზღუნებდნენ, თუმცა კარგად ესმოდათ ტემუს თხოვნის მართებულობა. უნდოდა, როგორმე შეხებოდა ქმარს, გაემხნევებინა, მაგრამ განძრევას ვერ ბედავდა. პირდაპირ თავზე ადგა შეიარაღებული მცველი... წამსვე შუბით დაასობდა იატაკს.
უკვე ახლოს იყო ამალა, ისევ რომ შეჩერდა ფარაონი. შესანიშნავი სანდლები გამოეფინა ხელმარჯვე ოსტატს, ნატიფად ნაქსოვ-ნაკერი ფეხსაცმელი მართლაც მხოლოდ დედოფლების შესაფერი დახვეწილობით იწონებდა თავს. ხაზინადარმა ბეჭედი დაასვა საჩუქარს. ვერცხლიანმა ქისამ ისევ შეიცვალა მფლობელი.
ფეტვის პირგახსნილ ტომარასაც მოხვდა ხაზინადრის ბეჭედი. კრიალა მარცვალი ძვირფასი თვალივით იტაცებდა თვალს. ეიემ იკითხა რა ღირსებით გამოირჩევაო. ქერს ჯობია, პატარა ფართობზე დიდ მოსავალს იძლევა, მიწაც ნაყოფიერებას ინარჩუნებს, მისი დასვენება და სხვა რამის თესვა საჭირო არ არის, გვალგამძლეა, მაწიერია, ფქვილადაც კარგია და ბურღულადაც, ლუდიც გამოვხადე და კარგი გამოვიდაო. - მოკრძალებით უპასუხა სოფლის თავკაცმა. ეიე ჯერ კიდევ აგრძელებდა საუბარს მასთან, როცა ფარაონი ჩუმმა, უცნაურმა კნავილმა რომ შემოაბრუნა ინენის მხარეს.
დაფრთხა ინდურ სამოსში გამოწყობილი მესაჩუქრე, უკვე მოხუცი მონადირე. უმალ კისერზე იგრძნო შუბის წვერი. სულ მოიკრუნჩხა შიშისგან. "- მზისსწორის საჩუქარიაო..." - ჩუმად წაიჩურჩულა.
ჭილის კალათს დაცვის უფროსმა სწრაფად გადახადა თავი. ვეფხვის წყვილ ბოკვერს მშვიდად ეძინა, ძილში ხანდახან წამოიკნავლებდნენ, დედის სითბოს ისაკლისებდნენ. გაეღიმა ფარაონს, უზომოდ მოეწონა მძინარე ბოკვრები, ძლივს შეიკავა თავი რომ არ მოფერებოდა. კალათა მაშინვე გაიტანეს მსახურებმა. ვერცხლის ქისა კრუნჩხვის წამალი გამოდგა მონადირისთვის, ბედნიერებისგან ხელფეხს ერთად ვეღარ უყრიდა თავს მოხუცი.
ინენიმ ათიოდე ნაბიჯში დაინახა ოქროს სანდლები. სხეულში ჟრუანტელმა უცნაური სიცივით დაუარა, მალე მშვენიერ, პაწია ტერფებზე ამოცმული ვერცხლის სანდლებიც გამოჩნდნენ... გუმანით იგრძნო, თვით ნეფერტიტი იდგა მისგან სულ რამდენიმე ნაბიჯში.
ოცნება აუხდა ინენის, ასე ახლოს იდგა ნანატრი დედოფალი, მაგრამ აღტაცების ნაცვლად რაღაც გაუგებარი იგრძნო. თითქოს გარშემო ყველაფერი ქვად იქცა, ტაძრის ფილქანს და სვეტებს შეერწყა, სულიერი აღარვინ იყო, აღარც მიწა, აღარც ცა... მარტო ქვა... ქვა... ძალას ართმევდა ეს ქვა, მთელი სიმძიმით სერსდა და ჭყლეტდა... მიწა მოუნდა, მიწაზე მობღაუჭება. ირგვლივ ისეთი სიჩუმე იდგა, თითქოს ინენის მეტი აღარვინ იყო. საკუთარი გულის ბაგუნი გაიგონა და შიშმა შეზარა, უნდოდა წამომხტარიყო, ტემუსთან ერთად გაქცეულიყო, ახლა აღარც თავზე მდგარი დაცვის ეშინოდა, აღარც სიკვდილის, ოღონდ გაქცეულიყვნენ და აქაურობისთვის თავი დაეღწიათ...მაგრამ გულმა უთხრა რომ ახლა, ზუსტად ამ წუთში წყდებოდა ტემუს ბედი...
" - ტემუს რამე რომ დაუშავონ, ჩემი ხელით გამოვთხრი თვალებს ფარაონს! მერე თუნდაც მიწაზე დამხობილა ეს ტაძარი!.." - კარიჭაში გამოცრა და სიმწრით მოფხაჭნა ფილქანი. მიწის სიგრილე მოედო ხელზე, ბზარიან ქვაში გამოჩრილიყო პატარა ძარღვი. ფრჩხილებით მოპოტნა მიწა და მუჭებში მობღუჯა. ძალის უცნაური მოზღვავება იგრძნო, ახლა მართლა შეეძლო გაუგონარი ჩაედინა, ოღონდ კი ტემუ გადაერჩინა.
დუმილი თანდათან იკრებდა ძალას. ასეთი ხმაურიანი დღის შემდეგ, საშინლად გაუსაძლისი აღმოჩნდა სიჩუმე. ფარაონი ფეხსაც არ იცვლიდა, თითქოს მიწაზე უძრავად დასობილ ტაძრის სვეტზე მიხატულ ფრესკად იქცა. მთელი ამალა, დაზგაზე გაჭიმულ ვეებერთელა პაპირუსს შესქეროდა, ზარნაცემივით იდგნენ ნახატის წინ. ეიემ ტაძრის მთავარ მხატვარს უხმო. მცველებმა ბადრუ მიჰგვარეს.
მუხლზე დადგა პატივცემული მხატვარი, ავის მოლოდინში გაირინდა.
- რა არის ამ პაპირუსზე მხატვარო? - იკითხა ვეზირმა ეიემ.
ბადრუმ ნახატს შეხედა. თვალს არ დაუჯერა, დააკვირდა და შიშისგან ლამის ენა ჩაუვარდა. კარგად დაათვალიერა მთელი პაპირუსი და აკანკალებული ხმით ჩაიჩურჩულა:
- ეს ქალაქია დიდო ვეზირო. - ქალაქი? - ის არ არსებობს, ეს მხოლოდ ფანტაზიაა, მხოლოდ ნახატი... - ჩვეულმა სიბრძნემ არც ახლა უღალატა ბადრუს. - ეს ადგილი, ტა-კემეტში ნამდვილად არსებობს. ეს ჰაპის სანაპიროა, ცარიელია თვით კლდეების მიჯნამდე... მაშ გამოგონილი ქალაქი? მერე ვინ გამოიგონა? ვინაა მხატვარი?
ხაზინადარი პაპირუსს მიუახლოვდა, კუთხეს დახედა და ხმამაღლა წაიკითხა:
- თუტმოსი, მხატვარი და მოქანდაკე!
პირქვედამხობილ ტემუს, მცველმა მხრებში ხელი წაავლო და მუხლზე წამოაჩოქა: - შენ დახატე? - კითხა ეიემ. თანხმობის ნიშნად ტემუ ჩუმად დაემხო ფილაქანს.
- ქალაქების შექმნა და შენება მხოლოდ ღმერთების უფლებაა! ღმერთებს უტოლებ თავს?! როგორ გაბედე ასეთი გაუგონარი საქციელი?! გაათრიეთ თავხედი, ოჯახიანად მონად გაყიდეთ, ამონაგები ტაძარმა მიიღოს! - გაიჟღერა უზენაესი ქურუმის წივანა ხმამ.
გულისწვერი და ყურთასმენა ერთად მოაჭრეს ინენის. როგორ ეშინოდა ამ სიტყვების, ამ დღის და ამ წამის... უმოწყალოდ მოკლე ეჩვენა ტემუსთან ერთად სოფელში გატარებული დრო. ქვეყნის უმაღლესი პირი თვალწინ უნგრევდა თავის პატარა ბედნიერებას. აუხდა სიზმარი, ავი წინათგრძნობა გაუმართლდა. ცარგვალი შავად მოიგრაგნა მის თავზე, ნაფლეთებად დაიხა და ძონძებად დაეკიდა. დაცვას ორი კაცი გამოეყო, ერთი სარას ამოუდგა გვერდით დადგა, მეორე საამონს. შუბები დაუმიზნეს მიწაზე გაწოლილებს. შიშმა ფრთა შეისხა და ცივი ნიავით გადაუარა არემარეს. ვერავინ ინძრეოდა, ყველა ფარაონის სიტყვას ელოდა. გარინდული ამენჰოტეპი კი ნახატს მონუსხული შესცქეროდა, დუმდა და პაპირუსზე გაშლილი ქალაქის მიღმა ფიქრობდა, გარეშემომყოფებს ყურადღებას საერთოდ არ აქცევდა და ვერც ამჩნევდა რა ხდებოდა მის გარშემო.
ეიე ხმის ამოღებას ვერ ბედავდა. ქურუმის აღშფოთება სამართლიანი იყო, მართალია ამდენი სტუმრის და ელჩობის წინაშე ვიღაც უსახელო, ვიგინდარა მხატვრის დასჯა არცთუ რამეს დააკლებდა სამეფო კარს, მაგრამ ხალხის თვალში? უბრალო ხალხში, ზღვად რომ ღელავდა ტაძრის გალავანს მიღმა, წამში ცუდ ხმად გავარდებოდა ეს ამბავი, უბრალო ხელოსანმა თავისი ნახატი ფარაონს ქორწილში გულით უძღვნა, მას კი საჩუქარი არ მოეწონა და ოჯახიანად მონად აქციაო, აბა უბრალო ხელოსანს სად ექნებოდა ფარაონის საკადრისი საჩუქარიო... დღეს მომკილი ხალხის სიყვარული ფარაონისთვის ყველაზე დიდი ძღვენი იყო, არცერთ მის წინამორბედს არ ღირსებია ასეთი სახალხო აღიარება. არა, დღეს არ უნდა მიდგომოდა ჩრდილი ფარაონის კაცთმოყვარეობას, ხვალ და ზეგ კი, მაგრამ დღეს არა... სხვა გზა აღარ ჰქონდა ეიეს, ისევ ხერხი მოიშველია და ნეფერტიტს გადახედა.
გონიერი ქალი უმალ მიუხვდა მამობილს. საჩუქრებს თვალი მოავლო. მსახურს ანიშნა ის უცნაური ამფორა მიეწოდებინა, თავზე წაკვეთილი კონუსი რომ ეხურა. მოწიწებით მიართვეს საჩუქარი. ნეფერტიტმა გარედან დაათვალიერა ჭურჭელი და თავი მოხადა.
საოცარი სურნელი გადმოიფრქვა, ნამდვილი ნეტარება იღვრებოდა ყელყარყაყა ამფორიდან.
- რა შესანიშნავი სურნელია? ინენი...ნელსაცხებლის ოსტატი, რომელია? - ჩაიწკრიალეს ვერცხლის ზარებმა.
- ბრწყინვალე დედოფალო, ნელსაცხებელი მე მოვამზადე, ჭურჭელი კი ჩემმა ქმარმა... თუტმოსმა. მცირედია, არ არის თქვენი საკადრისი, მაგრამ მიიღე გულით მოძღვნილი, დაგვინდე და შეგვიწყალე, - აკანკალებული ხმით ჩაილაპარაკა ინენიმ და ძლივს მოასწრო კალთის ნაოჭში მიწით ამოვსებული მუჭების დამალვა.
- შესანიშნავი თავსახური აქვს, როგორი უცხოა და ლამაზი, ფუნჯიც რა ოსტატურია. კარგი ხელოსანი ყოფილხარ თუტმოს. ასეთი არასდროს მინახავს, ქალის პაწია ქანდაკება სურნელოვანი ნელსაცხებლისთვის, შესანიშნავი მოფიქრებულია, ლამაზია და მოხერხებული... - ვერცხლის ზარივით გაიწკრიალა დედოფლის ხმამ. ყველა აღტაცებულ ნეფერტიტს მიაჩერდა, მხოლოდ ფარაონი იდგა უძრავად, ვერაფრით გამოდიოდა ნახატით მოგვრილი ხიბლიდან. დედოფალმა მეუღლეს შეხედა და "უნებლიედ" ხელი უშვა ჭურჭელს, წკრიალით დაასკდა თხელი თიხა ფილაქანს, დაღვრილმა სურნელებამ იმძლავრა და ყველას ყნოსვა გამოაცოცხლა.
მხოლოდ მსხვრევის ხმამ გამოარკვია ფარაონი. სწრაფად მობრუნდა ცოლისკენ და მის შეწუხებულ სახეს დააცქერდა.
- აჰ, შემთხვევით გამიცურდა ხელიდან!... გატყდა!... როგორ მენანება!.. მხოლოდ ესღა დარჩა... - დედოფალმა გაბუტული გამომეტყველებით შეატრიალა ხელში წაკვეთილი კონუსი. ხაზინადარმა ფარაონის ნიშანზე უსიტყვოდ ჩაუგდო კალთაში ინენის ვერცხლიანი ქისა. ეიემ ფარაონის ყურადღება იგრძნო თუ არა, მაშინვე ქურუმს მიუბრუნდა: - მართალია ღმერთების ნებაა ახალი ქალაქის აშენება, მაგრამ ეს მხოლოდ ნახატია, არ არსებული ქალაქის ნახატი. ღმერთები ხალხის ღმერთებიც არიან, ფარაონიც მთელი ხალხის მფარველია. მათი სახება ყველა ეგვიპტელის გონებაშია ჩასახლებული. მათი სურვილი შეიძლება ბევრმა იხილოს, მაგრამ დახატვა ერთია, აშენება კი მეორე. უბრალო კაცი იყო პირამიდების მაშენებელი ამენჰოტეპი, მაგრამ დიდებული არქიტექტორი. მას შემდეგ ათასწლეული გავიდა, ის კი დღემდე ფარაონებთან ერთად მოიხსენიება. - მშვიდად თქვა ვეზირმა ეიემ და რაიარს ანიშნა მუხლზე წამოეჩოქებიანთ ახალგამოჩეკილი მოქანდაკე თუ მხატვარი.
ეიეს ნათქვამზე ფარაონმა ნახატს თვალის მოაშორა და ტემუ შეათვალიერა.
" - ეს გამოსავალია, ნამდვილად ღმერთების ნიშანია. ქალაქს ნახევარ-მზის ფორმა აქვს, ქუჩები სხივად ჩამოდის მდინარისკენ, შუაგულში მშვენიერი ტაძარია, ბევრი სამსხვერპლოთი, სიმეტრიულად განლაგებული სახლებით და შენობებით, ფართო ნავმისადგომებით, როგორ უხდება გზის პირებს კიპარისების მწკრივი. დედაქალაქზე ლამაზია, უფრო დიდია და დიდებული. ტაძარიც სწორად დაუგეგმავს, უამრავი სამსხვერპლოა... მეტ ხალხს დაიტევს, ერთდროულად ბევრი შეძლებს მსხვერპლის შეწირვას. შენობის და ხიდების კონსტრუქციაც კარგად მოუფიქრებია. გონიერი, ნიჭიერი კაცის ნაფიქრია, დიდი შრომა ჩაუდვია. მართლა შესანიშნავი საჩუქარია, მოულოდნელიც...აქამდე როგორ არ მომივიდა აზრად ახალი ქალაქი?! ამ ქურუმს ხომ აქამდეც დავაღწევდი თავს...ეს ხომ ასეთი ადვილი იყო!.."
ფარაონმა ისევ დააცქერდა ტემუს, თავდახრილმა ხელოსანმა წამით თავი ასწია და მზერა გაუსწორა ფარაონს. " - ნამდვილად ეს იყო იმ უცნაური მზერის პატრონი. " - გაახსენდა დილანდელი ამენჰოტეპს.
მთელი თავით მაღალი იყო ფარაონი, მზისფერ სამოსში გამოწყობილი, მხარგაშლილი, ლაღი და ამაყი, მზის შვილი და მზის სწორი. უმდიდრესი ქვეყნის დიადი ხელმწიფე, ტემუ კი, სოფლურ, ხამის ტილოს სამოსში ჩაცმული, მუხლზე დაჩოქილი, შიშით შეძრწუნებული, წელში მოხრილი, ქედმოხრილი, ფარაონის მაღალი წყალობის მომლოდინე ერთი უბირი გლეხი.
ფარაონის გასაოცარი დიდებულებით და ბრწყინვალებით თვალმოჭრილი ტემუ, ძალაუნებურად მაშინვე პირქვე დაემხო. "-მტრისგან უნდა ვისწავლო უბრალო ხალხის დაფასება,"- ქურუმის წაწვეტებულ სახეს თვალი აარიდა ფარაონმა, კიდევ ერთხელ შეათვალიერა მის წინ დამხობილი კაცი და ხაზინადარს ანიშნა...
" - არ მეშლება, დილითაც არ შემშლია... ზუსტი ასლია... წარმოუდგენელია ასეთი მსგავსება, თანაც იმდენად აშკარაა, რომ..." - ფიქრის გაგრძელებაც ვერ გაბედა ტემუმ.
" - თუ ფარაონი ამ ქალაქს მოშორდება, ეს თავისუფლებაა. ასი ტაძარიც რომ ააშენოს, კარნაკს ვერცერთი ვერასდროს გაუტოლდება. მე აქ დავრჩები. სარფიანი გამოსავალია! დიდძალ ოქროსაც მივაშველებ ქალაქის ასაშენებლად, ოღონდ აქედან წავიდეს. არც ისე ძნელი ამოსაცნობია რას ფიქრობს... ღმერთების უარყოფას ვერ გავუჩუმდებოდი, თუმცა ამ თავხედმა კარგი საქმე გამიკეთა. აზრი ჩაწვეთებულია, ახლა მხოლოდ მისი გაღვივებაა საჭირო." - ნახატს მიჩერებულმა ქურუმმა კარგად დაინახა როგორ დააჯილდოვა ფარაონმა მხატვარი ვერცხლის ქისით. მაგრამ თვალი ოსტატურად აარიდა და არც შეიმჩნია ისევ უარყოფილი და დამცირებული რომ აღმოჩნდა ამდენი სტუმრის და ხალხის წინაშე.
" - ფარაონმა რელიგიას გადააბიჯა?! რა ჩაიფიქრა?.." - გაოგნებული ეიე მორჩილებით მოიხარა ფარაონის წინაშე.
" - შეგარჩენ ამენჰოტეპ ღმერთების უარყოფას, ოღონდ მეც უნდა შემარჩინო დღევანდელი დღე... ეიე, აი შენ კი, არასდროს გაპატიებ ჯოხით დაგებულ მახეს! "- ფიქრი ირონიას ამოაფარა ქურუმმა, ავად გახედა პირველ ვეზირს, წელში მოიხარა და მოწიწებით ანიშნა ფარაონს რომ "დიდსულოვნად გადაიფიქრა" უბირი მხატვრის დასჯა. ერთ წამში სამჯერ შებრუნდა ტემუს ბედის ბორბალი, მაგრამ მესამე მხოლოდ ერთმა შენიშნა.
იმ წამს, კიდევ ერთი მოულოდნელი რამ მოხდა. როცა დაჩოქილმა ტემუმ თავი ასწია, ნეფერტიტის ყურადღება უცბად მიიპყრო უცნაურმა სხივიანმა სილურჯემ. ეს გაცისკროვნებული ფერი, უცხო მოქანდაკის თვალებიდან მდინარესავით იღვრებოდა. დედოფლის მზერა უკიდეგანოდ მოლივლივე სილურჯეში ისე ჩაიძირა, თითქოს ცაში გაცურა ქალმა. სულ დაავიწყდა ვინ იყო, სად იყო, ვის გვერდით იყო... ამ საოცარმა ფერმა ყველა და ყველაფერი მოიცვა, ის ყველგან იყო, მის გაშემო, ფეხქვეშ, თავსზემოთ... ვერ მიხვდა რა გრძნობა დაეუფლა... რა იყო ეს საოცარი, უსასრულო, ყოვლის მომცველი, ფაქიზად მოლივლივე ლურჯი სინაზე, მთლიანად რომ დაიმორჩილა. უცხო იყო ნეფერტიტისთვის მორჩილება, მოუნდა, ამ შეგრძნებას როგორმე მორეოდა, რაღაც მიწიერი, ძლიერი ეგრძნო. თვალი ძლივს მოაცილა ტემუს და საკუთარ ხელებს დახედა. ამფორის სახურავი ჯერ კიდევ ხელში ჰქონდა შერჩენოდა. მსახურს უჩუმრად გაუწოდა და ფარაონისკენ შებრუნდა. წამიერი სიმსუბუქე ისევ მიწიერმა სიმძიმემ შეცვალა, თითქოს ლურჯად მოლივლივე ციდან მოგლიჯეს და მიწას დაანარცხეს. ისევ ძველ ადგილას დააბრუნეს, ფარაონის ცოლად და დედოფლად. შედარებაც არ შეიძლებოდა იმ ცის და ამ მიწის... და... მესამე ინატრა...
" - წყალი... ჰაპის წყალი...მოვატანინებ... ძალას დამიბრუნებს ჩემი მდინარე."
ფარაონმა გვიან, მაგრამ მაინც შენიშნა ნეფერტიტის ფერნაცვალი სახე და სასახლეში სასწრაფოდ დაბრუნება ბრძანა. ამალამ ტაძარი დატოვა, სამეფო დაცვაც მიეფარა თვალს. ხალხი ფეხზე წამოიშალა და ვიწრო გასასვლელებს ჟრიამულით მიაწყდა. მესაჩუქრეებთან მხოლოდ ხაზინადარიღა ტრიალებდა თავისი მსახურებით. ნახატი ჩამოხსნეს, დაგრაგნეს, ბუდეში მოათავსეს, სხვა საჩუქრებთან ერთად მალემსრბოლს ჩააბარეს და სასახლეში წაღება უბრძანეს.
ტემუ, ბადრუ, საამონი და სარა ჯერ კიდევ ვერ მოსულიყვნენ გონს. ტეფია და ეფირი ფერდაკარგულები მიკვროდნენ ერთმანეთს. ორივე ერთად იფიცებოდა რომ მათი ფეხი აღარ იქნებოდა ამიერიდან დედაქალაქში. ყველას, ყველას გამოეპარა ის ერთი წამი.... რაიარს, გველივით ბრძენ ეიეს, უზენაეს ქურუმს, ფარაონს... ბადრუს, საამონს, სარას, თვითონ ტემუსაც... მხოლოდ ინენის არ გამოპარვია არაფერი. დამუხლულმა და თავდახრილმა, გულით დაინახა როგორ შესცქეროდა მის ტემუს - დიადი ქვეყნის ღვთაებრივი დედოფალი... სიმწრისგან შეკრული მუშტები ისე ეკინა, თითქოს მაჯებს უმტვრევდნენ. ძლივს გაშალა გაქვავებული თითები და ხელისგულებში ჩატკეპნილი მიწა, მიწას დაუბრუნა. რაღაც უშნო, უჩვეულო სიმძიმე იგრძნო კალთაში. ეს ფული იყო, დედოფლის ნაჩუქარი ვერცხლი. ძლივს წამოდგა ფეხზე ინენი, მკერდში რაღაც ეტკინა და წაბარბაცებულმა შეფრიალებულ გულზე ხელი იტაცა. მთელი სიმძიმით დაენარცხა ქვის იატაკს გვირისტით ნაკერი ტყავის ქისა, პირი მოერღვა და გადმოცვენილი ვერცხლის ფული ფილაქანზე გაიფანტა...
(გაგრძელდება) ________
* ჰაპი - ნილოსი, ** უასეტი - თებე. ________ იხილეთ ილუსტრაციები.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
49. ქალბატონ მზიას მადლობა.
ყველა შენიშვნა და რეკომენდაცია მიიღება გულღიად და სიხარულით. კრიტიკა მიიღება და შეისწავლება დიდი ყურადღებით. ავყიობას, როგორც წესი, გაეცემა პასუხი. ქალბატონი მზიას მიერ შესაცვლელად რეკომენდებული ფრაზა შეიცვლება უფრო ლამაზი მეტაფორით.
ქალბატონ მზიას მადლობა.
ყველა შენიშვნა და რეკომენდაცია მიიღება გულღიად და სიხარულით. კრიტიკა მიიღება და შეისწავლება დიდი ყურადღებით. ავყიობას, როგორც წესი, გაეცემა პასუხი. ქალბატონი მზიას მიერ შესაცვლელად რეკომენდებული ფრაზა შეიცვლება უფრო ლამაზი მეტაფორით.
48. ძალიან მომწონს, რომ ყოველი მომდევნო თავი უფრო და უფრო საინტერესო ხდება. ბოლო ორი თავი ძალიან კარგია. დაველოდები გაგრძელებას. პატარა შენიშვნას დავწერ, რაც უკვე გამოყენებულია „ბედუინში“, უმჯობესია აღარ განმეორდეს. მაგ: „ვერცხლის ზარებივით ხმა“, წინა თავებშიც ერთი–ორი რაღაც შემხვდა. ძალიან მომწონს, რომ ყოველი მომდევნო თავი უფრო და უფრო საინტერესო ხდება. ბოლო ორი თავი ძალიან კარგია. დაველოდები გაგრძელებას. პატარა შენიშვნას დავწერ, რაც უკვე გამოყენებულია „ბედუინში“, უმჯობესია აღარ განმეორდეს. მაგ: „ვერცხლის ზარებივით ხმა“, წინა თავებშიც ერთი–ორი რაღაც შემხვდა.
47. ეს წაშლილი რომანი აქ აღდგა ადმინიტრატორის დახმარებით ისე, როგორც დაიწერა, რენუარის რჩევების მიხედვით რედაქტირებული ვერსია ცალკე მაქვს გადანახული. 2017 წლის 1 მაისს, ვინმეს რომ ეთქვა ჩემთვის, 2019 წლის 27 მარტამდე ამ რომანს არაფერს დაამატებო, ძალიან გამიკვირდებოდა და შეიძლება ცუდი რამეც მეფიქრა მთქმელზე. მაგრამ ფაქტია რომ ორი წლის შემდეგ ვაგრძელებ ამის წერას და გასაჯაროვებას. მალე მომდევნო თავიც იქნება. ვისაც ინტერესი გაუჩნდება - შემოიხედოს.
მადლობა მომკითხველს, მკითხველს და წამკითხველს. :)
ეს წაშლილი რომანი აქ აღდგა ადმინიტრატორის დახმარებით ისე, როგორც დაიწერა, რენუარის რჩევების მიხედვით რედაქტირებული ვერსია ცალკე მაქვს გადანახული. 2017 წლის 1 მაისს, ვინმეს რომ ეთქვა ჩემთვის, 2019 წლის 27 მარტამდე ამ რომანს არაფერს დაამატებო, ძალიან გამიკვირდებოდა და შეიძლება ცუდი რამეც მეფიქრა მთქმელზე. მაგრამ ფაქტია რომ ორი წლის შემდეგ ვაგრძელებ ამის წერას და გასაჯაროვებას. მალე მომდევნო თავიც იქნება. ვისაც ინტერესი გაუჩნდება - შემოიხედოს.
მადლობა მომკითხველს, მკითხველს და წამკითხველს. :)
46. დამდეგ შობა-ახალ წელს გილოცავთ ქალბატონო, ნინო. გისურვებთ, რომ 2018 წელი ყოფილიყოს ბედნიერების, ხვავისა და ბარაქის მომტანი თქვენთვის. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ!!! პატივისცემით. დამდეგ შობა-ახალ წელს გილოცავთ ქალბატონო, ნინო. გისურვებთ, რომ 2018 წელი ყოფილიყოს ბედნიერების, ხვავისა და ბარაქის მომტანი თქვენთვის. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ!!! პატივისცემით.
45. ნაწარმოები "ბედუინი" ხომ შედევრია და ამავე დროს თვითეული ნაწილის სათაური , როგორი დახვეწილი , განსაცვიფრებელი, აზრიანი, ისე ჩაგჭიდებს, მოგნუსხავს, განწყობის ისეთ მზაობას შეგიქმნის , რომ წაკითვის შემდეგაც ვერ ვახერხებ , თავს ვერ ვაღწევ რეალობას დავუბრუნდე. იმდენად ემოციური, შთამბეჭდავი და განცდადია. მხატვრული შესრულების თვალსაზრისით საუცხოოა. ნაწარმოები "ბედუინი" ხომ შედევრია და ამავე დროს თვითეული ნაწილის სათაური , როგორი დახვეწილი , განსაცვიფრებელი, აზრიანი, ისე ჩაგჭიდებს, მოგნუსხავს, განწყობის ისეთ მზაობას შეგიქმნის , რომ წაკითვის შემდეგაც ვერ ვახერხებ , თავს ვერ ვაღწევ რეალობას დავუბრუნდე. იმდენად ემოციური, შთამბეჭდავი და განცდადია. მხატვრული შესრულების თვალსაზრისით საუცხოოა.
44. ხშირად ვფიქრობ ხოლმე შენს ბედუინზე:) ამასწინად ალიკანტეში ვიყავი და იცი ერთ სასტუმროს რა ერქვა? ¬ალ კაბირი! :) მოგიკითხე! მომწონს,, ხელოსანი,, 5 ხშირად ვფიქრობ ხოლმე შენს ბედუინზე:) ამასწინად ალიკანტეში ვიყავი და იცი ერთ სასტუმროს რა ერქვა? ¬ალ კაბირი! :) მოგიკითხე! მომწონს,, ხელოსანი,, 5
43. ნეფერტარი! ერთადერთი ალალი და თავდადებული გულშემატკივარი ურაკპარაკისა.
გაუმარჯოს ნეფერტარის დაბადების დღეს! ყველა კარგ სიკეთეს გიგზავნი.
ნეფერტარი! ერთადერთი ალალი და თავდადებული გულშემატკივარი ურაკპარაკისა.
გაუმარჯოს ნეფერტარის დაბადების დღეს! ყველა კარგ სიკეთეს გიგზავნი.
42. ნეფერტარ, გილოცავ დაბადების დღეს! ღმერთი გფარავდეს! ნეფერტარ, გილოცავ დაბადების დღეს! ღმერთი გფარავდეს!
41. დავწერ :).
დავწერ :).
39. რენუარ,
რაც წიგნის ყდისთვის ფოტო შემირჩიეთ, რა უფლება მაქვს წიგნად არ გამოვცე. თანანამ კიდევ ცალკე შემინთო ცეცხლი, :)) რადიოთი ამცნო მსმენელს წიგნი გამოსაცემად მზადდებაო. ხოდა იძულების წესით დავუჩქარე ეგ საქმე. კიდევ რაღაც მოხდა ჩემს ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი, რამაც დამარწმუნა რომ სასწრაფოდ უნდა გამოვცე.
ახლაც ვზივარ და ვმუშაობ ბედუინის ტექსტის გამართვაზე. ვალდებულებას ვკისრულობ რომ აუცილებლად და მალე გამოვცემ.
რაც შეეხება "ხელოსანს," მე კარგად მახსოვს რომ თქვენ, პირველ თავზეც ზუსტად იგივე შენიშვნა მომეცით.
ხელოსანი - არ მაქვს ჩაფიქრებული როგორც მონუმენტური ნაშრომი და ისტორიული დრამა (კი მოუხდებოდა ისე ეპოქასაც, ფაქტებსაც, მით უმეტეს რომ ეხნატონის მუმია ეხლა იპოვეს). მაგრამ მაშინ ძალიან სერიოზულად უნდა ჩავუჯდე იმ ეპოქას, ისეთივე ნაწარმოები შევქმნა როგორიც დაახლოებით ნობელიანტი სენკევიჩის "ვიდრე ჰხვალ" არის. ამისთვის კი დრო არ მეყოფა. ისე გულზე ხელის დადებით ვიტყვი, რომ ნამდვილად შევძლებდი.
აღარც ის მინდა მკითხველი ისეთივე ხუთწლიანი ლოდინის რეჟიმში ვამყოფო, როგორც ბედუინის დროს, თქვენ არ იცით როგორ მრცხვენოდა გაგრძელებას რომ ითხოვდნენ და მე უდროობის გამო ვერ ვწერდი ახალ თავებს. :)
ჯერ ჩონჩხს ვაგებ, რა გამოვა ვნახოთ. თქვენი ყველა შენიშვნა მიღებულია და გათვალისწინებულიც აუცილებლად იქნება.
რენუარ,
რაც წიგნის ყდისთვის ფოტო შემირჩიეთ, რა უფლება მაქვს წიგნად არ გამოვცე. თანანამ კიდევ ცალკე შემინთო ცეცხლი, :)) რადიოთი ამცნო მსმენელს წიგნი გამოსაცემად მზადდებაო. ხოდა იძულების წესით დავუჩქარე ეგ საქმე. კიდევ რაღაც მოხდა ჩემს ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი, რამაც დამარწმუნა რომ სასწრაფოდ უნდა გამოვცე.
ახლაც ვზივარ და ვმუშაობ ბედუინის ტექსტის გამართვაზე. ვალდებულებას ვკისრულობ რომ აუცილებლად და მალე გამოვცემ.
რაც შეეხება "ხელოსანს," მე კარგად მახსოვს რომ თქვენ, პირველ თავზეც ზუსტად იგივე შენიშვნა მომეცით.
ხელოსანი - არ მაქვს ჩაფიქრებული როგორც მონუმენტური ნაშრომი და ისტორიული დრამა (კი მოუხდებოდა ისე ეპოქასაც, ფაქტებსაც, მით უმეტეს რომ ეხნატონის მუმია ეხლა იპოვეს). მაგრამ მაშინ ძალიან სერიოზულად უნდა ჩავუჯდე იმ ეპოქას, ისეთივე ნაწარმოები შევქმნა როგორიც დაახლოებით ნობელიანტი სენკევიჩის "ვიდრე ჰხვალ" არის. ამისთვის კი დრო არ მეყოფა. ისე გულზე ხელის დადებით ვიტყვი, რომ ნამდვილად შევძლებდი.
აღარც ის მინდა მკითხველი ისეთივე ხუთწლიანი ლოდინის რეჟიმში ვამყოფო, როგორც ბედუინის დროს, თქვენ არ იცით როგორ მრცხვენოდა გაგრძელებას რომ ითხოვდნენ და მე უდროობის გამო ვერ ვწერდი ახალ თავებს. :)
ჯერ ჩონჩხს ვაგებ, რა გამოვა ვნახოთ. თქვენი ყველა შენიშვნა მიღებულია და გათვალისწინებულიც აუცილებლად იქნება.
38. ნეფერტარ, კითხვისას მეგონა ეს ამბავი აგერ ახლოს, ქართლში ან იმერეთში ხდებოდა და თან არაუგვიანეს მეთორმეტე საუკუნეში. არ ვიცი ნაწარმოებისთვის ზოგადად ეს კარგია თუ ცუდი. მართლა არ ვიცი. ვფიქრობ ძველ ეგვიპტეზე დაწერილი ნაწარმოები უნდა იყოს ეგზოტიკური. ნაწერი გამართულია, მდიდარი ლექსიკით, და ეს თუ კმარა კარგი თანამედროვე პროზისთვის, მაშინ მომილოცავს:) არა და "ბედუინი" იყო ტყვია ტყვიაში:) გულით გისურვებ წარმატებას! მე ველოდები ბედუინს წიგნად, ჩემს გოგონას უნდა გავუგზავნო :*
ნეფერტარ, კითხვისას მეგონა ეს ამბავი აგერ ახლოს, ქართლში ან იმერეთში ხდებოდა და თან არაუგვიანეს მეთორმეტე საუკუნეში. არ ვიცი ნაწარმოებისთვის ზოგადად ეს კარგია თუ ცუდი. მართლა არ ვიცი. ვფიქრობ ძველ ეგვიპტეზე დაწერილი ნაწარმოები უნდა იყოს ეგზოტიკური. ნაწერი გამართულია, მდიდარი ლექსიკით, და ეს თუ კმარა კარგი თანამედროვე პროზისთვის, მაშინ მომილოცავს:) არა და "ბედუინი" იყო ტყვია ტყვიაში:) გულით გისურვებ წარმატებას! მე ველოდები ბედუინს წიგნად, ჩემს გოგონას უნდა გავუგზავნო :*
37. მოვიწონე 5555 მოვიწონე 5555
36. გაგრძელება იქნება თუ მოვაწყო ბუნტი?!
მოგიკითხე და ჩაგეხუტე, ნეფე <3 გაგრძელება იქნება თუ მოვაწყო ბუნტი?!
მოგიკითხე და ჩაგეხუტე, ნეფე <3
35. რამდენი დღეა არ შემოვსულვარ და ეგრევე შენი მოთხრობის ახალი თავი დამხვდა :). როგორ მომენატრა შენი თხრობა, შესანიშნავად, საინტერესოდ მიდის თხრობა, ნიუანსებამდე ჩანს ქალის ბუნება . მოუთმენლად ველოდები გაგრძელებას. რამდენი დღეა არ შემოვსულვარ და ეგრევე შენი მოთხრობის ახალი თავი დამხვდა :). როგორ მომენატრა შენი თხრობა, შესანიშნავად, საინტერესოდ მიდის თხრობა, ნიუანსებამდე ჩანს ქალის ბუნება . მოუთმენლად ველოდები გაგრძელებას.
34. მშვენიერია. ძალიან კაეგია, შესანიშნავია. დიდად მაინტერესებს შემდეგი თავები, ამბავი რომელიც საინტერესოდ ვითარდება, სად და როგორ დამთავრდება. მშვენიერია. ძალიან კაეგია, შესანიშნავია. დიდად მაინტერესებს შემდეგი თავები, ამბავი რომელიც საინტერესოდ ვითარდება, სად და როგორ დამთავრდება.
33. იმდენი რამის თქმა მინდა და არც კი ვიცი რითი დავიწყო,. ---მგონი დავბრუნდიი:) წავიკითხავ ნეფერტარ შენს დიდებულ ნაწერებს აუცილებლად. როგორც მახსოვს ბედუინის ბოლო თავებზე გავჩერდი:) იმდენი რამის თქმა მინდა და არც კი ვიცი რითი დავიწყო,. ---მგონი დავბრუნდიი:) წავიკითხავ ნეფერტარ შენს დიდებულ ნაწერებს აუცილებლად. როგორც მახსოვს ბედუინის ბოლო თავებზე გავჩერდი:)
32. ამ დონემდე მისვლა არ გინდა კაცს? : ) ამ დონემდე მისვლა არ გინდა კაცს? : )
31. საინტერესო თხრობაა, საკმაოდ რთული სიუჟეტითა და გმირთა მრავალრიცხოვანი გალერიით. ველოდები წიგნს. საინტერესო თხრობაა, საკმაოდ რთული სიუჟეტითა და გმირთა მრავალრიცხოვანი გალერიით. ველოდები წიგნს.
30. მადლობა მკითხველს, დახარჯული დროისთვის, იმ ქულებისთვის, რაც გამოიმეტა და რომლებმაც ეს ნაწერი თავფურცელზე მოახვედრა. მეამა რომ მწვანედ მოხვდა თავფურცელზე, როგორც მკითხველის არჩეული საუკეთესო.
ჩემი პატივისცემა თქვენ...
მადლობა მკითხველს, დახარჯული დროისთვის, იმ ქულებისთვის, რაც გამოიმეტა და რომლებმაც ეს ნაწერი თავფურცელზე მოახვედრა. მეამა რომ მწვანედ მოხვდა თავფურცელზე, როგორც მკითხველის არჩეული საუკეთესო.
ჩემი პატივისცემა თქვენ...
29. მეუდაბნოევ,
ჰარემის გაშვება ისტორიული ფაქტია და მე ვერაფერს ვუზამ. :) ეხნატონმა მარტო ეგ კი არა, ისეთი რამეები ქნა რომ მთელი ქვეყანა ჭკუიდან შეშალა. დავწერდი აქ კიდევ რაღაცეებს, მაგრამ არ მინდა წინასწარ გაიხსნას რაღაც მომენტები. :)
კარგია შარზე რომ ხარ, ესე იგი უკეთესი გინდა იყოს რაც წერია. ამას ვხედავ. სპარსეთის ამბავში კი ნამდვილად მართალი ხარ.
ღრმა პატივისცემით,
მეუდაბნოევ,
ჰარემის გაშვება ისტორიული ფაქტია და მე ვერაფერს ვუზამ. :) ეხნატონმა მარტო ეგ კი არა, ისეთი რამეები ქნა რომ მთელი ქვეყანა ჭკუიდან შეშალა. დავწერდი აქ კიდევ რაღაცეებს, მაგრამ არ მინდა წინასწარ გაიხსნას რაღაც მომენტები. :)
კარგია შარზე რომ ხარ, ესე იგი უკეთესი გინდა იყოს რაც წერია. ამას ვხედავ. სპარსეთის ამბავში კი ნამდვილად მართალი ხარ.
ღრმა პატივისცემით,
28. ნეფერტარ, შეფასება მართლა გამომრჩენია. ძალიან მძიმე საქმეს ხარ შეჭიდებული. ძალიან რთულია ისტორიული პროზის წერა, უამრავი დეტალი და ნიუანსია გასათვალისწინებელი, მკითხველი დაარწმუნო, დააჯერო. ეს რომანი, რომელსაც შესჭიდებიხარ, ვფიქრობ, არ არის ჩაფიქრებული, როგორც მსუბუქი, სათავგადასავლო რომანი. უამრავი პერსონაჟია უკვე ამ ოთხ თავში. მე ეს არ წამიკითხავს როგორც კრიტიკოსს, მე წავიკითხე როგორც რიგითმა მკითხველმა. რა შეკითხვებიც ექსპრონტად გამიჩნდა, ის მოგახსენე. შენდამი დიდი პატივისცემა მაქვს, მე მჯერა, რომ ამ საქმეს თავს გაართმევ. ჩემი შენიშვნები, ვფიქრობ, სასარგებლო იქნება შენთვის. ხუთიდან ერთი, რომ მაინც იყოს მისაღები მაინც კარგია. მოკლედ მიყვარხარ და შარზე ვარ. წინაზე ვჩქარობდი და ერთი კიდევ რაც ყურში მომხვდა: ციტატას ვერ მოვიყვან, ვერ მოვძებნი.ფარაონმა ჰარემი გაუშვა და ეს ღირსეულ საქციელად ჩაუთვალეს? ეს ხომ ტრადიციების დარღვევად აღიქმებოდა. ეს ხომ სიგიჟეა. ეს ფარაონი ხომ ალუდა ქეთელაურია, რომელმაც ქისტს მკლავი არ მოსჭრა. მისდამი რეაქციაც ისეთი იქნებოდა, როგორც ალუდასადმი. ნეფერტარ, შეფასება მართლა გამომრჩენია. ძალიან მძიმე საქმეს ხარ შეჭიდებული. ძალიან რთულია ისტორიული პროზის წერა, უამრავი დეტალი და ნიუანსია გასათვალისწინებელი, მკითხველი დაარწმუნო, დააჯერო. ეს რომანი, რომელსაც შესჭიდებიხარ, ვფიქრობ, არ არის ჩაფიქრებული, როგორც მსუბუქი, სათავგადასავლო რომანი. უამრავი პერსონაჟია უკვე ამ ოთხ თავში. მე ეს არ წამიკითხავს როგორც კრიტიკოსს, მე წავიკითხე როგორც რიგითმა მკითხველმა. რა შეკითხვებიც ექსპრონტად გამიჩნდა, ის მოგახსენე. შენდამი დიდი პატივისცემა მაქვს, მე მჯერა, რომ ამ საქმეს თავს გაართმევ. ჩემი შენიშვნები, ვფიქრობ, სასარგებლო იქნება შენთვის. ხუთიდან ერთი, რომ მაინც იყოს მისაღები მაინც კარგია. მოკლედ მიყვარხარ და შარზე ვარ. წინაზე ვჩქარობდი და ერთი კიდევ რაც ყურში მომხვდა: ციტატას ვერ მოვიყვან, ვერ მოვძებნი.ფარაონმა ჰარემი გაუშვა და ეს ღირსეულ საქციელად ჩაუთვალეს? ეს ხომ ტრადიციების დარღვევად აღიქმებოდა. ეს ხომ სიგიჟეა. ეს ფარაონი ხომ ალუდა ქეთელაურია, რომელმაც ქისტს მკლავი არ მოსჭრა. მისდამი რეაქციაც ისეთი იქნებოდა, როგორც ალუდასადმი.
27. მეუდაბნოევ,
შეფასება გამოგრჩა თუ არ მიიჩნიე საჭიროდ? :)
მეუდაბნოევ,
შეფასება გამოგრჩა თუ არ მიიჩნიე საჭიროდ? :)
26. მეუდაბნოევ, შარზე რატო ხარ?
მიიჩნევა რომ 26-23 საუკუნეში ჩვენს ერამდე პირამიდების აშენების პერიოდია. ხეოპსის ხანაა 2589-2566 წლები ჩვენს წ,ა,-მდე ეხნატონი ფარაონობდა ახალი სამეფოს ხანაში, 1351-1334 წ, ჩვენს წ.ა. -მდე, - ანუ ათასწლეულიც გასულია და მეტიც.
რელიგიურ ნიადაგზე ბრძოლა ეხნატონსა და უზენაეს ქურუმს შორის 17 წლიან პერიოდს მოიცავს. ეს ბრძოლა ეხნატონის სიკვდილით დამთავრდა. ამდენ ხანს არ გარგძელდებოდა უზენაეს ქურუმს სერიოზული უფლებამოსილება რომ არ ჰქონოდა.
კარნაკის საერთო ფართობი წმინდა ტბის ჩათვლით 100 ჰექტარია. მარტო იპოსტასური დარბაზის ფართობია 5000 კვადრატული მეტრი.
რატომ წარმოიდგინეთ რომ რომ ეტლები მწკრივზე იდგნენ და არა გვერდისგვერდ? :) იქ იმხელა ტერიტორიაა ასჯერ მეტს დაიტევს.
მე არ მითქვამს რომ ვეფხვის ბოკვრები ინდოეთიდან ჩამოიყვანა ვინმემ. - ეგ სადმე წერია?
ერთადერთი რაშიც გეთანხმები სპარსეთის საკითხია და მაგას შევასწორებ, მესოპოტამიით შევცვლი.
მეუდაბნოევ, შარზე რატო ხარ?
მიიჩნევა რომ 26-23 საუკუნეში ჩვენს ერამდე პირამიდების აშენების პერიოდია. ხეოპსის ხანაა 2589-2566 წლები ჩვენს წ,ა,-მდე ეხნატონი ფარაონობდა ახალი სამეფოს ხანაში, 1351-1334 წ, ჩვენს წ.ა. -მდე, - ანუ ათასწლეულიც გასულია და მეტიც.
რელიგიურ ნიადაგზე ბრძოლა ეხნატონსა და უზენაეს ქურუმს შორის 17 წლიან პერიოდს მოიცავს. ეს ბრძოლა ეხნატონის სიკვდილით დამთავრდა. ამდენ ხანს არ გარგძელდებოდა უზენაეს ქურუმს სერიოზული უფლებამოსილება რომ არ ჰქონოდა.
კარნაკის საერთო ფართობი წმინდა ტბის ჩათვლით 100 ჰექტარია. მარტო იპოსტასური დარბაზის ფართობია 5000 კვადრატული მეტრი.
რატომ წარმოიდგინეთ რომ რომ ეტლები მწკრივზე იდგნენ და არა გვერდისგვერდ? :) იქ იმხელა ტერიტორიაა ასჯერ მეტს დაიტევს.
მე არ მითქვამს რომ ვეფხვის ბოკვრები ინდოეთიდან ჩამოიყვანა ვინმემ. - ეგ სადმე წერია?
ერთადერთი რაშიც გეთანხმები სპარსეთის საკითხია და მაგას შევასწორებ, მესოპოტამიით შევცვლი.
25. საინტერესოდ გრძელდება. მომეჩვენა რაღაც უზუსტობები: წინა თავში - სპარსული ქოშები. იმ დროს სპარსეთი არ არსებობდა. ჩანასახშიც კი არ იყო. ამ თავში: „უბრალო კაცი იყო პირამიდების მაშენებელი ამენჰოტეპი, მაგრამ დიდებული არქიტექტორი. მას შემდეგ ათასწლეულები გავიდა, ის კი დღემდე ფარაონებთან ერთად მოიხსენიება. - მშვიდად თქვა ვეზირმა ეიემ და რაიარს ანიშნა ფეხზე წამოეყენებინათ ახალგამოჩეკილი მოქანდაკე თუ მხატვარი.“ _ ათასწლეულები ვერანაირად ვერ გავიდოდა, ვერც ასწლეულები. წინა თავში ყურშისაცემად გაზვიადებულია უმაღლესი ქურუმის საიდუმლო ჯარისკაცთა თუ შეთქმულთა შესაძლებლობები. ამას გარდა, ვერ წარმოვიდგინე ექვსი ათასი საბრძოლო ეტლი. ბევრია. არცერთ ბრძოლაში ამდენ ეტლს მონაწილეობა არ მიუღია. ეტლის სიგრძე ცხენიანად ოთხი მეტრი მაინცაა თითოეულ ეტლს შორის დისტანცია მეტრი რომ იყოს კოლონა ოცდაათ კილომეტრზე გაიჭიმება. ყურში მომხვდა ინდოელი, რომელმაც ბოკვრები მიართვა. ინდოეთამდე იმდროინდელი მაშტაბით ძალიან შორია. ეგვიპტელები ინდოეთს არ იცნობდნენ. ინდოეთიდან ბოკვრები რომ წამოგეყვანა, გზაში ვეფხვებად იქცეოდნენ და შეგჭამდნენ. იმ დროს ვეფხვი მთელ აზიაში იყო. მათ შორის პალესტინაშიც.
თხრობის სტილი კარგია. ამბავი საინტერესო. კიდევ ერთმა რაღაცამ შემაეჭვა. ფარაონმა აღმოაჩინა შეთქმულება, მისი მომხრეები დაიჭირა და ის ქურუმს არ სჯის? ფარაონის გაბრაზების აღწერის ფონზე, უცნაურია. ფარონი ქურუმზე მაღლა დგას სასულიერო იერარქიაში. ის განკაცებული ღმერთია, თვითონ არის უმაღლესი ქურუმი. დაველოდები გაგრძელებას.
საინტერესოდ გრძელდება. მომეჩვენა რაღაც უზუსტობები: წინა თავში - სპარსული ქოშები. იმ დროს სპარსეთი არ არსებობდა. ჩანასახშიც კი არ იყო. ამ თავში: „უბრალო კაცი იყო პირამიდების მაშენებელი ამენჰოტეპი, მაგრამ დიდებული არქიტექტორი. მას შემდეგ ათასწლეულები გავიდა, ის კი დღემდე ფარაონებთან ერთად მოიხსენიება. - მშვიდად თქვა ვეზირმა ეიემ და რაიარს ანიშნა ფეხზე წამოეყენებინათ ახალგამოჩეკილი მოქანდაკე თუ მხატვარი.“ _ ათასწლეულები ვერანაირად ვერ გავიდოდა, ვერც ასწლეულები. წინა თავში ყურშისაცემად გაზვიადებულია უმაღლესი ქურუმის საიდუმლო ჯარისკაცთა თუ შეთქმულთა შესაძლებლობები. ამას გარდა, ვერ წარმოვიდგინე ექვსი ათასი საბრძოლო ეტლი. ბევრია. არცერთ ბრძოლაში ამდენ ეტლს მონაწილეობა არ მიუღია. ეტლის სიგრძე ცხენიანად ოთხი მეტრი მაინცაა თითოეულ ეტლს შორის დისტანცია მეტრი რომ იყოს კოლონა ოცდაათ კილომეტრზე გაიჭიმება. ყურში მომხვდა ინდოელი, რომელმაც ბოკვრები მიართვა. ინდოეთამდე იმდროინდელი მაშტაბით ძალიან შორია. ეგვიპტელები ინდოეთს არ იცნობდნენ. ინდოეთიდან ბოკვრები რომ წამოგეყვანა, გზაში ვეფხვებად იქცეოდნენ და შეგჭამდნენ. იმ დროს ვეფხვი მთელ აზიაში იყო. მათ შორის პალესტინაშიც.
თხრობის სტილი კარგია. ამბავი საინტერესო. კიდევ ერთმა რაღაცამ შემაეჭვა. ფარაონმა აღმოაჩინა შეთქმულება, მისი მომხრეები დაიჭირა და ის ქურუმს არ სჯის? ფარაონის გაბრაზების აღწერის ფონზე, უცნაურია. ფარონი ქურუმზე მაღლა დგას სასულიერო იერარქიაში. ის განკაცებული ღმერთია, თვითონ არის უმაღლესი ქურუმი. დაველოდები გაგრძელებას.
24. არა, იქ არასოდეს არავის წავიყვან. გამოცდილება მაქვს ძალიან ცუდი. :)
არა, იქ არასოდეს არავის წავიყვან. გამოცდილება მაქვს ძალიან ცუდი. :)
23. არა და როგორ ვთქვა წამიყვანეთ მეთქი )) არა და როგორ ვთქვა წამიყვანეთ მეთქი ))
22. ჯანმრთელო ავადმყოფო, :) საჰარაში და ეგვიპტეში ზოგადად, 10 წლის მანძილზე ყოველ წელს მივდიოდი და სამი თვით ვრჩებოდი იქ, დეკემბერში იანვარში და თებერვალში. ახლა მხოლოდ 2 კვირით მივდივარ ხოლმე დეკემბერში ან თებერვალში და ისიც მხოლოდ დასასვენებლად - წითელ ზღვაზე. იქაურობა ჩემი მეორე სამშობლოა, ამიტომაც მაქვს ასეთი ნიკ-ნეიმი - "ნეფერტარი". :)
უფლება მქონდა რომ არ დამეწერა, მაგრამ დავწერე და ამით ბევრი ადამიანი გავახარე.
ჯანმრთელო ავადმყოფო, :) საჰარაში და ეგვიპტეში ზოგადად, 10 წლის მანძილზე ყოველ წელს მივდიოდი და სამი თვით ვრჩებოდი იქ, დეკემბერში იანვარში და თებერვალში. ახლა მხოლოდ 2 კვირით მივდივარ ხოლმე დეკემბერში ან თებერვალში და ისიც მხოლოდ დასასვენებლად - წითელ ზღვაზე. იქაურობა ჩემი მეორე სამშობლოა, ამიტომაც მაქვს ასეთი ნიკ-ნეიმი - "ნეფერტარი". :)
უფლება მქონდა რომ არ დამეწერა, მაგრამ დავწერე და ამით ბევრი ადამიანი გავახარე.
21. თქვენ საჰარაშიც იყავით კაცო?მაშინ უფლება არც ქონდათ რომ არ დაგეწერათ... მოკითხვა თქვენ საჰარაშიც იყავით კაცო?მაშინ უფლება არც ქონდათ რომ არ დაგეწერათ... მოკითხვა
20. ცოტა შემაშინა თქვენმა კომენტარმა სიმართლე გიტხრათ:დდ ახლა როცა ის ემოციური აღგზნება რაც "ბედუინმა" გამოიწვია როგორღაც მინელდა, მეუბნებიტ , რომ ძალიან შეცვლილია წიგნის ვერსია და დასასრულიც სხვანაირია. წარმოუდგენლად კარგი სიახლეა ჩემთვის, არ მემეტებოდა დასასრულებლად ასეთი ხარისხიანი ნაშრომი და დარწმუნებული ვარ რედაქტირების შემდგომ ერთიატად გაიზრდება მისი ხარისხი. რაღადაგიმალოდ და იმ ემოციის და თუმდაც სევდიანი განცდების კი მეშIანია:დდ მიუხედავად საშIნელი გრაფიკისა საოცარია ის შეგრძნება , როცა ფიქრობ რომ ნაწარმოების წერის პროცესშI რაღაც როლი გაქვს. მეპირადად ბედნიერი ვარ უკვე დასრულებული რომ ვიპოვე. როგორც უნდა იყოს მოუთბენლად ველი წიგნს!!!!!! ერთი სული მაქვს!!!! ცოტა შემაშინა თქვენმა კომენტარმა სიმართლე გიტხრათ:დდ ახლა როცა ის ემოციური აღგზნება რაც "ბედუინმა" გამოიწვია როგორღაც მინელდა, მეუბნებიტ , რომ ძალიან შეცვლილია წიგნის ვერსია და დასასრულიც სხვანაირია. წარმოუდგენლად კარგი სიახლეა ჩემთვის, არ მემეტებოდა დასასრულებლად ასეთი ხარისხიანი ნაშრომი და დარწმუნებული ვარ რედაქტირების შემდგომ ერთიატად გაიზრდება მისი ხარისხი. რაღადაგიმალოდ და იმ ემოციის და თუმდაც სევდიანი განცდების კი მეშIანია:დდ მიუხედავად საშIნელი გრაფიკისა საოცარია ის შეგრძნება , როცა ფიქრობ რომ ნაწარმოების წერის პროცესშI რაღაც როლი გაქვს. მეპირადად ბედნიერი ვარ უკვე დასრულებული რომ ვიპოვე. როგორც უნდა იყოს მოუთბენლად ველი წიგნს!!!!!! ერთი სული მაქვს!!!!
19. ნათ123 პირველ რიგში მადლობა "ბედუინი" ასე სულმოუთქმელად რომ წაგიკითხავს.
ბედუნი - არის გამოგონილი ამბავი, ეს თავგადასავალი მე არ გადამხდენია. მაგრამ ნაწარმოების თითქმის ყველა პერსონაჟი გარდა ნილნასი და ალ კაბირისა - რეალური ადამიანები არიან, ისინი კაიროში გავიცანი (გარდა ბიძაჩემისა ცხადია). ყველა მოყვანილი ისტორიული ფაქტი ნამდვილია და მეცნიერულად შემოწმებული, მე უბრალოდ რომანის სახით მივაწოდე მკითხველს. რამდენიმე ეპიზოდიც ნამდვილია, მაგალითად მორიელის სცენა - ნამდვილად გადამხდა თავს საჰარაში.
აქ რაც დევს არის პირველადი ხელნაწერი და ე.წ. შავი პირი, პირდაპირ აქვე იწერებოდა და ქვეყნდებოდა, ამობეჭდილიც კი არ მქონია და არც ვორდის ვერსია მანამ, სანამ წიგნზე მუშაობა არ გადავწყვიტე. მართალია, ნაჩქარევად დავამთავრე, რადგან მკითხველი მოსვენებას არ მაძლევდა და გაგრძელებებს დაუსრულებლად მთხოვდა, მე კი სამ ადგილას ვმუშაობდი და ძალიან ხშირად უბრალოდ არ მეცალა.
წიგნის ვერსიაზე ვმუშაობ, ეპილოგი მთლიანად შეცვლილია. რომანი მთლიანად სხვანაირია ახლა, გასწორებული, გალამაზებული და შევსებული იმით, რაც აკლდა. დამთავრდა ისე, როგორც უნდა დამთავრებულიყო და არა ისე, როგორც აქ არის დადებული. ანუ ამ ამბავს ჰეფი ენდი არ აქვს.
ნათ123 პირველ რიგში მადლობა "ბედუინი" ასე სულმოუთქმელად რომ წაგიკითხავს.
ბედუნი - არის გამოგონილი ამბავი, ეს თავგადასავალი მე არ გადამხდენია. მაგრამ ნაწარმოების თითქმის ყველა პერსონაჟი გარდა ნილნასი და ალ კაბირისა - რეალური ადამიანები არიან, ისინი კაიროში გავიცანი (გარდა ბიძაჩემისა ცხადია). ყველა მოყვანილი ისტორიული ფაქტი ნამდვილია და მეცნიერულად შემოწმებული, მე უბრალოდ რომანის სახით მივაწოდე მკითხველს. რამდენიმე ეპიზოდიც ნამდვილია, მაგალითად მორიელის სცენა - ნამდვილად გადამხდა თავს საჰარაში.
აქ რაც დევს არის პირველადი ხელნაწერი და ე.წ. შავი პირი, პირდაპირ აქვე იწერებოდა და ქვეყნდებოდა, ამობეჭდილიც კი არ მქონია და არც ვორდის ვერსია მანამ, სანამ წიგნზე მუშაობა არ გადავწყვიტე. მართალია, ნაჩქარევად დავამთავრე, რადგან მკითხველი მოსვენებას არ მაძლევდა და გაგრძელებებს დაუსრულებლად მთხოვდა, მე კი სამ ადგილას ვმუშაობდი და ძალიან ხშირად უბრალოდ არ მეცალა.
წიგნის ვერსიაზე ვმუშაობ, ეპილოგი მთლიანად შეცვლილია. რომანი მთლიანად სხვანაირია ახლა, გასწორებული, გალამაზებული და შევსებული იმით, რაც აკლდა. დამთავრდა ისე, როგორც უნდა დამთავრებულიყო და არა ისე, როგორც აქ არის დადებული. ანუ ამ ამბავს ჰეფი ენდი არ აქვს.
18. გამარჯობა !!! ახალი ვარ დდაპირველად ვწერ კომენტარს. სულ ცოტახანია თქვენი "ბედუინი" წავიკითხე. შესანიშნავი ნაშრომია რამის თან გადავყევი კითხვას ერთბაშად რომ ვკითხულობდი და ხუმრობით ვაბობ რომ 2-3 დღე რაც ვკითხულობდი ნილნასთან ერთად საჰარაში დავრბოდი -მეთქი. საოცრად ახლოს მოვიიდა გულმდე თქვენი რომანი. ბოლოშ კი დამაბნიეთ , ეჭვი შემეპარა რომ გამგონილი იყო ისე დააასრულეთ ეპილოგი:დდ სიამოვნებით შევიძენ წიგნს თუ არის გამოცემული და იქნებ დამაკვალიანოთ, თუ გაქვთ დაბეჭდილი სად ვიყიდო? დიდი მადლობა იმ ემოციისთვის რაც თქვენნმა მოთხრობამ განმაცდევინა. რაც შეეხება ახალს - გადავწყვიტე რომ ცოტა მოგვიანებით დავიწყო წაკითხვა დაგროვდეს ჯერ:დდ თორე მერე ინტერესს ვეღარ გავუძლებ. ღმერთს მადლობა რომ ბედუინი უკვე დამთავრებული ჩამივარდა ხელში!!!! გამარჯობა !!! ახალი ვარ დდაპირველად ვწერ კომენტარს. სულ ცოტახანია თქვენი "ბედუინი" წავიკითხე. შესანიშნავი ნაშრომია რამის თან გადავყევი კითხვას ერთბაშად რომ ვკითხულობდი და ხუმრობით ვაბობ რომ 2-3 დღე რაც ვკითხულობდი ნილნასთან ერთად საჰარაში დავრბოდი -მეთქი. საოცრად ახლოს მოვიიდა გულმდე თქვენი რომანი. ბოლოშ კი დამაბნიეთ , ეჭვი შემეპარა რომ გამგონილი იყო ისე დააასრულეთ ეპილოგი:დდ სიამოვნებით შევიძენ წიგნს თუ არის გამოცემული და იქნებ დამაკვალიანოთ, თუ გაქვთ დაბეჭდილი სად ვიყიდო? დიდი მადლობა იმ ემოციისთვის რაც თქვენნმა მოთხრობამ განმაცდევინა. რაც შეეხება ახალს - გადავწყვიტე რომ ცოტა მოგვიანებით დავიწყო წაკითხვა დაგროვდეს ჯერ:დდ თორე მერე ინტერესს ვეღარ გავუძლებ. ღმერთს მადლობა რომ ბედუინი უკვე დამთავრებული ჩამივარდა ხელში!!!!
17. ძალიან, ძალიან კარგი, საინტერესო და წასაკითხადაც იოლია გზა გამოუნახავს, რამდენჯერმე უნდა წავიკითხო, ისე მესიამოვნა, ძლივს ვნახე ნამდვილი პროზა, , მოლოდინი ყოველთვის მიმართლებს ან გვერდზე. ნეფერტარი ურაკპარაკის ერთ-ერთი ავტორი, ეს გენიალური აზროვნების შედეგია. ბრავო ! არ მეჩქარება გაგრძელების წაკითხვა , რაც წავიკითხე იმ სიამოვნების შენარჩუნებას ვეცდები. ძალიან, ძალიან კარგი, საინტერესო და წასაკითხადაც იოლია გზა გამოუნახავს, რამდენჯერმე უნდა წავიკითხო, ისე მესიამოვნა, ძლივს ვნახე ნამდვილი პროზა, , მოლოდინი ყოველთვის მიმართლებს ან გვერდზე. ნეფერტარი ურაკპარაკის ერთ-ერთი ავტორი, ეს გენიალური აზროვნების შედეგია. ბრავო ! არ მეჩქარება გაგრძელების წაკითხვა , რაც წავიკითხე იმ სიამოვნების შენარჩუნებას ვეცდები.
16. ავტორი იმსახურებს უმაღლეს ჯილდოს! ხალხის სიყვარულს! ავტორი იმსახურებს უმაღლეს ჯილდოს! ხალხის სიყვარულს!
15. ნაღდად ეგრეა ძვირფასებო:) ნაღდად ეგრეა ძვირფასებო:)
14. ავტორი: ნეფერტარი ჟანრი: პროზა ჩემი შეფასება: 5
1 მაისი, 2017
როდესაც ამბავი საინტერესოა თხრობა კი სასიამოვნო
აქ სულ ასეა..
ავტორი: ნეფერტარი ჟანრი: პროზა ჩემი შეფასება: 5
1 მაისი, 2017
როდესაც ამბავი საინტერესოა თხრობა კი სასიამოვნო
აქ სულ ასეა..
13. მიყვარს უცნაური დამთხვევები. შემთხვევით არაფერი ხდება. :) მიყვარს უცნაური დამთხვევები. შემთხვევით არაფერი ხდება. :)
12. დაემთხვა.. მე შენსას ვკითხულობდი და შენ ჩემსას:)) უცნაური დამთხვევაა მართლაც. :))
დაემთხვა.. მე შენსას ვკითხულობდი და შენ ჩემსას:)) უცნაური დამთხვევაა მართლაც. :))
11. ვკითხულობ. ძალიან მომწონს. 5 ვკითხულობ. ძალიან მომწონს. 5
10. უჰჰ.დალოცვილი ღვინო.რა გვეშველებოდა ამ სითხის გარეშე. არც ღვინო მაქვს და არც რაიმე )ბოლო წვეთი ამოვლოკე :)) უჰჰ.დალოცვილი ღვინო.რა გვეშველებოდა ამ სითხის გარეშე. არც ღვინო მაქვს და არც რაიმე )ბოლო წვეთი ამოვლოკე :))
9. მარტო კანაფი? ღვინოსაც მშვენიერს აყენებდნენ ნუ გეშინია. :)
მარტო კანაფი? ღვინოსაც მშვენიერს აყენებდნენ ნუ გეშინია. :)
8. სხვათა შორის,ხორბალი და ხახვი კი არა,კანაფიც იქიდან მოდის.იგი აღმოჩენილია ძველი ეგვიპტის სამარხებშიც და თარიღდება ჩვენს წელთაღრიცხვამდე 3000 წლით. სხვათა შორის,ხორბალი და ხახვი კი არა,კანაფიც იქიდან მოდის.იგი აღმოჩენილია ძველი ეგვიპტის სამარხებშიც და თარიღდება ჩვენს წელთაღრიცხვამდე 3000 წლით.
7. დიახ, არის ასეთი ხორბლის ჯიში, დღესაც იძლება ოთხ მოსავალს წელიწადში. აბა რატომ იბრძოდა რომი ეგვიპტური ხორბლისთვის? ძველი რომი მთლიანად ეგვიპტურ ხორბალზე იყო დამოკიდებული. კლეოპატრას ხანა გახსოვს ხომ? ხორბალი კი არა, ექვსმწკრივიან ქერს თესავდნენ და მოჰყავდათ. ქართველები ახლაც ეგვიპტურ ხახვს მივირთმევთ. იქედან შემოაქვთ.
დიახ, არის ასეთი ხორბლის ჯიში, დღესაც იძლება ოთხ მოსავალს წელიწადში. აბა რატომ იბრძოდა რომი ეგვიპტური ხორბლისთვის? ძველი რომი მთლიანად ეგვიპტურ ხორბალზე იყო დამოკიდებული. კლეოპატრას ხანა გახსოვს ხომ? ხორბალი კი არა, ექვსმწკრივიან ქერს თესავდნენ და მოჰყავდათ. ქართველები ახლაც ეგვიპტურ ხახვს მივირთმევთ. იქედან შემოაქვთ.
6. ნეფერტარ,ნუთუ მართლა არსებობს ისეთი ხორბალი,რომელიც წელში ერთზე მეტ მოსავალს იძლევა?
ხორბალი არ ვიცი და, არაგაწში და რამდენიმე მეზობელ თემში ტარხუნას სათბურებში ახარებენ და წელიწადში ორჯერ იღებენ მოსავალს, რომელიც დათესვიდან ორი თვის შემდეგ მიიღება.
წავიკითხე ოთხივე და ვიმოგზაურე ნეფერტარ... ნეფერტარ,ნუთუ მართლა არსებობს ისეთი ხორბალი,რომელიც წელში ერთზე მეტ მოსავალს იძლევა?
ხორბალი არ ვიცი და, არაგაწში და რამდენიმე მეზობელ თემში ტარხუნას სათბურებში ახარებენ და წელიწადში ორჯერ იღებენ მოსავალს, რომელიც დათესვიდან ორი თვის შემდეგ მიიღება.
წავიკითხე ოთხივე და ვიმოგზაურე ნეფერტარ...
5. მადლობა ყველას ლოდინისთვის, ასეა, ვისაც აინტერესებს ისედაც მოვა და წაიკითხავს. აზრსაც დაწერს.
მაგრამ ნურავის გამოგრჩებათ ილუსტრაციები, ძალიან საინტერესოა და სრულად ჩანს ის ქალაქი. ნანგრევებიდან კომპიუტერით აღდგენილი რეკონსტრუქციაა.
მადლობა ყველას ლოდინისთვის, ასეა, ვისაც აინტერესებს ისედაც მოვა და წაიკითხავს. აზრსაც დაწერს.
მაგრამ ნურავის გამოგრჩებათ ილუსტრაციები, ძალიან საინტერესოა და სრულად ჩანს ის ქალაქი. ნანგრევებიდან კომპიუტერით აღდგენილი რეკონსტრუქციაა.
4. როგორ ველოდი, არც კი იცით, ნეფერტარ:) მოვიცლი და მოვალ აქ..
როგორ ველოდი, არც კი იცით, ნეფერტარ:) მოვიცლი და მოვალ აქ..
3. მე ძალიან მომეწონა. ზღაპარივით არის და თან ფაქტებია. ასეთი უნდა იყოს სათავგადასავლო ლიტერატურა. :)
ძლივს! :)) მე ძალიან მომეწონა. ზღაპარივით არის და თან ფაქტებია. ასეთი უნდა იყოს სათავგადასავლო ლიტერატურა. :)
ძლივს! :))
2. ნეფერტარ,ნუთუ მართლა არსებობს ისეთი ხორბალი,რომელიც წელში ერთზე მეტ მოსავალს იძლევა? წამიერი აღტაცება და სიხარული,შემდეგ ისევ მიწიერი სიმძიმე და ტკივილი,მაგრამ ისევ უდაბნოს მზის სხივებით გაცისკროვნებული ამოუცნობი სივრცე,სადაც სიამოვნებით გავაგრძელებ ამ ფანტაზიის თვალყურის დევნებას...უდაბნოში გამომშრალ მიწაზე არსებობა ხომ ბევრად რთულია,ვიდრე ნაყოფიერ,გამწვანებულ და აყვავებულ მიწაზე სადაც ცხოვრებისეული არაბუნებრივი დაბრკოლება თითქმის არ არსებობს და ადამიანი იმდენად ხარობს,რომ ყვავის! უდაბნო - მიწის უქმად ყოფნა,უსიცოცხლობა,სიმშრალე...ადამიანი - უდაბნური,უდაბურ ყოფაში,სადაც ისევე უსუსურ ყოფასა და არსებობაშია,როგორც უმცენარო,უყვავილო,უწყლო,ულამაზო და გამომშრალი მიწა,რომელიც უბრალოდ ვერ აყვავდა უპირობო არსებობის გამო! ნეფერტარ, ძალიან გრძნობიერი და მრავალფეროვანია! <3 თითქოს კიდევ გამომრჩა რაღაც,წაკითხვის დროს,გადავხედავ კიდევ. +5
ნეფერტარ,ნუთუ მართლა არსებობს ისეთი ხორბალი,რომელიც წელში ერთზე მეტ მოსავალს იძლევა? წამიერი აღტაცება და სიხარული,შემდეგ ისევ მიწიერი სიმძიმე და ტკივილი,მაგრამ ისევ უდაბნოს მზის სხივებით გაცისკროვნებული ამოუცნობი სივრცე,სადაც სიამოვნებით გავაგრძელებ ამ ფანტაზიის თვალყურის დევნებას...უდაბნოში გამომშრალ მიწაზე არსებობა ხომ ბევრად რთულია,ვიდრე ნაყოფიერ,გამწვანებულ და აყვავებულ მიწაზე სადაც ცხოვრებისეული არაბუნებრივი დაბრკოლება თითქმის არ არსებობს და ადამიანი იმდენად ხარობს,რომ ყვავის! უდაბნო - მიწის უქმად ყოფნა,უსიცოცხლობა,სიმშრალე...ადამიანი - უდაბნური,უდაბურ ყოფაში,სადაც ისევე უსუსურ ყოფასა და არსებობაშია,როგორც უმცენარო,უყვავილო,უწყლო,ულამაზო და გამომშრალი მიწა,რომელიც უბრალოდ ვერ აყვავდა უპირობო არსებობის გამო! ნეფერტარ, ძალიან გრძნობიერი და მრავალფეროვანია! <3 თითქოს კიდევ გამომრჩა რაღაც,წაკითხვის დროს,გადავხედავ კიდევ. +5
1. წავიკითხე და ვისიამოვნე!
+5!!! წავიკითხე და ვისიამოვნე!
+5!!!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|