ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლეგატო
ჟანრი: საბავშვო
13 თებერვალი, 2017


***

გუშინ სხვენზე მე და მაკამ
გადავქექეთ ყუთები,
შიგ ვიპოვეთ უამრავი
ბებოს ძველი ქუდები.
ბეწვის ქუდი,აგერ ტყავიც
ჭილის ქუდიც,ნაჭრისაც...
ბებოს სომბრაროც ეხურა
თურმე ჩაის კრეფისას.
ციბრუტივით დავტრიალდით
დავიმშვენეთ თავები,
ბუმბულები გვაკლიაო
საქათმისკენ დავეშვით.
აკაკუნდნენ ძველისძველი
"ფრანცუსკების"ქუსლები,
ჰო და მამლებს დავაპუტეთ
ბღუჯა-ბღუჯად კუდები.
ფისოს ისე შეეშინდა
გადმოკარკლა გუგები,
როცა თავზე დავახურეთ
და ჩავაცვით "შუზები"



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები